CBS News: აშშ-ში შეშფოთებულნი არიან, რომ ირანთან ომის ფონზე მაღალტექნოლოგიური რაკეტებისა და ზუსტი შეიარაღების მარაგები სწრაფად იწურება
ფოტო: Getty Images
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მიერ საჰაერო თავდაცვის თანამედროვე რაკეტებისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების გამოყენების სწრაფი ტემპი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მზარდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ირანთან ომი კვლავ ინტენსიური ხდება. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკელ სამხედრო და სადაზვერვო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, ვითარება ასევე აჩენს უფრო ფართო კითხვებს იმის შესახებ, რამდენად მზად არის შეერთებული შტატები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის.
ოფიციალური პირების განცხადებით, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტებისა და შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგების შემცირება სერიოზულ გამოწვევად იქცა სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ცდილობს, ერთი მხრივ, ირანთან მიმდინარე ომის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნოს მზადყოფნა სხვა პოტენციური მოწინააღმდეგეების, მათ შორის ჩინეთის, შეკავებისთვის.
CBS News-თან ანონიმურობის პირობით საუბრისას ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუძლია იმავე ტემპით განაგრძოს მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის გამოყენება, როგორც ეს ირანის წინააღმდეგ კამპანიის საწყის ეტაპზე ხდებოდა.
მათი შეფასებით, აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო ბაზას არ აქვს შესაძლებლობა რაკეტები საკმარისად სწრაფად აწარმოოს, რათა შეავსოს უკვე გამოყენებული ან აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის (CENTCOM) გადაცემული საბრძოლო მასალის მარაგები. შედეგად, არსებული მარაგები სამხედრო ოპერაციების გაგრძელების ფონზე სულ უფრო დიდი დატვირთვის ქვეშ ექცევა.
საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი რაკეტები განსაკუთრებით ინტენსიურად გამოიყენება სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტებისა და ინტერესების დასაცავად, რადგან რეგიონში განთავსებული ამერიკული ძალები ირანის დრონებისა და რაკეტების სამიზნე არიან.
CBS News-ის ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთმა პარტნიორმა ქვეყანამ აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება აუცილებელია, განსაკუთრებით ირანის ინტენსიური იერიშების ფონზე, რომლებიც ქუვეითსა და ბაჰრეინზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ. ქუვეითმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ირანის დარტყმებმა ქვეყნის ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის ელექტროენერგიისა და ზღვის წყლის გამწმენდი სადგურები.
ყველა სიახლე
24 ივლისი 2026, 16:59
რეგიონი
იმერეთის რეგიონში საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს
„დღეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად, ადგილზე გავეცანით ჭიათურის, ზესტაფონისა და ვანის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობას. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
24 ივლისი 2026, 16:41
სამართალი
პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
24 ივლისი 2026, 16:18
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 16:02
სამართალი
კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მამას, რის შედეგადაც მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა.
24 ივლისი 2026, 15:51
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით კიევში თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
რუსეთმა კიევზე განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის დროს უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ტერიტორია დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:37
კულტურა
საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:27
ეკონომიკა
სებ-ი: ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან 3 სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექს“ და შპს „რაპირა გრუპ“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები.
24 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
24 ივლისი 2026, 15:06
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 15:01
საზოგადოება
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა: მე არ გამიზრდია მოძალადე. ჩემი შვილი ახალგაზრდა ქართველი კაცია, რომლისთვისაც სამშობლო, მართლმადიდებლობა, ტრადიციები და ეროვნული ღირსება მხოლოდ სიტყვები არ არის. სანამ ადამიანს განსჯით და მოძალადის იარლიყს მიაწებებთ, შეეცადეთ, სურათი სრულად, მთლიანობაში დაინახოთ
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავას დედა, მანანა მეზურნიშილი მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას სთხოვს, სანამ ვინმეს მოძლადის იარლიყს მიაკერებს, ჯერ მომხდარის სრული სურათი დაინახოს.
24 ივლისი 2026, 14:56
მსოფლიო
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია კიდევ 90 დღით, ანუ მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 14:39
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 14:38
მსოფლიო
Reuters: კაია კალასი ევროკავშირზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო აშშ-გან განმარტებას ითხოვს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ვაშინგტონის მიერ ევროპულ საქონელზე ახალი ტარიფების დაწესების საფუძველი ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ევროკავშირში იძულებითი შრომის წინააღმდეგ მოქმედი კონტროლის მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობის შესახებ ბრალდებები უსაფუძვლოა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 14:35
საზოგადოება
მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს
როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.
24 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის
საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანას ეხმაურება.
24 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
24 ივლისი 2026, 14:31
პოლიტიკა
საგარეო უწყება: ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
24 ივლისი 2026, 14:22
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი
ვენეციის კინოფესტივალის სექციაში - Venice Spotlight ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი „გურია“ იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
24 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს
აქ არ არის სპონტანური წამოძახილები, რეპლიკები, ეს არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პროცესი, ერთი დიდი ჯაჭვის ნაწილია, რომ ყველაფერი წმინდა, რაც არის საქართველოში, ფეხ ქვეშ გაითელოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.


