IMEDI /  01 მაისი 2020, 17:12 / სანდო წყარო

სებ-მა ფულის გათეთრების კანონის დარღვევისთვის ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სავალუტო ჯიხურები დააჯარიმა

სებ-მა კომერციული ბანკი/ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადასახდო მომსახურების პროვაიდერები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის დააჯარიმა.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი. „2019 წლის განმავლობაში შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენელი, მათ შორის საგადასახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ჯარიმები ასე ნაწილდება: კომერციული ბანკი - 726,000 ლარი; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 539,300 ლარი;​ საგადასახდო მომსახურების პროვაიდერი - 256,400 ლარი; ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 177,100 ლარი.

„2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“, რომლის მიზანს ეფექტიანი, რისკზე ორიენტირებული საზედამხედველო პროცესის ორგანიზება, ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომის გამჭვირვალობის გაზრდა და საზედამხედველო ქმედებების მიმართ სწორი მოლოდინების შექმნა წარმოადგენს“, - ნათქვამია სებ-ის წლიურ ანგარიშში.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

31 მაისი 2020, 10:19

საზოგადოება

ნათია თურნავა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.

დონალდ ტრამპი

31 მაისი 2020, 09:59

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა G7-ის სამიტი გადადო და მასზე კიდევ 4 ქვეყნის მიწვევის სურვილი გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი შემოდგომამდე გადადო და მასზე ოთხი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ინდოეთის მიწვევის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „სამიტი გადაიდო, ვინაიდან მე არ ვგრძნობ, რომ „დიდი შვიდეული“ სწორად აფასებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. სამიტის ეს ფორმატი მოძველდა“, - განაცხადა ტრამპმა.

კორონავირუსი ჩვილი

31 მაისი 2020, 09:38

COVID19

ბრაზილიაში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 5 თვის ჩვილმა კომაში გატარებული 32 დღის შემდეგ კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. 5 თვის დომ ანდრადემ საავადმყოფოში 54 დღე გაატარა, აქედან 32 დღეს ის კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

31 მაისი 2020, 09:25

მსოფლიო

საპროტესტო აქციების გამო 25 დიდ ამერიკულ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ღამის საათებში გადაადგილება შეზღუდულია შემდეგ ქალაქებში: ლოს-ანჯელესი და ბევერლი-ჰილზი (კალიფორნია), დენვერი (კოლორადო), მაიამი (ფლორიდა), ატლანტა (ჯორჯია), ჩიკაგო (ილინოისი), ლუისვილი (კენტუკი), მინეაპოლისი და სენტ-პოლი (მინესოტა), როჩესტერი (ნიუ-იორკი), ცინცინატი, კოლუმბუსი, დეიტონი, ტოლედო და კლივლენდი (ოჰაიო), პორტლენდი და იუჯინი (ორეგონი), ფილადელფია და პიტსბურგი (პენსილვანია), ჩარლსტონი და კოლუმბია (სამხრეთ კაროლინა), ნეშვილი (ტენესი), სოლტ-ლეიკ-სიტი (იუტა), სიეტლი (ვაშინგტონი) და მილუოკი (ვისკონსინი).

დერეკ შოვინი

31 მაისი 2020, 09:04

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის წინააღმდეგ მანამდე 18 საჩივარი იყო შესული

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მოკლული ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის წინააღმდეგ მანამდე ქალაქის პოლიციის დეპარტამენტში 18 საჩივარი იყო შესული. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. საჩივრების შინაარსზე პოლიციაში არ საუბრობენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დერეკ შოვინი პოლიციიდან გაათავისუფლებს, 29 მაისს კი დააკავეს.

რიად მარეზი

31 მაისი 2020, 08:54

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელის რიად მარეზის სახლი გაქურდეს

„მანჩესტერ სიტის“ ალჟირელი შემტევის, რიად მარეზის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ქურდები 29 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც იქ არავინ იმყოფებოდა. ბოროტმოქმედებმა ძვირადღირებული საათები, სამკაულები და მარეზის კოლექციაში არსებული საფეხბურთო მაისურები წაიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

31 მაისი 2020, 08:47

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: მივესალმებით საქართველოს მზაობას, დაგვეხმაროს ვირუსთან ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამის საჭიროება არაა

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა, იმედოვნებს, რომ ამის საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ფაშინიანის თქმით, საქართველო და სომხეთი მოძმე ქვეყნები არიან და ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ერთმანეთის დასახმარებლად.

ლოს ანჯელესი პოლიცია

31 მაისი 2020, 08:40

მსოფლიო

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე ლოს-ანჯელესის პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო ლოს-ანჯელესში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და სხვა ნივთები დაუშინეს, დაიწვა პოლიციის ერთ-ერთი ავტომობილი. საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პრინცი ჰარი

31 მაისი 2020, 08:21

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა Facebook-ზე პრინცი ჰარის საიდუმლო გვერდი იპოვეს

ბრიტანელი პრინცი ჰარი რამდენიმე წლის განმავლობაში სპაიკ უელსის სახელზე დარეგისტრირებული Facebook-გვერდით სარგებლობდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს. ჟურნალისტებმა Facebook-გვერდი პრინცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ჩელსი დევის საერთო ფოტოების საშუალებით აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ზედმეტი სახელი „სპაიკი“ („წვეტი“) ჰარის ვარცხნილობას უკავშირდება და ასე პრინცს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ.

კორონავირუსი

31 მაისი 2020, 08:10

COVID19

ჩინეთმა კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ქალაქ უხანის ბაზრობაზე არ გაჩენილა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ტურიზმი

31 მაისი 2020, 01:02

ეკონომიკა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ European Best Destinations ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს Covid 19-თან მიმართებით საქართველოს მიღწევებს, თბილისსა და ბათუმს კი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ ათეულში ასახელებს.

კიანუ რივზი ჯონ ვიკის როლში

31 მაისი 2020, 01:00

კულტურა

„ჯონ ვიკის“ პროდიუსერებს ფილმის სახელწოდების შეცვლა მოუწიათ, რადგან კიანუ რივზს ის ავიწყდებოდა

„კიანუ სურათის „ჯონ ვიკად“ მოიხსენიებდა. მაშინ მარკეტოლოგებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ თუ სახელწოდებას არ შევცვლით, სარეკლამო კამპანიაში ჩადებულ 4-5 მილიონ დოლარს დავკარგავთ. ასე რომ ახლა ფილმს „ჯონ ვიკი“ ჰქვია. უკვე ვერც წარმოვიდგენ, რომ მას შეიძლებოდა „ზიზღი“ რქმეოდა“, - ამბობს კოლსტადი.

Take That რობი უილიამსი

31 მაისი 2020, 00:40

კულტურა

რობი უილიამსმა Take That-თან ერთად ონლაინ-კონცერტი გამართა. ვიდეო

გარი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი მსმენელისთვის საკუთარი სახლებიდან მღეროდნენ. კონცერტი უკვე 1,6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა.

კიმ იონგ ჰი

31 მაისი 2020, 00:27

ტაბლოიდი

Samsung-ის გათავისუფლებულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად სეულის ანძაზე ერთი წელი გაატარა

60 წლის კიმ იონგ ჰი Samsung-ის სათაო ოფისთან მდებარე 25-მეტრიან ანძაზე 2019 წლის 10 ივნისს ავიდა და კომპანიისგან მისი უსამართლო გათავისუფლებისთვის ბოდიშის მოხდა და კომპენსაცია მოითხოვა. მას შემდეგ ის ანძაზე ცხოვრობდა. საკვებს და ტანსაცმელს მას თოკზე მიბმული კალათით აწვდიდნენ.

31 მაისი 2020, 00:20

COVID19

ჩილეში 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჩილეში, ქალაქ სანტიაგოს მცხოვრებმა 111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

31 მაისი 2020, 00:12

COVID19

ბელგიაში სმენადაქვეითებულთათვის გამჭვირვალე პირბადეები შეკერეს

ბელგიაში, ერთ-ერთმა მცირე საწარმომ სმენადაქვეითებულთათვის სპეციალური სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ euronews წერს. გამოცემის ცნობით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საწარმოში დასაქმებულ შშმ პირებთან მენეჯმენტს და თანამშრომლებს ურთიერთობა გაუჭირდათ.

31 მაისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი გაუშვეს

ისტორიაში პირველად SpaceX-მა და NASA-მ კოსმოსში კერძო კომპანიის ხომალდი Crew Dragon გაუშვეს. SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-ს ორი ასტრონავტის გაგზავნა.

თენგიზ ცერცვაძე

30 მაისი 2020, 23:55

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: მედიცინაში ჩემი წასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ოჯახურმა ტრადიციებმა თავისი გაიტანა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ, TV პალიტრას ეთერში, „ბლიცინტერვიუში“ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა. როგორც ცერცვაძე ამბობს, მას ბავშვობაში უყვარდა სპორტი, მათემატიკა და ნაკლებად მოსალოდნელი იყო მისი მედიცინაში წასვლა.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მთავარია, საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის

„მთავარია საქმე გავაკეთოთ - რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც 55 %-იანი მხარდაჭერა ნამდვილად არ უკვირს, საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ წინა ექსვსი არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და მოვემაზდებით გამარჯვებისთვის ამ არჩევნებშიც“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „GORBI“-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

არჩილ თალაკვაძე

30 მაისი 2020, 23:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია

„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და შეგვეჩერებინა მისი მასიური გავრცელება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.