imedi /  10 ოქტომბერი 2019, 13:57 / სანდო წყარო

მთავრობა მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალ ფორმატს შექმნის

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ არ გვჭირდება ხანგრძლივი საუბრები იმაზე, რომ რაღაც გეგმები დავსახოთ, კონკრეტული პრობლემატიკა, კონკრეტული გადაჭრის გზები, მხოლოდ ეს არის შეხვედრის მიზანი, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, მეღვინეებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის ახალი ფორმატი შეიქმნება.

„ჩვენ ასევე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს არ იყო მარტივი რთველი და არ მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად. დარჩენილია გარკვეული საკითხები და რას ვაკეთებთ, ამაზეც ვისაუბრებთ. გვესმის, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია და ხარისხზე მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 9 მილიონ ლარზე მეტია ჩადებული მარკეტინგული პროგრამებისთვის, ამის მიზნობრიობაც საფიქრალია, თუ როგორ გავაკეთოთ და სად მივმართოთ. მეღვინეობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია და მინდა, ყოველგვარი შებოჭვის გარეშე, ღიად მითხრათ, სად არის პრობლემები, სად გჭირდებათ დახმარება და შემდეგ მე გეტყვით, სად ვხედავთ გარღვევების საშუალებას, სად შეიძლება ცოტა უფრო ეფექტურებიც ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

აშშ პოლიცია

18 ნოემბერი 2019, 12:07

მსოფლიო

კალიფორნიაში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ ფრესნოში კერძო წვეულებაზე სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. ფრესნოს პოლიციის ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე, ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც 35-მდე ადამიანი საფეხბურთო მატჩის საყურებლად ერთ-ერთ სახლში შეიკრიბნენ.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 12:07

საქართველო

ქართულმა ოცნებამ აქციის ორგანიზატორებად ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები დაასახელა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. მმართველი პარტიის განცხადებით, გუშინდელი აქციები "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.

facebook

18 ნოემბერი 2019, 12:04

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ფუნქციას დაამატებს

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალ ფუნქციას ტესტავს. „პოპულარული ფოტო“ Instagram-ის ლენტის მსგავსი იქნება. ახალი ფუნქცია „რეკომენდირებული ვიდეოს“ პრინციპით იმუშავებს. „პოპულარული ფოტო“ აჩვენებს არა მხოლოდ მეგობრების, არამედ სხვა ადამიანების ფოტოებსაც, რომელსაც Facebook-ის ალგორითმი განსაზღვრავს.

ჯარი

18 ნოემბერი 2019, 11:58

მსოფლიო

BBC და The Sunday Times: ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყსა და ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს

ჟურნალისტების მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ. ისინი ეყრდნობიან IHAT- ის გამომძიებელთა ჯგუფის მიერ შეკრებილ ინფორმაციას, ასევე ბრიტანეთის სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებას.

კადრი ფილმიდან „ცოდვების ქალაქი“

18 ნოემბერი 2019, 11:43

კულტურა

„ცოდვების ქალაქის“ კომიქსის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

კომპანია Legendary Television-ი ფრენკ მილერის კომიქსის მიხედვით, „ცოდვების ქალაქი“ (Sin City) სერიალს გადაიღებს. Deadline-ს ცნობით, ფრენკ მილერმა კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, ასევე გადაიღებენ ანიმაციურ სერიალს „დიდები“, რომლის კომიქსის ავტორიც ეს რეჟისორია.

ლუიზა ვინტონი

18 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა

პროტესტი ქართული დემოკრატიის გამოხატულებაა. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა პოლიტიკური სისტემა ექნება მას და როგორი იქნება მისი დემოკრატიის სტრუქტურა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა განუცხადა.

რევაზ არველაძე

18 ნოემბერი 2019, 11:26

საქართველო

რევაზ არველაძე: თუ პარლამენტში არ შემიშვებენ წავალ და ლექციებს წავიკითხავ

პარლამენტის უხუცესი დეპუტატის, უმრავლესობის წევრის, რევაზ არველაძის განცხადებით, თუ პარლამენტში არ შეუშვებენ, წავა და ლექციებს წაიკითხავს. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის შენობასთან თქვა, სადაც ის აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს.

ფოთის საკრებულო

18 ნოემბერი 2019, 11:25

საქართველო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ფოთის საკრებულომ თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას უფლებამოსილება შეუჩერა. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ თხოვნით საკრებულოს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მიმართა.

თამარ ჩუგოშვილი

18 ნოემბერი 2019, 11:18

საქართველო

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ბიუროს ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავენ

პარლამენტის ორი ვიცესპიკერი, სამი კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის ოთხი მოადგილე, ორი მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქციის ერთი თავმჯდომარე დღეს, უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი განცხადებით, მიმართავენ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 11:07

საქართველო

აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება გახდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა რევაზ არველაძემ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბოლივია

18 ნოემბერი 2019, 10:59

მსოფლიო

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზისის გამო საკვების დეფიციტია

ბოლივიაში პოლიტიკური კრიზის ფონზე საკვების უკმარისობა გაჩნდა. კვირა დღეს ქვეყნის ფაქტობრივ დედაქალაქ ლა-პასში მოსახლეობა გრძელ რიგებში იდგა, რათა საკვების მოსამზადებლად ქათამი, კვერცხი და სხვა პროდუქტები მიეღო. მორალესის მხარდამჭერებმა ჩაკეტეს საავტომობილო გზები, რითაც ლა-პასი თითქმის იზოლირებული აღმოჩნდა.

პოლიცია ქართული ოცნება

18 ნოემბერი 2019, 10:52

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები

მმართველი პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ წევრები იკრიბებიან. ოფისში უკვე მივიდნენ თბილისის მერი, კახი კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხების განხილვაა დღეს დაგეგმილი. მმართველი პარტიის წევრებს მედიასთან კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ.

ძიუდო

18 ნოემბერი 2019, 10:44

სპორტი

საქართველოს ძიუდოს კლუბი „მებრძოლი“ ევროპა ლიგის გამარჯვებულია

რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის "ნიცას" და რუსეთის "ედელვაისს" მოუგეს. გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანიის "სუსი" დაამარცხეს.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:30

ძალოვნები

სოფელ აბარისა და ხიდეშლების ტყეებში ხანძარია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარში ხანძარია, ცეცხი ბალახს და ბუჩქებს უკიდიათ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 10:25

ძალოვნები

წყალტუბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ სორმონის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ადგილზე რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძარი სორმონის ტყეში გუშინ საღამოს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლიდა ხელს.

ბათუმი საპროტესტო აქცია

18 ნოემბერი 2019, 10:18

საქართველო

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და რიგგარეშე არჩვნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით ყველა უწყებასთან გაიმართება.

Yahoo Japan Line

18 ნოემბერი 2019, 10:12

ეკონომიკა

ონლაინსერვისი Yahoo Japan და მესენჯერი Line ერთიანდებიან

Yahoo Japan-ის მფლობელი კორპორაცია Z Holdings-ი და სამხრეთკორეული Naver Corp.-ი, რომელიც Line-ის აქციების საკონტროლო პაკეტს აკონტროლებს, გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ ივნისში დაიწყო.

ბელარუსის პარლამენტი

18 ნოემბერი 2019, 09:48

მსოფლიო

ბელარუსის პარლამენტში ოპოზიციას წარმომადგენელი არ ეყოლება

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მე-7 მოწვევის წარმომადგენელთა პალატაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ.

პარლამენტი აქცია

18 ნოემბერი 2019, 09:15

საქართველო

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილმა ღამე პარლამენტის წინ კარვებში გაატარა

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა, მხარდამჭერებსა და მოქალაქეებთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაატარეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები ქვიშის ტომრებით და სამშენებლო ნარჩენებით ჩახერგეს.

კრიშტიანუ რონალდუ

18 ნოემბერი 2019, 08:54

ტაბლოიდი

რონალდუ მწვრთნელის მისამართით გინებაზე: არ მიყვარს, როდესაც მცვლიან

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს. რონალდუმ აღიარა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში თავის საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ იმყოფებოდა.