imedi /  02 დეკემბერი 2019, 08:55 / სანდო წყარო

მედია: აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებს ჰონგ-კონგის მოვლენები აფერხებს

აშშ ჩინეთი

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების გამო შეჩერდა. ამის შესახებ თეთრ სახლში თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი წერს.

კერძოდ, წყაროები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ ჰონგ-კონგში დემოკრატიის მხარდამჭერი კანონის მიღების შემდეგ საჭიროა დრო, „რათა ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შიდა პოლიტიკა დასტაბილურდეს“. 

გარდა ამისა, კვლავ გადაუწყვეტელია რამდენიმე საკითხი, რომელიც მანამდე დაწესებულ საბაჟო ტარიფებს, სავაჭრო შეთანხმებების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმსა და პეკინის მიერ ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენის გარანტიებს ეხება.

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 17 ნოემბერს დაიწყეს.

აშშ-მა ჩინეთის პროდუქციას გადასახადები 2018 წელს დაუწესა. გასული წლის ივნისში, 25%-იანი ტარიფები დაწესდა, რომელიც მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარს მოიცავდა. სექტემბერში ამოქმედდა 10%-იანი ტარიფი, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიარდი დოლარი იყო.  2019 წლის მაისში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ნელა მიმდინარეობდა და გადასახადები მაინც აიწევდა.

ყველა სიახლე

ლევან რატიანი

08 აპრილი 2020, 18:03

COVID19

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსზე გამოჯანმრთელებული კიდევ ორი პაციენტი გაეწერა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტირებაზე რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხს ელოდებიან. მისივე თქმით, დღის განმავლობაში კლინიკიდან ორი პაციენტი გაეწერა, ორი კი ახალი მიიღეს.

სოხუმი

08 აპრილი 2020, 17:58

COVID19

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ

სოხუმის საავადმყოფოში გარდაცვლილ 15 წლის მოზარდს კორონავირუსით ინფიცირებაზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ოკუპირეპული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ირაკლი ბერაია

08 აპრილი 2020, 17:55

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს როლი დღითიდღე მზარდია

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 სამხედრო ხომალდი და საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები ერთობლივ წვრთებს ატარებენ. ეს, ერთი მხრივ, საქართველოსა და ალიანსს შორის წარმატებული პრაქტიკული თანამშრომლობის და ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. მეორე მხრივ კი - ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოს ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის გაზრდას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება

საქართველოს ეროვნული ბანკი

08 აპრილი 2020, 17:45

ეკონომიკა

სებ-ი კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შერბილების მიზნით საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს

„ეროვნული ბანკი დღევანდელ ვითარებაშიც და პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ეკონომიკური ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგება, ტრადიციულად უზრუნველყოფს საფინანსო სისტემაში და მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის არსებობას. შესაბამისად, მონეტარული ინსტრუმენტებისა და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერების გამოყენების შედეგად, ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 17:43

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიას აფრო-ამერიკელებში უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ენტონი ფაუჩის თქმით, კორონავირუსის ეპიდემია ცხადყოფს, თუ რაოდენ მიუღებელია ჯანდაცვის სფეროში უთანასწორობა სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

ოზონის შრე

08 აპრილი 2020, 17:43

ტექნოლოგიები

არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაიხსნა

ოზონის შრის შეთხელება პლანეტის პოლარულ ნაწილებში ყოველ წელს ხდება, თუმცაა მიმდინარე წელს ოზონის ხვრელი ჩვეულებრივზე დიდი აღმოჩნდა. მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი სტრატოსფეროში არატიპურად დაბალი ტემპერატურა გახდა. ოზონის შრე აირის ბუნებრივი დამცავი ფენაა სტრატოსფეროში, რომელიც პლანეტაზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 17:10

COVID19

თეა წულუკიანი: ეკლესიაში არც აღდგომამდე და არც აღდგომას მისვლას არ ვაპირებ

თქვენ გინდათ პოლიცია შეიჭრას ეკლესიაში. ეს ვერ მოხდება. კანონი ყველასთვის ერთია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ჩართვისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, ეკლესიებში მსახურებებზე მრევლის შეკრებებთან დაკავშირებით, მაშინ როცა კანონით სამ პირზე მეტის შეკრება დაუშვებელია. რატომ ვერ ხდება კანონის აღსრულება.

დავით გაგუა

08 აპრილი 2020, 17:09

COVID19

დავით გაგუა: მადლობა სამართალდამცველებს, რომლებიც კომენდანტის საათის დროს ორსულებს კლინიკამდე აცილებენ

მეან-გინეკოლოგმა, დავით გაგუამ „მაესტროს“ ეთერიდან სამართალდამცველებს, კომენდანტის საათის დროს ორსულების კლინიკაში მიცილებისთვის მადლობა გადაუხადა. „მშობიარობა უფრო მეტად ღამის საათებშია. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცველებს, რომლებიც ორსულებს სამშობიარომდე მიაცილებენ და როცა დააბინავებენ, უკან ბრუნდებიან. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ სამართალდამცველს სამშობიაროში მომსვლელი ორსული კომენდანტის საათის დროს შეეჩერებინოს ან გზაში დაბრკოლება შეექმნათ“, - აღნიშნა გაგუამ.

08 აპრილი 2020, 17:08

COVID19

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური შესაძლოა 200 მილიონამდე ადამიანმა დაკარგოს

როგორც BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ბევრი კომპანია დაიხურა, პერსონალი კი დროებით ან სამუდამოდ დაითხოვეს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ., 2020 წლის მეორე კვარტალში სამუშაო საათების 6.7% გაქრება, რაც სრულ განაკვეთზე დასაქმებული 195 მილიონი ადამიანის ეკვივალენტურია.

რომის პაპი ფრანცისკე

08 აპრილი 2020, 17:03

COVID19

რომის პაპი: კორონავირუსის პანდემია ბუნების პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ბუნების ერთ-ერთი პასუხია იმაზე, რომ ადამიანები ეკოლოგიურ კრიზისს უგულებელყოფენ. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის გამო წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები შემცირდა, რამაც ადამიანებს ბუნევის გაგების შესაძლებლობა მისცა.

მამუკა მდინარაძე

08 აპრილი 2020, 17:00

COVID19

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს

„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

08 აპრილი 2020, 16:57

COVID19

ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

08 აპრილი 2020, 16:54

COVID19

უხანში 76-დღიანი იზოლაციის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციაზე მოთხოვნა გაიზარდა

ქალაქ უხანის მოსახლეობის ნაწილმა კარანტინის და სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ამის შესახებ Global Times-ი წერს.

თეა წულუკიანი

08 აპრილი 2020, 16:50

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დღევანდელი პროგნოზი არ უკავშირდება არჩევნების თარიღის ცვლილებას, ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს

ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა. თეა წულუკიანის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება. „დღევანდელი პროგნოზი არ უკავშირდება ამ თარიღის ცვლილებას. ჩვენ კარს მომდგარი არჩევნები არ გვაქვს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარდება მაღალი გამჭვირვალობის დემოკრატიული არჩევნები, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრჯერ ყოფილა. რაც შეეხება პროგნოზს, ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ მდგომარეობა გაუარესდება რიცხვები მოიმატებს, ეს არ არის საოცარი სიახლე, ეს არის ლოგიკური ჯაჭვი ვირუსის განვითარების. მთავარია მთავრობამ გავაგრძელოთ თანმიმდევრული მუშაობა იმისთვის, რომ სწორი წესები ჰქონდეს საზოგადოებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტო: ანა შეპკინა

08 აპრილი 2020, 16:46

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. პროცესს დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ივანიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი, ლია კოვზიაშვილი ესწრებოდნენ. პაკეტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 62 ბაღის 6 000-ვე აღსაზრდელმა უნდა მიიღოს, არამალფუჭებად პროდუქტთან ერთად ხილსა და ბოსტნეულსაც შეიცავს. საკვების დარიგება სანიტარული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.

08 აპრილი 2020, 16:41

საზოგადოება

სოფო კილაძემ #მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ #18-ე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მოინახულა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ პირობებს გაეცნო და ბრალდებულებს შეხვდა. სოფო კილაძე, ასევე პირისპირ ესაუბრა მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

08 აპრილი 2020, 16:35

ეკონომიკა

ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშის წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული 2019 წლის წლიური აუდიტირებული ანგარიში უნდა ასახავდეს პანდემიის შედეგად კომპანიის წინაშე წარმოქმნილ რისკებსა და მათ გავლენას სუბიექტის სამომავლო პერსპექტივებზე. ამასთანავე, აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ საწარმოს მიერ ფუნქციონირებადი საწარმოს სტატუსის გამოყენების მართებულობაზე.

08 აპრილი 2020, 16:31

COVID19

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია

იტალიური ვოგის აპრილის გარეკანი თეთრი და ცარიელია. ნომრის დაგეგმვის პროცესში, შემოქმედებითმა გუნდმა არტისტებს სთხოვა, რომ დღევანდელი რეალობით შთაგონებული სურათები გაეგზავნათ. ჟურნალმა აპრილის ნომერი ცოტა ხნის წინ გაავრცელა და თან რედაქტორის, ფერდინანდო ვერდერის განმარტება დაურთო. „ თავის ხანგრძლივ ისტორიაში, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, ვოგმა გაიარა ომები, კრიზისები, ტერორისტული აქტები და მისი საუკეთესო ტრადიციაა, არ გამოიყურებოდეს სხვანაირად. ორი კვირის წინ ჩვენც არ ვფიქრობდით, რომ შევცვლიდით გეგმებს. მაგრამ ილაპარაკო რამე სხვაზე, როცა ხალხი იღუპება, როცა ექიმები და ექთნები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ და როცა მსოფლიო სამუდამოდ იცვლება, ეს არ არის ვოგ იტალიას დნმ. ამიტომ ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პროექტი და დავიწყეთ წაშლით. ჩვენს ისტორიაში პირველად,

დავით გაგუა

08 აპრილი 2020, 16:30

COVID19

დავით გაგუა: კორონავირუსით ინფიცირებულ დედას ჩვილის ძუძუთი გამოკვება არ ეკრძალება

„კორონავირუსზე ძალიან მწირია მტკიცებულებები, ამიტომ გვიჭირს იმის თქმა, რომ კორონავირუსი ორსულებზე უფრო მეტად მოქმედებს თუ არა. ვირუსი არ არის აღმოჩენილი არც სანაყოფე წყლებში, არც დედის რძეში და შესაბამისად ვარაუდი, რომ დედიდან კორონავირუსი ნაყოფზე გადაეცემა დამტკიცებული არ არის“, - აღნიშნა მეანგინეკოლოგმა.

ზაზა თავაძე; ხვიჩა კიკილაშვილი

08 აპრილი 2020, 16:16

სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ღონისძიებას მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.