imedi /  01 ოქტომბერი 2019, 20:34 / სანდო წყარო

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები გაამარტივა

ეროვნული ბანკი

კომერციული ბანკებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციების შემოღებაზე მიიღო გადაწყვეტილება. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, ანუ 25 პროცენტამდე შეამცირა.

ახალი ინიციატივით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნებით 5%-ით, ანუ 30%-იდან 25%-მდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც დამატებით, 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ. ასევე უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მცირდება, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გათვლებით, საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მეტი სესხი გასცენ დოლარში. 

„ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და დასტაბილურებას. ამავე დროს, შესაბამისად დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომერციულ ბანკებში მიაჩნიათ, რომ მარეგულირებლის მიერ დადგენილი ახალი წესი გაცვლითი კურსის დასტაბილურების გარდა, ხელს შეუწყობს ბიზნესს, მაგალითად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე გაადვილდება მსხვილი იპოთეკური სესხების გაცემაც. 

„ბოლო პერიოდის ნაბიჯები, რომელიც რეგულატორმა გადადგა, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეასუსტებს ინფლაციურ წნეხს და ასევე, რაც ალბათ მოსახლეობისთვის უფრო ხელშესახები და მნიშვნელოვანია, ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას. რაც შეეხება რეზერვის განაკვეთის შემცირებას, ეს, რა თქმა უნდა, ბანკებში გააჩენს მეტ ლიკვიდობას სავალუტო სახსრების“, - განაცხადა "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ. 

ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა მოიწონეს მინისტრთა კაბინეტშიც. მთავრობის წევრებს იმედი აქვთ, რომ გამოთავისუფლებულ რეზერვებს კომერციული ბანკები სავარაუდოდ მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად მიმართავენ. 

საბანკო რეგულაციების გამარტივებასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ სექტემბრის შუა რიცხვებში განაცხადა. საბანკო რეგულაციების გადახედვასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ივნისში გააკეთა. მაშინ კალაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას საბანკო რეგულაციების გადახედვა მოუწევს. 

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

2018 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ წამოჭრა ჭარბვალიანობის პრობლემა, რომლის პოლიტიკური დივიდენდებიც, სპეციალისტების აზრით, ახალარჩეული პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის კარიერას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოხმარდა: პირველმა გადაწყვეტილებამ მომავალში მაღალრისკიანი დაკრედიტება შეზღუდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ონლაინ პლატფორმების და მოგვიანებით ამ სექტორში ბანკების ჩართულობით განვითარდა; მეორე გადაწყვეტილებას ერთგვარი სოციალური ეფექტი ჰქონდა და განმუხტა დაძაბულობა, რასაც იწვევდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკმაყოფილება პრობლემურ სესხებთან დაკავშირებული ვალის დაბრუნების სამართლებრივი პროცესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გადაწყვეტილებამ გაცხადებულ მიზნებსა და სასურველ შედეგს სრულად მიაღწია, ეროვნულმა ბანკმა „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა და საქართველოში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებს „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების” რეგულაციები დაუწესა, რომლებმაც სპეციალისტების თქმით, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის გამართული და საკმარისი დაკრედიტება შეუძლებელი გახადა - დაზიანდა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი; მკვეთრად დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების გაყიდვები; საკრედიტო რესურსებთან წვდომა გაურთულდა ქვეყნის ათიათასობით თვითდასაქმებულ მოქალაქეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან რეგულაციების გადახედვის სურვილს სპეციალისტების ნაწილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლას და ახალი პრემიერიმინსტრის არჩევას უკავშირებენ.

მას შემდეგ რაც ივლისის ბოლოს ლარის კურსი ისტორიულ მაჩვენებლამდე გაუფასურდა (1 დოლარის ფასი 3 ლარი გახდა) კობა გვენეტაძის გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ აქტიური კამპანია გაჩაღდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ არსებული პრეტენზიებიდან ერთ-ერთი - არასწორი და ეკონომიკისთვის დამაზიანებელი საბანკო რეგულაციების შემოღებაა.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 17:45

პოლიტიკა

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.

ვახტანგ ცინცაძე

31 აგვისტო 2026, 14:38

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.