ბექა ლილუაშვილი: ეკონომიკაში ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი ჩაიდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნისთვის
ბექა ლილუაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ერთი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო აქტივი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის” - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აქტივის ეკონომიკურ აქტივობაში ჩადება, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულთან მიმართებაშიც და ეს მოხდება პრივატიზების ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაშიც.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ამისთვის საჭიროა ევროპული სტანდარტების ეკონომიკის და ბიზნეს გარემოს შექმნა. ამ მიზნით ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიერებთ ევროპული ხარისხის და სტანდარტების ინსტიტუტებს, როგორიც არის კონკურენციის პოლიტიკის ინსტიტუციური ჩარჩო, როგორიც არის კომერციული დავების განხილვის ალტერნატიული ინსტრუმენტების გაძლიერება და განვითარება, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება ბიზნესისთვის, როგორც მართლმსაჯულების პრაქტიკის ნაწილი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისკენ გადადგმული კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი. ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ასევე აუცილებელია, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება და საქართველოს როგორც რეგიონის ჰაბის პოპულარიზაცია, მისი ჰაბის როლის კიდევ უფრო გაძლიერება. ამ კუთხით ჩვენ გავაგრძელებთ სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ ლიბერალიზაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ დავასრულებთ წარმატებით მოლაპარაკებებს ისრაელთან, ინდოეთთან და ერთ-ერთ ყველაზე ჩვენს მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური განზომილების მქონე მოცემულობა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ინვესტორისთვის საქართველო აღარ იქნება მხოლოდ ოთხ მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და მას ექნება წვდომა რეგიონისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში არსებული ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან.
„იმისათვის, რომ ჩვენ ამ პროცესებიდან მივიღოთ მაქსიმალურ ეკონომიკური სარგებელი და თითოეული ადამიანისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყოს სარგებლის მომტანი, ანუ იყოს ინკლუზიური, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს მაღალი ხარისხის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა. მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შევეხო. პირველი, მომდევნო წლების განმავლობაში სახელმწიფო შეინარჩუნებს 8%-იან მაჩვენებელს კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით და ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განვახორციელებთ ორჯერ მეტ ინვესტიციას ვიდრე ამას ვაკეთებდით წინა წლების განმავლობაში რადგანაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ოც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ენერგოდამოუკიდებლობა. ენერგოდამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა გარკვეული მიზნით, ბუნებრივია ჩვენ გავაძლიერებთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკას მაქსიმალურად ავითვისებთ განახლებულ ენერგორესურსებს და ასამდე საინვესტიციო პროექტს, რომელიც უკვე არსებობს ეტაპობრივად განვახორციელებთ. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარება, რაშიც ჩვენ ძირითად აქცენტებს გავაკეთებთ და 2024 წლისთვის ქვეყანაში იქნება 1140 კილომეტრზე მეტი განახლებული ინფრასტრუქტურა ენერგეტიკული ქსელის თვალსაზრისით. რაც შეეხება სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების აქტიურ პოლიტიკა დავნერგეთ, სოციალური სისტემის ეფექტიანობა, გარემოს დაცვის პოლიტიკა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ასევე ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. რაც შეეხება შედეგს, ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც 2021-2025 წლებში გაიზრდება ყველაზე სწრაფად რეგიონსა და ევროპაში და ეს არის დადასტურებული შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ამ ყველაფერს მოჰყვება დაახლოებით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა კერძო სექტორში და ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ქვეყნის გამოწვევების ეკონომიკა, რაც დღეს გვაქვს ვაქციოთ ევროპული სტანდარტების შესაძლებლობების ეკონომიკად“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 00:30
პოლიტიკა
ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს
ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
11 სექტემბერი 2026, 00:26
მსოფლიო
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს
კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
11 სექტემბერი 2026, 00:21
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს
თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
11 სექტემბერი 2026, 00:18
საზოგადოება
თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა
ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც, LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
11 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი
ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.
11 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება
ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:42
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება
ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 23:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე
რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:24
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში
ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
10 სექტემბერი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო
გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
10 სექტემბერი 2026, 23:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას
ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.
10 სექტემბერი 2026, 23:02
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს
თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
10 სექტემბერი 2026, 22:36
მსოფლიო
Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს
არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.
10 სექტემბერი 2026, 21:57
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
10 სექტემბერი 2026, 21:51
მსოფლიო
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.
10 სექტემბერი 2026, 20:49
პოლიტიკა
განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.
10 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.
10 სექტემბერი 2026, 20:43
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
10 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.
10 სექტემბერი 2026, 20:38
სამართალი
ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე
გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.


