ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის დაფინანსებით საქართველოში 40 ათასი სამედიცინო ხალათი შეიკერა
ფოტო: Facebook
სამედიცინო ტექსტილის ქართულმა საწარმომ „დოქტირ გუდსმა“ ერთკვირიან ვადაში 40 ათასი სამედიცინო ხალათის წარმოება მას შემდეგ შეძლო, რაც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) მიერ განცხორციელებული პროექტის - „კლასტერები განვითარებისთვის“ დახმარებით 12 ახალი საკერავი მანქანა შეიძინა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, გაზრდილი სიმძლავრეების ხარჯზე, კომპანია დღეს უკეთ შეძლებს წვლილი შეიტანოს პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყანაში ამ ტიპის სამედიცინო პროდუქციის ნაკლებობის აღმოფხვრის საქმეში.
„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობს, რათა დაეხმაროს ქვეყანას კორონავირუსის კრიზისით გამოწვეული უპრეცედენტო გარემოებების პირობებში. ეს დახმარება ასევე გულისხმობს სპეციალური ზომების შემუშავებას ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც საჭირო სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას ქმნიან, მათ ბიზნეს მხარდაჭერას წარმოების გაგრძელებისა და მუშა-ხელის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიმართულებებით. „დოქტორ გუდსი“ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ შევძელით სწრაფი რეაგირება და დავეხმარეთ კომპანიას არსებული სირთულეების დაძლევისა და საწარმოო სიმძლავრეების გაზრდის საქმეში, რასაც კომპანიამ ეფექტიანად მიაღწია“ – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
„მოხარული ვართ, რომ ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის დაფინანსებით შევძელით წარმოების დამატებითი მანქანებით აღჭურვა, რამაც საშუალება მოგვცა საკმაოდ მოკლე ვადაში გვეწარმოებინა უფრო დიდი მოცულობის პროდუქცია. კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ჩვენი კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება, მოიზიდოს დამატებითი კვალიფიციური მუშა-ხელი, კერძოდ, ისინი, ვინც ამ კრიზისის დროს უმუშევარი დარჩა - რვა ახალი თანამშრომელი უკვე დავასაქმეთ და მზად ვართ გაცილებით მეტიც მივიღოთ. გარდა ამისა, წარმოების ხაზსაც ვაფართოებთ და უკვე სამედიცინო პირბადეების წარმოებასაც ვიწყებთ. ჩვენი კომპანია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და იმედი გვაქვს, რომ ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ, ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების გზით ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მოპოვების შესაძლებლობაც მოგვეცემა.“ - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მამუკა ხადურმა.
ევროკავშირთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კოორდინაციის გზით, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ განიხილავს მთელ რიგ სპეციალურ ზომებს მისი მანდატის ფარგლებში, რომლებიც შემდგომ მხარდაჭერასა და დახმარებას გაუწევენ პარტნიორ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთა საქმიანობაც კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა.
კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და მის სპეციალიზაციას სამედიცინო პროცედურებისთვის და პოსტოპერაციული მოვლისთვის ერთჯერადი სტერილური და არასტერილური ტექსტილის წარმოება წარმოადგენს, მ.შ. ყველა ტიპის სამედიცინო თეთრეულის ნაკრებები. კომპანია ტანსაცმლის მწარმოებელთა კლასტერში გაწევრიანების მსურველია - ტანსაცმლის მდგრადი წარმოების კლასტერი „დამზადებულია საქართველოში“ პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში შეიქმნება კომპანია წვლილს შეიტანს კლასტერის განვითარებაში, წევრებს შორის სინერგიის შექმნაში, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში.
პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. პროექტი სტიმულირებას უწევს და მხარს უჭერს ბიზნეს კლასტერების შექმნას სამ სექტრორში: ტანსაცმლის წარმოება, სამშენებლო მასალების წარმოება და ტურიზმი. პროექტი ასევე თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან კლასტერული და ბიზნეს განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ფარგლებში.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 17:19
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
11 ივნისი 2026, 17:08
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
11 ივნისი 2026, 17:06
საზოგადოება
Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა
Aqualia-მ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის, „ყოველი წვეთი ძვირფასია“ ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართა.
11 ივნისი 2026, 17:02
სამართალი
შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადენაში.
11 ივნისი 2026, 17:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დღეს ღამე ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“ და პირობა დადო, რომ მომავალში ხარკის კუნძულს დაიპყრობს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაღამ ამერიკა ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.
11 ივნისი 2026, 16:43
მსოფლიო
მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება.
11 ივნისი 2026, 16:18
თავდაცვა
დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს
დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
11 ივნისი 2026, 16:15
ეკონომიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, რაც გამოწვეულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
11 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა „ნაცების“ ხელობაა
ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.
11 ივნისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
11 ივნისი 2026, 15:47
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ მისივე თქმით, „არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია“.
11 ივნისი 2026, 15:31
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 15:27
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - ჯონ ჰილი კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თანამდებობა დატოვა.
11 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
11 ივნისი 2026, 15:26
ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
11 ივნისი 2026, 15:22
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 15:20
სამართალი
აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული ატაშე საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე: დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო
დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს, მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის, - განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონულმა ატაშემ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დანიელ ჰარისმა.
11 ივნისი 2026, 15:19
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
11 ივნისი 2026, 15:12
საზოგადოება
დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
თბილისის საკრებულოში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი და საქმიანობის პრიორიტეტები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.


