IMEDI /  05 ივნისი 2020, 23:18 / სანდო წყარო

აუდიტი: სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა მოძველებულია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემა და მასთან დაკავშირებული კონტროლები. დასკვნა უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

კერძოდ, აუდიტის პროცესში შეფასდა ინფორმაციული სისტემისა და პენსიის ადმინისტრირების პროცესის პროდუქტიულობა, ასევე პენსიის ადმინისტრირების პროცესში გამოყენებული მონაცემების უსაფრთხოება და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრაქტიკა.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციულ სისტემა („პენსია 2005“) , მოძველებულია და ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს სხვა სისტემებთან ინტეგრაციას. „სისტემა არ არის ცენტრალიზებული, რაც გულისხმობს, რომ იგი დამოუკიდებლად არის დაინსტალირებული ყველა სამუშაო სადგურზე (პერსონალურ კომპიუტერზე) და ერთმანეთს არ უკავშირდება. სხვადასხვა მომხმარებლის მიერ დამუშავებული მონაცემების ცენტრალიზება ხდება ხელით და საჭიროებს რამდენიმე ნაბიჯს. შესაბამისად, დეცენტრალიზებული არქიტექტურის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ბიზნესპროცესი არ არის პროდუქტიული და საჭიროებს ინტენსიურ ხელით შესრულებულ პროცესებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის მონაცემთა დამუშავების სიზუსტისა და სანდოობის რისკებს“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის დაფინანსებამ 2019 წელს 1,9 მლრდ ლარი შეადგინა, ბენეფიციართა რაოდენობამ კი 762 ათას ადამიანს გადააჭარბა.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენენ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

ყველა სიახლე

13 ივლისი 2020, 14:30

COVID19

არჩილ თალაკვაძე: პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების შედეგად, საქართველო ინარჩუნებს კოვიდ 19-თან დაკავშირებით სტაბილურ ეპიდსიტუაციას

„იმ პრევენციული ღონისძიებებისა და სისტემური რეაგირების გამო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო მხარდაჭერით მთავრობა ახორციელებს, ჩვენს ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით სტაბილური სიტუაცია რჩება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2020, 14:29

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალინ დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას

ჩვენ ვხედავთ რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალინ დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ სახელი გაუტეხოს ქვეყანას საზღვარგარეთ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება სინამდვილეში საქართველოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 14:18

პოლიტიკა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა

„გირჩმა“ საზოგადოებას წინასარჩევნო პროექტები წარუდგინა. პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ გაზეთის გამოშვებას იწყებს, ასევე ჩაეშვება ვებგვერდი, სადაც ყველა მსურველს ექნება საშუალება დააკვირდეს საარჩევნო სიის ჩამოყალიბების პროცესს.

ნინო ლომჯარია

13 ივლისი 2020, 14:13

საზოგადოება

ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების განხილვას შეძლებს

„სახალხო დამცველის როლს ვხედავ იმაში, რომ აღნიშნული ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ და მივაწოდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც, ალბათ, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წნეხი მოახდინონ საოკუპაციო ძალასა და დე-ფაქტო ხელისუფლებაზე“.

 „სი-თი პარკის “ ჯარიმები

13 ივლისი 2020, 14:11

საზოგადოება

„სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხიელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან. კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.

არჩილ თალაკვაძე

13 ივლისი 2020, 14:05

COVID19

არჩილ თალაკვაძე: კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება მობილიზაცია

კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანას მომავალშიც დასჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მობილიზაცია რომ ვითარება უსაფრთხო დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა

13 ივლისი 2020, 13:57

COVID19

ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 182 ადამიანი დაინფიცირდა, 8 კი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსით კიდევ 182 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 32 151-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 8 პაციენტი. ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 573 პაციენტი გარდაიცვალა, 19 865 კი გამოჯანმრთელდა.

13 ივლისი 2020, 13:53

საზოგადოება

საგამოცდო ცენტრებში დღეს საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა

დღის განმავლობაში საგამოცდო ცენტრებში საქართველოს მასშტაბით 5 სიცხიანი აბიტურიენტი გამოვლინდა. ხუთივე მათგანმა გამოცდა სპეციალურად შექმნილ სარეზერვო სივრცეში წერა, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. სოფო გორგოძის თქმით, დღეს ისტორიის გამოცდები 2 სესიად მიმდინარეობს და პირველი სესია უკვე დასრულდა.

მაია ბიღაძე და ნანა ჯანაშია

13 ივლისი 2020, 13:49

საზოგადოება

თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN-ი გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

13 ივლისი 2020, 13:36

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის მსხვერპლთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, ნეპალის სხვადასხვა ნაწილში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მიაგდის მხარე დაზარალდა, სადაც 27 ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

13 ივლისი 2020, 13:36

სამართალი

დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და კიდევ 5 პირს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდება წარედგინათ

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გ.ე.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

13 ივლისი 2020, 13:36

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია „THE HILL“-ში: მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ისინი ვერ დაინახავენ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს

ჩვენ მოვუწოდებთ კონგრესის ყველა წევრს, ეწვიონ საქართველოს - შეხვდნენ ჩვენს ბიზნეს ლიდერებს, იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინა ხაზზე და პირველ რიგში, შეხვდნენ აშშ-ის ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენს სამხედრო ძალებს წვრთნიან. თქვენ ვერ დაინახავთ კონგრესმენ მალინის მიერ აღწერილ საქართველოს. სამწუხაროა, რომ კომერციული დავა გარკვეულწილად დაკავშირებულია შავი ზღვის რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის ცვლასთან, განსაკუთრებით კი აშშ-ის კონგრესმენის მხრიდან. საქართველო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული მოკავშირე იყო სულ, რაც არ შეიცვლება, - გამოცემა „THE HILL“ საქართველოს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას სტატიას აქვეყნებს.

13 ივლისი 2020, 13:31

საზოგადოება

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები იჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლსა და ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვის მოჭრა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი.

13 ივლისი 2020, 13:27

რეგიონი

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტში. სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და გზებზე გადავიდა. ასევე, ნალექმა გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

13 ივლისი 2020, 13:16

სამართალი

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ

მცხეთაში, მდინარე მტკვარში მეორე დღეა ქალს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შექმნილია შტაბი და სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

13 ივლისი 2020, 13:14

ეკონომიკა

გლდანის რაიონში სახურავების რეაბილიტაცია წელს 34 მისამართზე განხორციელდა

სამუშაოების შედეგად მოწესრიგდა, როგორც ქანობიანი, ასევე, ბრტყელი სახურავები და რეაბილიტირდა წყალსაწრეტი მილები. ჯამში, 34 სახურავისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 601 214 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, გამგეობის მიერ, სამუშაოები კიდევ რვა მისამართზე მიმდინარეობს.

დავით ნარმანია

13 ივლისი 2020, 13:11

ეკონომიკა

დავით ნარმანია: ჩვენი ფუნქცია იქნება, წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები

ჩვენი როლი და ფუნქცია იქნება ის, რომ წილის გასხვისების შემთხვევაში ახალმა მეწილემ არ გააუარესოს მომხმარებელთა უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

სუ ჟანრუნი

13 ივლისი 2020, 13:11

მსოფლიო

ჩინელი პროფესორი, რომელიც სი ძინპინს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრიტიკებდა, გაათავისუფლეს

ცინჰუას უნივერსიტეტის პროფესორი, სამართალმცოდნე სუ ჟანრუნი, რომელიც ჩინეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი, თითქმის ერთკვირიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. პროფესორი 6 ივლისს, საკუთარი სახლიდან 20-ზე მეტმა პირმა აიყვანა.

13 ივლისი 2020, 13:05

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 612 შემთხვევა გამოვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 54 133 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 398 ადამიანი, 26 503-მა კი ვირუსი დაამარცხა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

13 ივლისი 2020, 12:58

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაცია სრულად მოეხსნა

„მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია სრულად მოეხსნა. საქმეზე საბოლოო განხილვა დღეს, ლოზანაში სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაასრულა და ინგლისის პრემიერლიგის გრანდს სასჯელი მთლიანად მოუხსნა. დისკვალიფიკაციის მოხსნის გარდა, „სიტის“ 30-მილიონიანი ფინანსურ ჯარიმა სამჯერ შეუმცირეს და მანჩესტერელები 10 მილიონს გადაიხდიან, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ საქმის მსვლელობის პროცესში გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფინანსური ფეარ-პლეის წესების დარღვევისთვის ლიგაზე თამაში ორი წლით აეკრძალა და უეფას ვერდიქტი ინგლისელებმა საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრეს, რამაც მათთვის სასურველი შედეგი მოიტანა.