უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
ფოტო: The Kyiv Independent
რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სერჰი ბესკრესტნოვის თქმით, რომელიც ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა, თუმცა არ დაშავებულა, გამოფენა კიევის მახლობლად, ჟიტომირის ავტომაგისტრალის მიმდებარე სასწავლო პოლიგონზე იმართებოდა.
„არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - განაცხადა მან.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო „ათეულობით“ დაშავდა.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, სად მოხდა დარტყმა და რა სახის ღონისძიება მიმდინარეობდა იმ დროს.
მალევე უკრაინის თავდაცვის მრეწველობის საბჭომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „კიევის ოლქში მტრის სარაკეტო დარტყმა განხორციელდა იმ ადგილზე, სადაც უკრაინის თავდაცვის მრეწველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 17:25
ეკონომიკა
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.
24 ივლისი 2026, 17:22
პოლიტიკა
დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება
გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.
24 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი, რომელიც ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა
იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით აკაცუკმა ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
24 ივლისი 2026, 17:19
საზოგადოება
მამა საბა გაზდელიანი: ყველაზე მძიმეა ის ფაქტი, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ასე საჯაროდ და ღიად შეურაცხყოფას აყენებენ რომელიმე ადამიანს, ან წმინდანს, ან ეკლესიას
ნაცვლად იმისა, პოპულარობა კეთილი მიზნებისთვის გამოიყენონ, ბოროტული მიზნებისთვის იყენებენ და საზოგადოებაში ღვარძლს თესავენ, - განუცხადა „ქრონიკას“ მამა საბა გაზდელიანმა.
24 ივლისი 2026, 17:12
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
24 ივლისი 2026, 17:11
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო, 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსულ და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფის ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა
დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.
24 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ამერიკული მხარის მტკიცებით, თურქეთს F-35-ის პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი პირობები ჯერ არ შეუსრულებია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნები. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 16:59
რეგიონი
იმერეთის რეგიონში საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს
„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
24 ივლისი 2026, 16:41
სამართალი
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
24 ივლისი 2026, 16:18
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 16:02
სამართალი
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
24 ივლისი 2026, 15:37
კულტურა
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:27
ეკონომიკა
სებ-ი: ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
24 ივლისი 2026, 15:24
მსოფლიო
CBS News: აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ირანთან ომის ფონზე მაღალტექნოლოგიური რაკეტებისა და ზუსტი შეიარაღების მარაგები სწრაფად იწურება
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენების სწრაფი ტემპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მზარდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ირანთან ომი კვლავ ინტენსიური ხდება. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ სამხედრო და სადაზვერვო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
24 ივლისი 2026, 15:06
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:01
საზოგადოება
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: მე არ გამიზრდია მოძალადე. ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა, მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძლადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.
24 ივლისი 2026, 14:56
მსოფლიო
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, ანუ მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 14:39
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


