imedi /  22 დეკემბერი 2020, 11:25 / სანდო წყარო

ევროპის გუნდი: ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის 100 მილიონი ევროს მოცულობის სესხი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განახორციელოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს, მათ შორის COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთებული საავადმყოფოების, მოდერნიზება. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

სესხი ასევე ითვალისწინებს COVID-19-თან დაკავშირებული აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვას.

აღნიშნული ინვესტიცია წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ზე რეაგირებისა და პანდემიის პერიოდში „ევროპის გუნდის“ მიერ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნებისათვის 6.7 მილიარდი ევროს მოცულობის უზრუნველყოფილი დახმარების პაკეტის ნაწილს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის ბანკს წარმოადგენს, განახორციელებს 100 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიციას COVID-19-ის პანდემიის დროს საქართველოს ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და გაუმჯობესების, ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს საქართველოს შვიდი მთავარი საავადმყოფოს: ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, ლისის საავადმყოფოს, რუხის საავადმყოფოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკისა და ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მოდერნიზება. ამ საავადმყოფოების რიცხვში შედის ის საავადმყოფოებიც, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიმღებ საავადმყოფოებად გადაკეთდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით ასევე მოხდება თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობისა და ვაქცინების შეძენა, აგრეთვე COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის სრულყოფილი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მომსახურების მიწოდების ეფექტიანი ჯაჭვის შექმნა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც საქართველოში ბანკის საქმიანობაზე პასუხისმგებელია, აღნიშნა: „ჩვენი ინვესტიციის მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს ქვეყნის წამყვანი საავადმყოფოებისა და სამკურნალო ცენტრების მოდერნიზებაში, აგრეთვე სამედიცინო აღჭურვილობის შეძენასა და ახალი სამედიცინო პერსონალის სწავლებაში. აღნიშნული დახმარებით საქართველო შეძლებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, საკუთარი მოქალაქეებისა და სამედიცინო პერსონალის დაცვასა და შეიძენს თანამედროვე საშუალებებს პანდემიასთან გასამკლავებლად. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა დავხმარებოდით საქართველოს მოქალაქეებს ამ რთულ პერიოდში და შეგვეტანა საკუთარი წვლილი თანამედროვე და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში“.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა: „ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. დღეს მე სიამაყით მინდა გამოვაცხადო საქართველოსთვის უზრუნველყოფილი მხარდაჭერის კიდევ ერთი ეტაპის შესახებ - ეს არის ევროკავშირის ბანკის
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 100 მილიონი ევროს (400 მილიონი ლარის) მოცულობის შეღავათიანი სესხი.

სესხი განკუთვნილია ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებაში იმ ქალებისა და მამაკაცების დასახმარებლად, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერასა და პატივისცემას იმსახურებენ. აღნიშნული თანხა ემატება იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარებას, რომლის მობილიზებაც ევროკავშირმა და „ევროპის გუნდმა“ საქართველოს დასახმარებლად წელს უკვე უზრუნველყო. ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ ბანკებთან იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, სადაც ეს აუცილებელი და შესაძლებელია“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა: “საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) ჯანდაცვისა და ეკონომიკის სექტორებში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის.
პანდემიის მეორე ტალღამ აუცილებელი გახადა შემდგომი გადაუდებელი ზომების მიღება. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორების სწრაფ რეაგირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მილიონ ევროს COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მხარდასაჭერად.
ეს თანხა გამოიყენება პანდემიის დასკვნით ეტაპზე და ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ დაავადების მართვასთან, ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერებასთან და ვაქცინის მარაგის შექმნასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების დაფინანსებას. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს EIB-ს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის უზარმაზარ ღირებულებას და მზადაა გააგრძელოს წარმატებული თანამშრომლობა.”

აღნიშნული ინვესტიცია საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ხარისხი და მედეგობა, გააძლიეროს COVID-19-ის პანდემიაზე ეფექტიანი რეაგირების პოტენციალი და გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქისთვის უკეთესი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის გზით. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის დღემდე უზრუნველყოფილი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 2 მილიარდ ევროს შეადგენს.

ყველა სიახლე

11 ივნისი 2026, 17:19

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

11 ივნისი 2026, 17:08

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

11 ივნისი 2026, 17:06

საზოგადოება

Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა

Aqualia-მ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის, „ყოველი წვეთი ძვირფასია“ ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართა.

11 ივნისი 2026, 17:02

სამართალი

შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადენაში.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 17:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დღეს ღამე ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“ და პირობა დადო, რომ მომავალში ხარკის კუნძულს დაიპყრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაღამ ამერიკა ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.

ფრიდრიხ მერცი

11 ივნისი 2026, 16:43

მსოფლიო

მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება.

11 ივნისი 2026, 16:18

თავდაცვა

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ლევან ჟორჟოლიანი

11 ივნისი 2026, 16:15

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, რაც გამოწვეულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ჯაბა ხუბუა

11 ივნისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა „ნაცების“ ხელობაა

ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.

ლევან ჟორჟოლიანი

11 ივნისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი

11 ივნისი 2026, 15:47

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ მისივე თქმით, „არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია“.

11 ივნისი 2026, 15:31

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ ჰილი

11 ივნისი 2026, 15:27

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - ჯონ ჰილი კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თანამდებობა დატოვა.

მაკა ბოჭორიშვილი

11 ივნისი 2026, 15:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

11 ივნისი 2026, 15:26

ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

11 ივნისი 2026, 15:22

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

11 ივნისი 2026, 15:20

სამართალი

აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული ატაშე საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე: დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო

დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს, მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის, - განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონულმა ატაშემ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დანიელ ჰარისმა.

11 ივნისი 2026, 15:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

11 ივნისი 2026, 15:12

საზოგადოება

დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, - ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

11 ივნისი 2026, 15:10

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატი და საქმიანობის პრიორიტეტები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში.