imedi /  14 მაისი 2020, 12:22 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ განმარტა, რა პრინციპით იმუშავებს სილამაზის სალონები

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით, 18 მაისიდან აღდგეს სილამაზის სალონები. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები, ნაკლები ადამიანი იქნება, ელექტრონული რიგი იქნება, სოციალური დისტანცია იქნება დაცული და ჩვენც ასევე პასუხისმგებლიანად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, როგორც მომხმარებლები. ვფიქრობ, ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც წაადგება აქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს“, - განაცხადა თურნავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ შექმნა, ახლაც ამის მცდელობა აქვთ

ვერც წინ მიდიან, ვერც უკან - ერთ ადგილს ტკეპნიან. ვფიქრობ, ეს არის მათი, როგორც პოლიტიკოსების პიროვნული ტრაგედია და ტრაგედია მათი პოლიტიკური ძალისთვისაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირას“ რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განუცხადა. რადიკალური ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებს - არანაირი საარჩევნო დაპირება, შეხვედრები ხალხთან და საარჩევნო პროგრამა. სწორება მათ მხოლოდ სამ ოქტომბერზე აქვთ - ისევ ძალადობაზე, ქუჩაში აქციებზე, პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე.

ვლადიმერ ჩაჩიბაია

19 სექტემბერი 2021, 21:30

თავდაცვა

ვლადიმერ ჩაჩიბაია: 2012 წლამდე ჯარში ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი ბიულეტენისთვის და გეჩვენებინა, რომ ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს

„2012 წლამდე ვალდებულება იყო, როცა ხმას აძლევდი გადაგეღო სურათი საარჩევნო ბიულეტენისთვის და უნდა გეჩვენებინა, რომ დადასტურებულად ხმა მიეცი მმართველ პარტიას. დღეს ეს არ არსებობს“, - აცხადებს ჩაჩიბაია.

გური სულთანიშვილი

19 სექტემბერი 2021, 21:10

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობაზე: სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ

„2012 წელს ვინც იყო 10-12 წლის, ისინი უკვე დღეს აძლევენ ხმას არჩევნებში. დაახლოებით 700 თუ 600 ათასი მოქალაქეა, ვინც მაშინ პატარა იყო, ვერ ექნება მეხსიერების პოლიტიკა და ემპათია იმ პერიოდთან თუნდაც ყველაზე მძაფრთან - ეს არის ციხის კადრები. სფერო არ არსებობს, სადაც ფუნდამენტური პრობლემები არ ჰქონოდათ, ამიტომ ამის წაშლა და ამისგან დისტანცირება უბრალოდ გამორიცხულია. ეს ისეთივე შეუძლებელია, როგორც წყალში ცეცხლის დანთება.

მიტროპოლიტი სტეფანე

19 სექტემბერი 2021, 21:06

რეგიონი

მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით

ასეთი საგიჟეთი თუ დამხვდებოდა, არ ვიცოდი! ასე ყველა ზღვარს გადასული სასულიერო პირი მე არ მენახა! პირველად ვნახე მათი სახით, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტეფანემ „იმედის კვირას“ იმ სასულიერო პირებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც მან მასზე განხორციელებული თავდასხმისთვის დღეს განკვეთა. მეუფე სტეფანეს რადიკალური ზომების მიღება და ათამდე სასულიერო პირის ეკლესიიდან განკვეთა მოუხდა. არ არის გამორიცხული ორშაბათი ჭყონდიდის ეპარქიისთვის მძიმე აღმოჩნდეს. ეკლესიიდან განდევნილები ეპარქიის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დატოვებას არ აპირებენ.

გია გაჩეჩილაძე

19 სექტემბერი 2021, 21:01

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფრის მკადრებლები იყვნენ და არიან

„ვინც პატარაა შეიძლება არ ახსოვს მაშინ რა ხდებოდა და იძახიან: „კაი რა…“ მაგრამ აბა თვითონ გაიარონ ის სიტუაცია, რაც მაშინ ხალხმა გაიარა. სიჩუმე იყო, ხალხი ვერ ლაპარაკობდა. ვერც ოთახში, ვერც ავტობუსში, ვერსად ვერ ლაპარაკობდა“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ინგა ბიწაძე

19 სექტემბერი 2021, 20:51

პოლიტიკა

კობა დავითაშვილის მეუღლე: ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა, არ აპატია, როგორ მოექცა თავის ხალხს

„მსხვერპლად არ თვლიდა თავს, თვლიდა რომ ყველას ვალია სამშობლოსთვის იღვაწოს. ასე რომ სიცოცხლეც არ დანანებია, რაც ჰქონდა ძვირფასი, ისიც არ დანანებია. თვითონ არ ეგონა თუ ასე მალე წავიდოდა თორემ კარგად დაწერდა ყველაფერს. სააკაშვილს არ აპატია და დანარჩენს ყველას აპატია. არ აპატია, როგორც მოექცა თავის ხალხს. ერთხელ ხუმრობით ვუთხარი მოდი შეურიგდი მეთქი, ისე გამიბრაზდა, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. დანარჩენს ყველას აპატია, მაგრამ სააკაშვილს არა“, - ამბობს ბიწაძე.

19 სექტემბერი 2021, 20:35

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურს: მჯერა, რომ თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დაათვალიერა სამსახურის შენობა, რომლის მშენებლობასაც 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2021, 20:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ქარდავას ექსტრადიციაზე: საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, - აცხადებს წულუკიანი.

დეკანოზი შალვა კეკელია

19 სექტემბერი 2021, 20:25

საზოგადოება

დეკანოზი შალვა კეკელია: ადამიანები, რომლებიც ეკლესიას ანგრევენ, დღეს საუბრობენ, რომ ეკლესია დასაცავია

ვერ ნახავთ ერთ კვირასაც კი, რომ ეკლესიაზე ცუდი გადაცემა არ კეთდებოდეს და დღეს ეს ტელევიზიები გვევლინებიან ეკლესიის დამცველებად, - ამის შესახებ „იმედის კვირას დეკანოზმა შალვამ (კეკელია) სავარაუდო ფარული მიყურადების ფაქტებზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ფარული მიყურადების ფაქტები ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც ეს მასალები მედიის ხელში ხვდება. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით ამ მასალების გამოქვეყნება ხდება.

ოთარ ფარცხალაძე

19 სექტემბერი 2021, 20:11

პოლიტიკა

ოთარ ფარცხალაძე: ჩემ მიმართ აქამდეც არაერთი ტყუილი გაუვრცელებია სააკაშვილის კონტროლირებად „ფეიკ ნიუსების“ ქარხანას, მაგრამ მკვლელებთან კავშირი არის ის წითელი ხაზი, რომელიც აღარ მაძლევს გაჩუმების უფლებას

„ამასთანავე ჩვენ დღესვე შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და მოვითხოვთ ამ გაუგონარი ადამიანებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ტყუილის საჯაროდ აღიარებას. და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ეს დეზინფორმაციის გამავრცელებლები ტყუილებს გაბრალებენ, „ფეიკებს“ დგამენ და თავს გამართლებინებენ, ტალახს გესვრიან და ცდილობენ, ზიანი მოგაყენონ, არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ. აუცილებლად იდავეთ სამართლებრივად, რათა საზოგადოებამ ნათლად იხილოს, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიების მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი, საზოგადოების ჩათრევაა იმ წუმპეში, რასაც დეზინფორმაცია და ზიზღის ენა ჰქვია”, - აღნიშნულია ფარცხალაძის განცხადებაში.

19 სექტემბერი 2021, 19:41

მსოფლიო

ესპანეთში მიწისძვრის შემდეგ ვულკანის ამოიფრქვევა დაიწყო. ვიდეო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ცენტრალური მთავრობა ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს და საჭიროების შემთხვევაში ლა პალმის მხარდასაჭერად მზად არის.

19 სექტემბერი 2021, 19:14

სამართალი

თბილისში გაუჩინარებული ახალგაზრდა იპოვეს

20 წლის ლუკა ხეცურიანი გუშინ საღამოს ​ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა.

19 სექტემბერი 2021, 18:57

მსოფლიო

ქაბულის მერიაში მომუშავე ქალებს სამსახურში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ

„მაგალითად, ქალებს ქალების საჯარო საპირფარეშოებში შეუძლიათ მუშაობის განახლება, ანუ იქ, სადაც კაცები ვერ შედიან“, - დააზუსტა ნომანმა.

ანრი ოხანაშვილი

19 სექტემბერი 2021, 18:23

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე: დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე, ეს ბანერები წარმოაჩენს იმ ადამიანების რეალურ სახეებს

მე ამ ბანერებს კიდევ დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ამონარიდებს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის საქმეებზე და ა.შ. იქ ალბათ, იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებს წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“.

გენერალი შერმანი სეკვოია

19 სექტემბერი 2021, 18:10

მსოფლიო

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ტყის ხანძრისგან გადარჩენას ცდილობენ

გიგანტური სეკვოიების ასაკმა შეიძლება 3 ათას წელს გადააჭარბოს, მათი სიმაღლე კი 100 მეტრს აღწევს. ცეცხლი საფრთხეს 2 ათას სეკვოიას უქმნის. ხანძრები კალიფორნიაში ხანგრძლივი გვალვით და ცხელი ამინდით არის გამოწვეული. წელს შტატში უკვე 7 400 ტყის ხანძარი დაფიქსირდა.

საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai

19 სექტემბერი 2021, 17:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: Expo 2020 Dubai-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გავაცნობთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე ისეთ მსხვილ ჰოლდინგებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

ლუკა ხეცურიანი

19 სექტემბერი 2021, 17:29

სამართალი

პოლიცია თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებს

ხეცურიანის ახლობლები საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავენ და რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში შემდეგ ნომრებზე დაკავშირებას სთხოვენ: 571 08 83 09; 591 22 75 62.

ანრი ოხანაშვილი

19 სექტემბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „საიას“ სარჩელზე: ეს ხელს აძლევს რადიკალურ ჯგუფებს მათი დესტრუქციული პოლიტიკის გატარების მცდელობაში

„ჩვენთვის გაუგებარია, თუ მათივე განმარტებით ეს სარჩელი სამართლებრივად არჩევნებამდე არაფერს ცვლის, მაშინ არჩევნების შედეგების შემდგომ რატომ არ შეიტანეს? დავუშვათ, ეს მათი არჩევანი და უფლებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუკი ეს არჩევნები შემდგომ გამოყენებული იქნება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ, და მათ შორის მოხდება ამ საკითხის დაკავშირება მათ საკითხთან, ეს რა თქმა უნდა, ამ კავშირს, თუ ასეთი არსებობს, დაადასტურებს. თუ ასეთი რამ არ დადასტურდება, ამასაც ვნახავთ. ამ ყველაფერმა შესაძლებელია შეამზადოს ნიადაგი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფებისთვის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. დაველოდებით. ამისდა მიხედვით ყველასთვის გასაგებია იქნება. თუ ვნახავთ, რომ ეს ჯგუფები ეყრდნობიან ამ სარჩელს და მას გამოიყენებენ ეს იქნება ლუსტრაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

19 სექტემბერი 2021, 17:20

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საია-ს სარჩელზე: სამართლებრივად, ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს - ეს საკითხი, ავტომატურად, პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება

„ვფიქრობ, რომ სამართლებრივად, ამ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს. არ არსებობს ისეთი მყარი არგუმენტები, რომლებიც იურისტს ამ სარჩელის საფუძვლიანობაში დაარწმუნებდა“, - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

19 სექტემბერი 2021, 17:13

რეგიონი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა, რამაც მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა. მეწყერის მიზეზი 17- 18 სექტემბერს უხვი ნალექი მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა.