20 ივნისი 2020, 16:46 / სანდო წყარო

მარიამ გაბუნია: ანტიდემპინგური კანონი ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობას ხელს არ შეუშლის

მარიამ გაბუნია

მარიამ გაბუნია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ და „კონკურენციის კანონში“ მისი ამოქმედებით გამომდინარე ცვლილებები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია, გადაცემა „ბიზნესი იმედზე“ აცხადებს, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან.

20 წლის წინ, 2000 წლის 14 ივნისს საქართველომ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად, აიღო ვალდებულება არ გამოიყენოს საგარეო ვაჭრობაში დამცავი ზომები. მათ შორის, ანტიდემპინგური ღონისძიებები, სანამ ქვეყანაში არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა.

„ანტიდემპინგური კანონი ხელს არ შეუშლის თავისუფალი ვაჭრობას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. მოკვლევა შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ქვეყანაში დემპინგური იმპორტი შემოვა. კანონპოექტის მუხლობრივი განხილვის მიზნით, მოეწყო არაერთი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესასოციაციებთან. ყველა დეტალი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განვიხილეთ. მათი შენიშვნების საფუძველზე მოხდა კანონპროექტის გადამუშავება და მისთვის საბოლოო სახის მიცემა“, - აცხადებს მარიამ გაბუნია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, პარლამენტში კანონპროექტის მიღებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი მეწარმეების დაცვას დემპინგური იმპორტის შესაძლო ზიანისგან. საკანონმდებლო ორგანოში „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება გასულ წელს მოხდა. თავდაპირველი რედაქციით, მისი ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული. თუმცა, როგორც კანონის ინიციატორები აცხადებენ, ვადების კორექტირება საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოსამზადებელი პერიოდის გახანგრძლივებას უკავშირდება. ანტიდემპინგური კანონი 2021 წლის პირველ ივნისს ამოქმედდება.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.