20 ოქტომბერი 2020, 19:08 / სანდო წყარო

ბექა ლილუაშვილი: მთავარი მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად, შევამციროთ სიღარიბე

ბექა ლილუაშვილი

ბექა ლილუაშვილი

„დღეს არსებული გლობალური პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური გამოწვევების ფონზე „ქართული ოცნების“ მთავარი მოკლევადიანი ამოცანაა სწრაფი ტემპით ეკონომიკური აღდგენა, გრძელვადიან პერიოდში - მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა და მიზანია, აღდგენის პროცესი ვაქციოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდად და შედეგად შევამციროთ სიღარიბე“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, მეორე მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიზანი ეს არის იმ ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რაც საჭიროა 2024 წელს „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური განძრახულობის ევროკავშირის წევრობისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთებისთვის.

„სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოვახდინეთ სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება, 400 ათასზე მეტმა ადამიანმა დაძლია უკიდურესი სიღარიბე, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, სიღარიბე კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. სწორედ ამისთვის, „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნას და ერთის მხრივ ამ ადამიანების დასაქმებით დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო მეორეს მხრივ ხელი შევუწყოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და მის მიერ მოტანილი ეკონომიკური დოვლათი ეფექტიანი სოციალური დაცვის სისტემის საშუალებით გადავუნაწილოთ მათ“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება განაცხადის ნაწილს, ბექა ლილუაშვილის თქმით, ეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის პოლიტიკური განძრახულობა, ეს არის მკაფიო გააზრება იმ ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მსგავსი განაცხადი გავაკეთოთ.

„ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკის გარდაქმნა შესაძლებლობების ეკონომიკად, სადაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად მივაღწევთ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონსა და ევროპაში, დაბალ, ერთნიშნა ნიშნულზეა სიღარიბის მაჩვენებელი, დაცულია ბიზნესი, დაცულია კონკურენტული გარემო, უზრუნველყოფილია სრულფასოვნად სოციალურად მოწყვლადი ყველა ჩვენი მოქალაქე, შექმნილია სამუშაო ადგილები და 40%-ით არის გაზრდილი ჩვენი ეკონომიკა, ეს არის ჩვენი ხედვა, თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა 4 წლის თავზე“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობის პირობებში, როდესაც არსებობს პანდემია, რეგიონში არსებობს გარკვეული დაძაბულობები, ეს არის მნიშვნელოვნად ამბიციური მიზნები, თუმცა ყველ რესურსი არსებობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენ ყველა წინაპირობა შევქმენით შედეგის მისაღებად და ეს უკვე ჩვენი გუნდის აღიარებული შედეგია, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მიღწევების გამტკიცება, რაც თითოეული ადამიანისთვის ნიშნავს სტაბილურ დასაქმებას, სტაბილურად მზარდ ხელფასს, ეს ნიშნავს აუცილებლად დასაქმების და შემოსავლების ზრდას, ამისთვის აუცილებელია ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და რაც იქნება მომდევნო წლებში არა მარტო საქართველოს არამედ გლობალური გამოწვევაც, ასევე, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში შევქმნათ მმართველობის მაღალი ხარისხი, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას. იქნება ეს გზები, წყალმომარაგება, ენერგეტიკა, გარემოს დაცვის თუ ჯანდაცვის პოლიტიკა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ რეგიონის ან საქართველოს, არამედ გლობალური გამოწვევა, თუმცა სწორედ ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს გამოწვევა შესაძლებლობად.

„ამ კონტექსტში, ჩვენი მთავარი ამოცანები იქნება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი ფისკალური დისციპლინა, რაც ნიშნავს რომ ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად 3 %-იან ნიშნულზე შევინარჩუნოთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ნაკლები ვალის აღებას, მდგრადი ხარჯვის პოლიტიკას, ოპტიმიზირებულ მიმდინარე ხარჯებს და მაღალი ეკონომიკური ეფექტის მქონე კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებას, ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იმ შედეგამდე, როდესაც ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული ლარი არის უფრო მეტი ეკონომიკური სარგებლის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ და პრიორიტეტად გავხადოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ნიშნავს მეწარმეობის განვითარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი გამოცდილება. ამ თვალსაზრისით ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შენარჩუნებული იქნება 5%-ზე დაბლა, რასაც ჩვენ მივაღწევთ მათ შორის ახალი მეწარმეობის განვითარების პროგრამებით, რომელიც მთავარი ორიენტირი იქნება ექსპორტის მარკეტინგული და ტექნიკური ხელშეწყობა, ასევე ჩვენ განვახორციელებთ ტურიზმის ახალ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანაზე და ახალ საინვესტიციო სტრატეგიაზე, რომლის მთავარი მიზანი იქნება განახლებულად გააზრებული მიდგომები ინვესტორებთან მუშაობისა და მათი მოზიდვის თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციაზე ბექა ლილუაშვილმა საქართველოს, როგორც რეფორმატორის სტატუსზე ისაუბრა.

“ჩვენ ამ თვალსაზრისით აღიარებული ვართ როგორც რეგიონის, ფართო რეგიონის და გლობალურად ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმატორი ქვეყანა, ამიტომ ჩვენ მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ეს კურსი, განვავითაროთ ქვეყნის იმიჯი როგორც რეფორმატორი ქვეყნის და განვახორციელოთ ისეთი რეფორმები რომელიც ორიენტირებულია სტაბილურობის განვითარებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ისეთი როგორიც არის სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, საგადასახადო სისტემის და ადმინისტრირების რეფორმა მათ შორის კონკურენციის გაძლიერებაზე დაფუძნებული დაბეგვრის სისტემა. ასევე მნიშვნელოვანია განვავითაროთ და გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა, როგორც გრძელვადიანი დანაზოგების ერთ-ერთი უალტერნატივო წყარო ქვეყანაში, რომელიც საბოლოო ჯამში ითარგმნება ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებით და ეკონომიკის სტიმულირებით” - განაცხადა მან.

ბექა ლილუაშვილის თქმით, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი კერძო სექტორი.

„ძლიერი კერძო სექტორი ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი, რომ მან მიაღწიოს მის ერთ-ერთ მთავარ სოციალურ მიზანს. ეს არის დასაქმების უზრუნველყოფა. შესაბამისად სწორედ ჩვენი ხელისუფლებაა ის ვინც ამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად, რადიკალურად შეცვალა უკეთესობისკენ ბიზნეს გარემო, საინვესტიციო გარემო და ეს უკვე ჩვენი მიღწეული შედეგია, თუმცა, დღეს არსებული ახალი გამოწვევების პირობებში ბიზნესს აქვს მეტად ეფექტიანი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს საჭიროება, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და შექმნას სამუშაო ადგილები. ამ თვალსაზრისით ჩვენი ამოცანები მომდევნო წლის განმავლობაში იქნება პირველი - სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღება. სწორედ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს გაუუმჯობესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შესაბამისად ჩვენ ვართ უფრო მეტად ამბიციურები და ჩვენი მიზანია, მივიღოთ საინვესტიციო შეფასება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე აყვანილ საინვესტიციო გარემოს. გარდა ამისა ჩვენ, გავაუმჯობესებთ საგადასახადო გარემოს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ გადასახადების დაბალ დონეს, განვახორციელებთ საგადასახადო დავების სრულიად ახალ რეფორმას ამ თვალსაზრისით ჩვენ დავნერგავთ ავტომატური დეკლარირების სისტემას და დღგ-ს დაბრუნების ავტომატურ სისტემას სრულფასოვნად ავამოქმედებთ. შედეგად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკაში დარჩება დაახლოებით ორ მილიარდ ლარზე მეტი რესურსი, რომლის ინვესტირების შემთხვევაშიც შეიქმნება დაახლოებით 40 ათასი სამუშაო ადგილი“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ყველა სიახლე

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:30

პოლიტიკა

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“, რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს. კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ალბერტას პროვინციის ქალაქ კალგარიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:21

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს

თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

11 სექტემბერი 2026, 00:18

საზოგადოება

თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები. პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

ტომაშ ფროელიხი

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ევროკავშირი მთელ მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი

ევროკავშირი მთელს მსოფლიოს უკითხავს ლექციებს და თქვენც გასწავლით ჭკუას. გული მტკივა ამაზე. ჩვენ ვუპირისპირდებით ევროპარლამენტს. საბოლოოდ უნდა გაიგონ, რომ ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო დიქტატი მთელი მსოფლიოსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხიმ.

11 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება

ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ არის სისულელე. პრორუსებს გვეძახიან. ჩვენ არ ვართ პრორუსები და არც პროუკრაინულები, არც პროამერიკულები. ჩვენ ვართ პროგერმანულები. ვფიქრობთ, რომ იაფი ენერგეტიკა გვჭირდება, ამიტომ, ხანგრძლივი თვალსაზრისით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გვჭირდება, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პოლიტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა ტომაშ ფროელიხმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე: ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება

ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე

რაც ბატონმა ტრამპმა დახურა USAID-ი და NED-ი, ბრიუსელის ფონდების ამარა დარჩნენ, ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე: თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში

ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული - ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი, აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი. შემდეგ ამბობს, მე არაფერი ჩამიდენიაო

გუნდისთვის თავდაპირველად, სერიოზული დარტყმა იყო, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლში და ყველამ ვიხილეთ რაც ამოიღეს და რამდენ მილიონზეც იყო საუბარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

ლევან მაჭავარიანი

10 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე: ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას

ეს მორიგი ტყუილია, რომელიც გამჟღავნდა ნახევარ საათში. ბატონ გახარიასთან დაკავშირებული გვერდია ეს. გახარიასგან მიჩვეულები ვართ ზოგადად თაღლითობას - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE,“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გახარიას პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

10 სექტემბერი 2026, 23:02

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს

თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 22:36

მსოფლიო

Bloomberg: არქტიკაში მდებარე რუსეთის ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც იამალის ნახევარკუნძულიდან დღემდე დიდი რაოდენობით თხევად ბუნებრივ გაზს იძენს

არქტიკაში მდებარე რუსულ გაზის ობიექტებზე უკრაინის უპრეცედენტო იერიშებმა რუსეთის ენერგოსექტორის ახალი სუსტი წერტილები და გლობალური გაზის ბაზრისთვის მოსალოდნელი საფრთხეები გამოკვეთა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

დონალდ ტუსკი

10 სექტემბერი 2026, 21:57

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში

პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 21:51

მსოფლიო

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა იუწყება.

10 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უბიძგებს თუ არა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ევროკავშირის ხელმძღვანელობას სადამსჯელო ზომებისკენ.

10 სექტემბერი 2026, 20:44

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უსაფრთხო, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების მონიტორინგს აწარმოებს. შემოწმდება 1886 ბაღი, მათ შორის 241 კერძო ბაღია.

10 სექტემბერი 2026, 20:43

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

ყველა ყველას წინააღმდეგ - ოპოზიციაში მწვავე ურთიერთბრალდებები ახალ ძალებს იკრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველა ყველას წინააღმდეგ - საჯარო სივრცეში დაწყებული დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამიას მიერ ყოფილი თანაპარტიელების თუ კოლეგების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს, ადრესატების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა.

ეკა კუპატაძე

10 სექტემბერი 2026, 20:38

სამართალი

ეკა კუპატაძე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ: სასამართლო პროცესზე ლეკიშვილი იცინოდა, უტეხად მიყურებდა. ანასტასია ბერუაშვილზეც მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს გოგო შეურაცხადია იმიტომ, რომ მეჭყანებოდა სასამართლო პროცესზე

გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო გაიმართა. სხდომაზე იმყოფებოდა ორივე ბრალდებული. ასევე, პროცესს ესწრებოდა გიგა ავალიანის დედაც.