imedi /  15 იანვარი 2020, 22:34 / სანდო წყარო

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ ჩინეთი სავაჭრო ომი

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზეზიც ქვეყნებს შორის სავაჭრო ომის შემსუბუქებაა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონში ხელმოწერის ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ნამდვილი გარღვევაა. ჩინეთმა პირობა დადო, რომ ამერიკიდან იმპორტს 200 მილიარდი დოლარით გაზრდის, სანაცვლოდ კი აშშ დამატებითი ტარიფების ნაწილს გააუქმებს.

მხარეები აცხადებენ, რომ ახალი შეთანხმება მოლაპარაკებების პირველ ფაზას აჯამებს. მდგომარეობის განმუხტვაზე მუშაობა მეორე ფაზის ფარგლებში გაგრძელდება. აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი 2018 წლიდან მიმდინარეობს. 

11 ოქტომბერს Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ და ჩინეთი ვაჭრობის საკითხზე ნაწილობრივ შეთანხმდნენ. 22 დეკემბერს ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებში პროგრესი დაადასტურა და განაცხადა, რომ შეთანხმების პირველი ნაწილი ძალიან მალე გაფორმდება.

აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

ყველა სიახლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიეს

ზურაბ აზნაურაშვილმა 9 ხმით საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ზურაბ აზნაირაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჯამში 42 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული გამოწვევების ფონზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მტკიცე არჩევანს და ნატოსკენ სვლას განვაგრძობთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტაბლოიდი

23 იანვარი 2020, 17:28

ტაბლოიდი

აფრიკაში კაცი ორი თვეა 24 მეტრის სიმაღლეზე ღვინის კასრში ცხოვრობს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან ღვინის კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე უკვე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღე იყო.

ვიტრიფიცირებული ტვინი

23 იანვარი 2020, 17:24

ტექნოლოგიები

ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სითხის შუშად გარდაქმნის პროცესს ვიტრიფიკაცია ეწოდება და ის მაღალი ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შედეგად ხორციელდება. ამოფრქვევის დროს ჰაერის ტემპერატურა ჰერკულანუმში 520 С გრადუსამდე გაიზარდა. ეს ადამიანის ვეტრიფიცირებული ტვინის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 17:24

ეკონომიკა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ „რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ბაღები

23 იანვარი 2020, 16:57

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს ხორცის მიწოდება 27 იანვრიდან აღუდგება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ხორცის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიიამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ამ მიზეზით მერიამ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2020, 16:47

ეკონომიკა

თბილისის ვიცემერი: ინვესტორები ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვერ ააშენებენ

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“. მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს.

23 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

გახარია: აშშ-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

ინდოეთი რობოტი-ასტრონავტი

23 იანვარი 2020, 16:42

ტექნოლოგიები

ინდოეთმა ქვეყნის პირველი რობოტი-ასტრონავტი წარადგინა

რობოტს ვიიომ მიტრა ჰქვია, რაც სანსკრიტზე „მეგობარს კოსმოსში“ ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა ორბიტაზე ასტრონავტების დახმარებაა. კერძოდ, ის ასტრონავტების კითხვებზე პასუხის გაცემასა და სხვადასხვა ოპერაციების შესრულებაზეა დაპროგრამებული. ის კოსმოსში წლის ბოლომდე გაემგზავრება.

ხორავას ქუჩა მკვლელობა

23 იანვარი 2020, 16:27

ძალოვნები

მირზა სუბელიანის შვილის თქმით მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ჩვენება მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ის ბრალდების მხარის მოწმედ დაიკითხა დღეს. ალექსანდრე სუბელიანის თქმით, მიხეილი მკვლელი არ არის.

მხედვარი ჰენრი კავილი

23 იანვარი 2020, 16:27

კულტურა

Netflix-ი სერიალ „მხედვარის“ მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

ცნობილია ფილმის სახელწოდება - „მხედვარი: მგლის კოშმარი“. მისი სიუჟეტი კი გამოგონილ კონტინენტზე ახალი საფრთხის შესახებ მოგვიყვება. ახალი პროექტის სცენარზე სერიალ „მხედვარის“ შოურანერი ლორენ ჰისრიჩი და ბო დემაიო მუშაობენ.

ჟან პოლ გოტიე

23 იანვარი 2020, 16:24

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო ჩვენება გამართა

შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში, ან რატომ არ ვანიჭებთ წევრობის სამოქმედო გეგმას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.

23 იანვარი 2020, 16:18

ტექნოლოგიები

150 სკოლაში Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.

დუმა

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საუბარია რეფორმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვისას დააანონსა. ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

კიევი

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

უკრაინაში მოსახლეობის რაოდენობა ელექტრონული მონაცემებით დაითვალეს

ანალიზის დროს გაითვალისწინეს უკრაინის სამი მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის მონაცემები, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა და ელექტრონული რეესტრების მონაცემები, ასევე ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები. ბოლო ოფიციალური აღწერა 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა.

ილია II

23 იანვარი 2020, 15:37

საქართველო

ილია მეორეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა

„პატრიარქი რამდენიმე დღეა, აჭარაში იმყოფება. იგი საჭიროებს პერიოდულ გამოკვლევებს. კლინიკაში გამოკვლევების ჩატარების მიზნით მივიდა. ის კლინიკას სავარაუდოდ დღესვე დატოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

როჰინჯა მუსლიმები

23 იანვარი 2020, 15:28

მსოფლიო

გაეროს სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის პრევენციის ბრძანება გასცა

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) ბრძანება გასცა, რომ მიანმარში როჰინჯა მუსლების გენოციდის შესაჩერებლად ქმედებები გატარდეს. 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი მოწოდებას, რომ მიანმარმა „თავისი ძალის ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღოს“ გენოციდის თავიდან ასაცილებლად.

ჩინეთი ვირუსი

23 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა

ჩინეთში გავრცელებული უცნობი ვირუსის გამო, საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დიპლომატიურმა უწყებამ ცხელი ხაზი ჩართო. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე +86 137 168 77 635. საელჩოს ცნობით, ჩინეთში მოგზაურობაზე ჯერ აკრძალვა არ არის.

ბაღები

23 იანვარი 2020, 14:54

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს რამდენიმე დღეა ხორცი არ მიეწოდება

„გამარჯვებულ შესაბამისი დოკუმენაციის ატვირთვა შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე არ მოუხდენია,ამიტომ იძულებულები გავხდით კომპანიის დისკვალიფკაცია მიგვეხდინა “,- ამბობს ყვარლის მუნიცუპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი.