ივანე მაჭავარიანი: ლარის გამყარებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა
ივანე მაჭავარიანი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარი გამყარებისკენ სვლას დაიწყებს, თუმცა ამისთვის პოლიტიკური სტაბილურობაა საჭირო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.
ივანე მაჭავარიანის თქმით, ლარის კურსი დიდი ხანია "ტრიალებს 3-ის მიდამოში - 2.95-დან 3-მდე" და ყველა წინაპირობაა, რომ ქვემოთ სვლა დაიწყოს, "ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია , მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ილაპარაკა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და განაცხადა, რომ წელს 2018 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული.
მან ასევე, ისაუბრა კაპიტალური ხარჯების ათვისების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროექტების შესრულების მაჩვენებელი.
„მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიარდი ლარით მეტია ათვისებული. კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური დინამიკის გაუმჯობესების შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობაც ეტაპობრივად იზრდება და წლის ბოლოსთვის მშპ-ს 2.5%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მინისტრმა საგადასახადო შემოსავლების გეგმის შესახებაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება.
მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.
„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ფინანსთა მინისტრმა გააჟღერა ის არის, რომ დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე დაკავებული 62 ადამიანიდან, უმეტესობა სახელმწიფო უწყებების ყოფილი თანამშრომლები არიან.
„ძალიან სერიოზული გამოძიება ჩავატარეთ, გინახავთ ასეთი მასშტაბის ოპერაცია, როდესაც 62 ადამიანია დაპატიმრებული? არსებული თანამშრომლის ნებისმიერი სახით კონტაქტი რომ ყოფილიყო, აქამდე გამოვლინდებოდა და არავინ დააფარებდა ხელს. პირიქით, ყველა უწყება მაქსიმალურად იყო მობილიზებული, თითქმის ყველა ძალოვანი იყო ჩართული, თუ იკვეთება ამ თაღლითობაში მონაწილეობა, რომელიმე სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი უწყებიდან, რასაკვირველია ამაში ვიქნებოდით დაუნდობელი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 ნოემბრისთვის 1 ამერიკული დოლარი 2.9744 ლარი, 1 ევრო 3.2757 ლარი ეღირება.
28 ნოემბერს მოქმედი კურსით 1 დოლარი 2.9754 ლარი, 1 ევრო კი 3.2750 ლარი ღირს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა იქამდე გაგრძელდება, სანამ პროგნოზით არ გამოჩნდება, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა.
13 ნოემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას. 2019 წლის 10 თვეში წლიურმა ინფლაციამ 6,9% შეადგინა
4 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ინფლაციის ზრდა აღიარა და განაცხადა, რომ აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ (ფასების ზრდამ) 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს (3%-ს) 1.6 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.
Bloomberg-ზე ლარის ანტირეკორდი 26 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც კურსი 2.98-იან ნიშნულს ასცდა. სებ-მა ინტერვენციაც დააანონსა და 27 სექტემბერს ბაზარს $40 მლნ მიაწოდა, რაც ბაზარმა სრულად აითვისა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 17:13
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.


