Imedi /  13 მარტი 2020, 19:16 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: ამ დროისთვის არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერებული არაა

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ამ დროისთვის არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერებული არაა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს. არაფერი გაგვიჩერებია და მაქვს იმედი, რომ პირიქით, დამატებით პროექტებს დავიწყებთ. გარკვეული შეფერხებები გვქონდა მოწოდებებზე, მაგალითად ირანიდან, ამაზეც ვმუშაობთ, რომ ჩვენი კომპანიები არ შეფერხდნენ.

გვინდა, რომ დამატებითი პროექტები განვახორციელოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად დავასტიმულიროთ ეკონომიკაც და ბიზნეს-სექტორიც“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

ჯუზეპე კონტე

19 იანვარი 2021, 01:07

მსოფლიო

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა

იტალიაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

19 იანვარი 2021, 00:10

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

„ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია

19 იანვარი 2021, 00:02

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ფასილიტატორები სერიოზულად არ უყურებენ ისეთ ბოიკოტს, სადაც ოპოზიცია ხელფასს იღებს

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ის ხალხი, რომელიც წინა პარლამენტში იყო, ავტომატურად იღებს ფულს. სამადაშვილის განცხადებას მოუსმინეთ და თქვენ თვითონაც იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც მე. იგივე შთაბეჭდილება რჩებოდათ ფასილიტატორებს, დამკვირებლებს, „ქართული ოცნების“ წევრებს და ამიტომაც არ უყურებენ ბოლომდე სერიოზულად ასეთი ტიპის ბოიკოტს, სადაც ოპოზიცური ძალები ხელფასს იღებენ - მე ამის გამორიცხვა მინდოდა. მე მინდოდა მკაცრი ბოიკოტი, მართლა ბოიკოტი, რომ ვერავის მსგავსი შეურაცხყოფა ვერ მოეყენებინა. ეს არ გამოვიდა. ახლა მინდა შეთანხმება ისეთი, რომ მაქსიმალური წამოვიღო „ქართული ოცნებიდან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

18 იანვარი 2021, 23:51

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა.

18 იანვარი 2021, 23:42

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 736 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 23:40

სამართალი

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:28

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი ვთქვი, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა - პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი

ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაეშლებათ და ხალხი დარჩებათ პურის გარეშე, თუ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარსიტყვიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მან დეტალურად გაიხსენა ის შეხვედრა, სადაც გაირკვა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ გარდა ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას აპირებდა. „იყო რამდენიმე საკითხი, რაც ოპოზიციის მოლაპარაკებებზე კონფლიქტებს იწვევდა. ამ კონფლიქტების წყარო მე ვიყავი. ამ საკითხებზე „გავჭედე“. ერთ-ერთი იყო ბიუჯეტიდან ფულის აღების საკითხი. ბოკერიამ თქვა, რომ პარტია დაგვეშლება, ხალხი დაგვრჩება პურის გარეშე. 3,5 მილიონ ლარზე ვამბობ უარს. თქვენ როგორ გგონიათ, მე ისეთი მდიდარი ადამიანი ვარ, რომ ეს ფული არ გვჭირდება?! მაგრამ მე უარი ვთქვი იმიტომ, რომ ბოიკოტი ყოფილიყო წმინდა და არ ყოფილიყო შერყვნილი. პირველი აქ გაირყვნა ბოიკოტი“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აკაკი საღირაშვილი

18 იანვარი 2021, 23:21

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. 2018 წლიდან დღემდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:15

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდა, „ევროპულ საქართველოს“ – არა

არ მინდა კრიტიკული ვიყო, უბრალოდ პოლიტიურად არ აწყობდათ შეთანხმება და ეს ჩემთვის მეორე-მესამე შეხვედრაზე ცხადი გახდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოდი ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:11

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების” წინადადება ჩემთან ბადრი ჯაფარიძის გავლით მოდიოდა

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ინდივიდუალური კომუნიკაცია ჰქონდათ პარტიებთან და მისთვის ცნობილია, რომ „ოცნებას“ ზურაბ ჯაფარიძესთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 23:08

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: გული მწყდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, ვერ გავიცანი

„სამწუხაროდ ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კომუნიკაცია არ არის. მზად ვარ, „ოცნებასთან“ ვილაპარაკო, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ტვ.„პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბორის ჯონსონი

18 იანვარი 2021, 22:53

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიარა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 22:35

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილს: არასწორია, როცა მოლაპარაკებაში მონაწილე მთავარი ადამიანი - ამერიკის ელჩი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები

„ჩვენს ყველა მეგობარს ეტყობა ჩვენკენ (ოპოზიცია) არის თუ ხელისუფლებისკენ. პარლამენტის პირველ სხდომაზე ვნახეთ, რომ ამერიკის ელჩი მივიდა და მერე მოგვიწოდა, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ აგროვებ. არასწორია, როდესაც მთავარი იმედი, ვისიც გაქვს, ის ხალხი გეუბნება, რომ უნდა შეხვიდე პარლამენტში და შენ მაინც ბოიკოტის რეჟიმში რჩები.“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

18 იანვარი 2021, 22:34

მსოფლიო

ესპანეთის პოლიციამ ორი ტონა კოკაინი ამოიღო

ესპანეთის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ამოღებულია ორი ტონა კოკაინი. ნარკოტიკები ალხესირასის პორტში ნახშირით დატვირთულ კონტეინერში იყო დამალული. პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კონტეინერი ესპანეთის ტერიტორიაზე პარაგვაიდან მოხვდა. სპეცოპერაციის ფარგლებში 12 პირია დაკავებული.

18 იანვარი 2021, 22:06

ეკონომიკა

საქართველოდან ექსპორტზე 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი გაიტანეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება. რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35 435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:58

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ერთადერთი, ვისაც ამ ქვეყანაში ვენდობი - ამერიკის ელჩია

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მოლაპარაკების მაგიდასთან მყარად ჯდომა. რომ იქ ჩვენ არავის გავეკრიტიკებინეთ და არ წაგვეგო ფასილიტატორებთან მოლაპარაკება. ჩვენ დავინახეთ პროცესი, რომ ელჩები არ არიან ჩვენკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, რომ გამოვიდა ამერიკის ელჩი და პარლამენტში შედითო გვითხრა, მაგრამ ეს ტენდენცია მანამდეც ჩანდა. ერთადერთი ინსტიტუცია, რასაც ამ ქვეყანაში ვენდობი, არის ამერიკის ელჩი და საელჩო“.

18 იანვარი 2021, 21:58

სამართალი

კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული, გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა აღკვეთის სახით მძევლების აყვანაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იაგო ხვიჩია

18 იანვარი 2021, 21:55

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ პროპორციული უბარიერო არჩევნები, რომლისთვისაც მთელი ოპოზიციური სპექტრი იბრძოდა, უცებ აღარავის დააინტერესებდა

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც იბრძოდა პროპორციული უბარიერო არჩევნებისთვის, უცებ არავის დააინტერესებდა“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. „თქვენ დაინახეთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრიდან, ამაზე მხოლოდ ჩვენ ვლაპარაკობთ და ყველა გადავიდა - „ხელახალ არჩევნებზე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ და მიანიშნა კოლეგებთან ამ საკითხზე კამათზეც.

18 იანვარი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 84 287 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 455 ადამიანი გარდაიცვალა.

18 იანვარი 2021, 21:38

COVID19

ბულგარეთში ბავშვი СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა

ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.