imedi /  28 აპრილი 2020, 19:37 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: მთავრობისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მივეხმაროთ როგორც მოქალაქეების სოციალურ ჯგუფებს, ისე მეწარმეებს და მივცეთ მათ საშუალება, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, როდესაც ქვეყანაში მძაფრი ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გადაილახება და შეგვეძლება, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით სტიმულირება მივცეთ კერძო სექტორს, ახალი გეგმების განხორციელების, საქმიანობის გაფართოების და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობის ნაწილში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა, მათ შორისაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასის სრულად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი ნაწილობრივ და სხვ.

„რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების ნაწილს, ამის დეტალებზე უკვე მოგვიანებით შეგვეძლება საუბარი. მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა მეწარმეებზე ზრუნვის ნაწილში, მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სრულად, 1500 ლარის შემთხვევაში კი ნაწილობრივ. გარდა ამისა, კრიზისის პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კერძო სექტორთან, მათ შორის, საბანკო სექტორთან, რათა კომერციული სექტორისთვის გადაგვევადებინა საკრედიტო ვალდებულებები, ან მათ განეხორციელებინათ ე.წ. რესტრუქტურიზაცია. მთავრობისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მთავარი პრობლემა, რომელიც ქმნის საჭიროებას იმისთვის, რომ მთავრობამ იმოქმედოს არის ის, რომ ამ კრიზისს აქვს განსაკუთრებული ხასიათი - ის პირდაპირ ზარალს აყენებს კომპანიას, რადგან უმცირდება მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები, რომ გააგრძელოს საქმიანობა. სწორედ, აქ შემოდის სახელმწიფო თავისი როლით და ინსტრუმენტებით, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს და ამაზეა გათვლილი ის ღონისძიებები, რომლებიც დავაანონსეთ, მათ შორის დღგ-ს დაბრუნება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სადაც სახელმწიფო იღებს გარანტიას კომერციულ მსესხებლებზე, რომ თვითონ იქნება გარანტორი, როდესაც მეწარმე იღებს სესხს, რათა გადაიხადოს ხელფასები, იყიდოს პროდუქცია და ა.შ.“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელისუფლების ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 აპრილი 2021, 23:37

მსოფლიო

ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დონბასში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ რადიკალების ადგილი ქართული პოლიტიკაში აღარ იქნება

„თუ ვინმეს აქვს გარკვეული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს რადიკალების ხელახლა აღზევებას, ეს შფოთვა არ არის რაიმე საყრდენზე დაფუძნებული და ამაში შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო. რადიკალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება და ამის გარანტი იქნება სწორედ ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ოპოზიციასთან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. რადიკალიზმი საქართველოში დასრულდება და ერთხელ და სამუდამოდ, ამ შეთანხმების საფუძველზე ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა, რაზეც პასუხისმგებელი არის „ქართლი ოცნება“, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია და ამ პირობას საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, დავდებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

ეს იყო ჩვენი ამოცანა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ევროპული სტანდარტების კულტურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა, სადაც განმარტა, თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციისთვის გარკვეული თანამდებობების შეთავაზებას.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი

არამარტო დღეს, არამედ ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად. თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში, რომელიც არ შედიოდა მელიას ინტერესებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებშია

„ეს არის არასწორი ქმედება, თუმცა, ბუნებრივია, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს იმ შედეგს, რომელიც შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით დადგა. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა. მთავარია, რომ ოპოზიციური პარტიებისა და დეპუტატების კრიტიკული რაოდენობა იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. დანარჩენი არის სააკაშვილისა და სხვა რადიკალი პოლიტიკოსების თამაშები, რომლებსაც უკვე არავითარი წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. მთავარია, რომ შეთანხმება შედგა და ამ შეთანხმებით ისარგებლებს სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

20 აპრილი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარტიებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, თვალი უჭირავთ არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთისკენ

შეთანხმებას არ მოაწერა ხელი „ნაცმოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. სწორედ ამ პარტიებს უჭირავთ თვალი არა ამერიკისკენ, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებდნენ ჩრდილოეთის საქმეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

20 აპრილი 2021, 23:12

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 114 ადამიანი გარდაიცვალა.

თამთა მეგრელიშვილი

20 აპრილი 2021, 23:11

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

20 აპრილი 2021, 23:08

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 390 ადამიანი გარდაიცვალა.

20 აპრილი 2021, 23:06

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 524 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 23:01

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ

საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა ჰქონდეთ იგივე სტატუსი, რაც დღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს აქვთ, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილი განაცხადა.

20 აპრილი 2021, 22:56

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 197 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 2 197 ადამიანს გამოუვლინდა, 1 946 გამოჯანმრთელდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 303 858 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4 203 ადამიანი. ვირუსისგან 267 485 პაციენტი განიკურნა.

20 აპრილი 2021, 22:47

მსოფლიო

ნიუ-იორკში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით სასურსათო მაღაზიაში, Stop & Shop-ში შეიჭრა, მაღაზიის ზედა სართულზე, მენეჯერის კაბინეტში შევარდა და ცეცხლი გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილი

20 აპრილი 2021, 22:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე მსჯელობა შეეხო იმას, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა ასოცირებული წევრებისთვის, რათა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ.

20 აპრილი 2021, 22:36

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 667 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გამოკვლეული პირების 15.1%-ია. დღე-ღამეში 671 ინფირცირებული გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 209 485 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 919 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 189 688. ამ დროისთვის მკურნალობას 14 896 ადამიანი გადის. პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ტესტი 942 001 ადამიანს ჩაუტარდა.

20 აპრილი 2021, 22:33

სპორტი

„ჩელსი“ სუპერლიგის დატოვებისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბის ახალ ტურნირში გაწევრიანების შესახებ 2 დღის წინ გახდა ცნობილი. დღეს, გუნდის სტადიონთან, „სტემფორდ ბრიჯთან“ ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებმაც „ჩელსის“ ESL-ში გაერთიანება გააპროტესტეს.

20 აპრილი 2021, 22:31

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: პარლამენტის ცალკეულ წევრებსა და დარჩენილ პარტიებს მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

მივესალმებით საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

20 აპრილი 2021, 22:26

COVID19

დღე-ღამეში თურქეთში კოვიდინფიცირების 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 346 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 61 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 346 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 4 384 624 შემთხვევა გამოვლინდა, 36 613 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 3 792 129 - გამოჯანმრთელდა.

არმაზ ახვლედიანი

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

არმაზ ახვლედიანი: პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება ვერ მოხდება

შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

ბადრი ჯაფარიძე და ნიკა მელია

20 აპრილი 2021, 22:01

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ნიკა მელიას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა

ნიკა მელიას მოვუყევი ჩვენი მოლაპარაკებების, ბატონ შარლ მიშელთან საუბრების შესახებ, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა. ის არის მხნედ. რა თქმა უნდა, მას არ აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა. ვიდრე ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში, ნიკა მელიას ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.