imedi /  14 მაისი 2020, 11:06 / სანდო წყარო

სილამაზის სალონები 18 მაისიდან გაიხსნება

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

03 ივნისი 2020, 14:56

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: თორაძეების გახმაურებული საქმე მოხდა იმ უბანში, რომელშიც მე ვიზრდებოდი და გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი

„ვფიქრობ, რომ თუ ოჯახის წევრებს აქვთ უსამართლობის განცდა, ცხადია, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება შესაბამისი უწყებებისგან, ოღონდ არა - დეპუტატებისგან. რა საკვირველია, ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. ესაა შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე“ - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 14:53

პოლიტიკა

კახა კალაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული, განხილვებში მონაწილეობას მიიღებს ყველა დეპუტატი

თუ ცვლილებებს, სასწაული მოხდა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუჭირეს მხარი, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე გააკეთა. „საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის, არსებულ ცვლილებებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს.

საქართველო თურქეთი დროშები

03 ივნისი 2020, 14:49

საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ

„თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დიმიტრი ხუნდაძე

03 ივნისი 2020, 14:49

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიღებული წერილი მაძლევს იმის საფუძველს, რომ მინისტრი პარლამენტში მოვა

დეპუტატების მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა რომ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მოსულიყო. მე ვადასტურებ, რომ კომიტეტმა მინისტრი მოიწვია, მაგრამ ეპიდვითარება იყო იმდაგვარი, რომ ამას ხელი ვერ შეეწყობოდა. ამდენად, ობიექტური მიზეზი იყო და ამას რეგლამენტთან აცდენას ნამდვილად ვერ დავუდებდი საფუძვლად. ახლა, ისევ იყო მოთხოვნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან და პასუხად მოვიდა წერილი სადაც მინისტრი ითხოვს რომ თვის ბოლო კვირამდე გადაიდოს ეს საკითხები, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ჯო ბაიდენი
ფოტო: golos-ameriki

03 ივნისი 2020, 14:46

მსოფლიო

დემოკრატების პრაიმერიზში კვლავ ჯო ბაიდენი ლიდერობს

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ჩატარებული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების მარათონში კვლავ ლიდერია, - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია წერს. სამშაბათს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ: მერილენდის, მონტანას, ნიუ-მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, ინდიანას, პენსილვანიის და როდ-აილენდის დელეგატთა უმრავლესობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 96 დელეგატიანი მერილენდის მოგება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გამარჯვებისთვის აუცილებელი 1191 ხმის მოსაგროვებლად. ჯერჯერობით უცნობია აიდაჰოს შტატისა და კოლუმბიის ოლქის შედეგები.

03 ივნისი 2020, 14:43

COVID19

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „PosTV“-სთან საუბრისას განაცხადა. ამაზე ჩვენ დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან მალე ქვეყნება კონკრეტული ინიციატივა და ამას გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

03 ივნისი 2020, 14:41

საზოგადოება

გიგა ჩხარტიშვილი: ულტიმატუმის, ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს

„აქამდე თუ მათი მოთხოვნა იყო უკანონო, დღეს უკვე ხდება დანაშაულებრივი“, - აჭარის ტელევიზიის წინ მიმდინარე აქციას მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი გამოეხმაურა.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 14:40

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულება არის ადამიანი

„ნებისმიერი ადამიანი ხვდება, თუ რატომ არის ასე. 2012 წლის შემდეგ არის ახალი ხელისუფლება, რომელსაც აქვს განსხვავებული პოლიტიკა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ღირებულება რაც არის, არის ადამიანი. შესაბამისად, ადამიანის უფლებები, თავისუფლების გამოხატვა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენთვის“,- აღნიშნა კალაძემ.

ჩჟაო ლიცზიანი

03 ივნისი 2020, 14:30

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის მთავრობა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონკრეტულ ზომებს მიიღებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს მიიღებს რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

კახა კალაძე

03 ივნისი 2020, 14:29

პოლიტიკა

კახა კალაძემ პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ თანამდებობა, თბილისის მერმა ასე უპასუხა: „თქვენ არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. არა“, - განაცხადა კალაძემ. დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

03 ივნისი 2020, 14:26

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

სართიჭალაში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“

03 ივნისი 2020, 14:24

ეკონომიკა

თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში სამაცივრე მეურნეობა „აგროკომპლექსი“ დაიწყებს ფუნქციონირებას

თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი“ ამოქმედდება. როგორც თიბისი-ში აცხადებენ, მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.

03 ივნისი 2020, 14:23

ეკონომიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხის აღების მსურველ მოქალაქეებს ანგარიშიდან თანხას თაღლითურად აჭრის

ბოლო რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ დარეკლამებული პოსტები არ წყდება. ვებგვერდზე შესულ მომხმარებლებს კი კომპანია, საკომისიოს სახით, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ კრედიტის მინიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთი 30%-ია, ხოლო მაქსიმალური, 365% გახლავთ, როგორც ჩანს, მომხმარებლები კომპანიას მაინც მიმართავენ.

კორონავირუსი ირანი

03 ივნისი 2020, 14:14

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 3 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლოს ინფიცირებულთა ასეთი მაღალი რიცხვი 31 მარტს დაფიქსირდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 160 696-მდე გაიზარდა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:12

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების წახალისება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია

„ადგილობრივი წარმოების წახალისება არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან გადავლახეთ პირველი სირთულე, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ პანდემიასთან, მთავრობა მართავს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ბიზნესს აძლევს მწვანე შუქს, რომ განვითარდეს და დაასაქმოს ადამიანები“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „ნოვას“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი მეგაცენტრების გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

03 ივნისი 2020, 14:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. „ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

03 ივნისი 2020, 14:10

სპორტი

საქართველოში პირველად ვირტუალური ჩემპიონატი Georgian Digital Championship 2020 ჩატარდება

საქართველოში პირველად საავტომობილო სპორტის ფედერაციისა და კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით, ვირტუალური ჩემპიონატი Georgian Digital Championship 2020 ჩატარდება. ეს იქნება მოსამზადებელი ეტაპი მსოფლიოს ავტოსპორტის თამაშებზე ქართველი მრბოლელის წარსადგენად. წლის საუკეთესო ვირტუალური მრბოლელი, რომელსაც არ ექნება რეალური პროფესიული სარბოლო გამოცდილება, Fia Motorsport Games 2021-ზე გაემგზავრება.

03 ივნისი 2020, 14:09

სამართალი

27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის და შსს-ს მთავარ სამმართველოში დაიბარეს

ვეფხვაძეების ოჯახი გიორგი რურუას გათავისუფლებას ეწინააღმდეგება. „ქრონიკა“ 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მიას ესაუბრა, რომელიც რურუას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მისი ოჯახი თავს უფრო დაუცველად იგრძნობს, რადგან მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.

03 ივნისი 2020, 14:06

სამართალი

გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა. როგორც Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების დროს დაშავდა და ახლა ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ. ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება 1-ელ ივნისს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

ციკლონი ნისარგა

03 ივნისი 2020, 14:01

მსოფლიო

მუმბაიდან ციკლონის გამო 100 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის კოვიდინფიცირებულების ევაკუაცია განხორციელდა

„ნისარგა“ ბოლო 129 წლის განმავლობაში პირველი ციკლონია, რომელიც მუმბაის დაატყდება თავს. სპეციალისტების პროგნოზით, სტიქია ქალაქში დღის ბოლომდე მიაღწევს და მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 120 კილომეტრი იქნება.