IMEDI /  01 ივლისი 2020, 11:59 / სანდო წყარო

აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ, რომ Wizz Air-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს და ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აქართველოს ბაზარს ტოვებს და ქუთაისის აეროპორტში ბაზას აუქმებს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში არ ადასტურებენ.

Imedinews-ს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ქუთაისის აეროპორტში ბაზის გაუქმების შესახებ საავიაციო კომპანიისგან ოფიციალური წერილი არ მიუღიათ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის ბაზას აუქმებს. ამის შესახებ თავად კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

Wizz Air-ი ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.

ყველა სიახლე

ხათუნა ზახაშვილი

13 ივლისი 2020, 17:55

COVID19

სეროპრევალენტობის კვლევები 10-მდე მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოდან დაიწყება

„დღეისათვის, სეროპრევალენტული კვლევისთვის სულ მცირე, 10 მუნიპალიტეტი გვაქვს განსაზღვული. ესაა არა დიდი ქალაქები, არამედ - რაიონული ცენტრები თავისი სოფლებით, სადაც ტარდება სპეციალური შერჩევა და მონაწილე მუნიციპალიტეტები, რა თქმა უნდა, ამის შესახებ შეიტყობენ“.

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 17:53

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე ინფიცირებულ აბიტურიენტზე: დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტრო მის გამოცდებზე დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს

ინფიცირებული აბიტურიენტი დღეს გახლავთ პაციენტი, ის ინფიცირებულია და გადის მკურნალობას. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის მკურნალობას გადის სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ ჯერჯერობით ის გამოცდებზე ვერ გავა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

სანიტარიული ჭრები

13 ივლისი 2020, 17:50

საზოგადოება

თამარ მეფის გამზირზე ხვალ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 14 ივლისს, თამარ მეფის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე 35-მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება.

მეჰრიბან ალიევა

13 ივლისი 2020, 17:46

მსოფლიო

მეჰრიბან ალიევა: აზერბაიჯანელი ხალხი არასდროს შეეგუება ოკუპაციას - ჩვენ მართლები ვართ და ღმერთი ჩვენთანაა

აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მეჰრიბან ალიევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

13 ივლისი 2020, 17:41

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს, 22 აგვისტოს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებსა და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

13 ივლისი 2020, 17:40

ეკონომიკა

„აიგრუპის“ ელექტრომობილების ქარხნისთვის საჭირო ტექნოლოგიური სიმძლავრეები საქართველოშია

COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანია „აიგრუპის“ გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა.

გიგა ბოკერია

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვები ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია

სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან კრიტიკული კითხვების დასმა, თუ კი არის საფრთხე იმის, რომ ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, ეს ვალდებულება და ნორმალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა.

სერგი კაპანაძე

13 ივლისი 2020, 17:29

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ეს არის კანონი, რომლის მიღება საპარლამენტო ფუნქციებს გვერდზე გადადებს

პრაქტიკულად, პარლამენტი ამბობს, რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში საგანგებო ზომებს უთმობს მთავრობას ისე, რომ საპარლამენტო კონტროლზე ამბობს უარს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ „ქრონიკაში“ საზოგადობრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ოსკარ ორტისი

13 ივლისი 2020, 17:27

COVID19

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის ეკონომიკის მინისტრი, ოსკარ ორტისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ბოლივიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინისტრი თავს კარგად გრძნობს.

გიორგი გამსახურდია

13 ივლისი 2020, 17:20

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია: ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპიც ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით დაიწყო

„ცოტნეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე, ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“.

13 ივლისი 2020, 17:18

ეკონომიკა

ISET : იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 13%-ით გაძვირდა

იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.9 ლარამდე გაძვირდა. ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი ივნისში წლიურად 13%-ით გაიზარდა. თუმცა მაისთან შედარებით ფასი 4%-ითაა შემცირებული.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული კონფრონტაცია და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

13 ივლისი 2020, 17:09

მსოფლიო

გერმანიის ტყეში პოლიცია მშვილდ-ისრით შეიარაღებულ კაცს ეძებს

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ ოპენაუსთან მდებარე ტყეში პოლიციელები ეძებენ უსახლკარო კაცს, რომელიც მშვილდ-ისრითაა შეიარაღებული. სამძებრო სამუშაოებში ათობით ოფიცერია ჩართული და მას ვერტმფრენის დახმარებით ეძებენ.

ცოფი

13 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ვეტერინარი: ცოფით პატრონიანი და უპატრონო ძაღლები თანაბრად ავადდებიან

სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ზუსტად 50/50-ზე მოდის, პატრონიანი და უპატრონო ძაღლები ცოფით თანაბრად ავადდებიან, ორივე შემთხვევაში საჭიროა აცრა, - ამის შესახებ ვეტერინარმა, ლაშა ავალიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ბარსელონა

13 ივლისი 2020, 17:06

COVID19

15 ივლისს ბარსელონის მიმართულებით დანიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, 15 ივლისს დანიშნული სპეციალური რეისი ბარსელონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება. ამ რეისს განახორციელებს ავიაკომპანია „Myway Airlines“-ი. რეისი Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: თბილისი-ბარსელონა - გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00.

13 ივლისი 2020, 17:03

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 2 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 259 652-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 204 ადამიანი ემსხვერპლ, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 13 032-მდე გაიზარდა.

13 ივლისი 2020, 17:03

მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

პეკინმა აშშ-ის საჯარიმო სანქციებს უპასუხა. ჩინეთის ახალი სანქციების ქვეშ აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები მარკო რუბიო და ტედ კრუზი მოექცნენ. ინფორმაციას Deutsche Welle ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 16:56

საზოგადოება

ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

11 ივლისს ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის სავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეს ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული კაცის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მიაწოდა.

კელი დეგნანი

13 ივლისი 2020, 16:55

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დავეხმარეთ და აქტიურ მხარდაჭერას განვაგრძობთ

ამერიკის საელჩო საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ჩამოყალიბებაში საქართველოს სიამაყით დაეხმარა და ტრენინგებით, წვრთნებითა და აღჭურვილობით ცენტრის განვითარებისთვის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტშია ნათქვამი.

ხატია დეკანოიძე

13 ივლისი 2020, 16:43

სამართალი

ხატია დეკანოიძე: ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობს

ბრალდებებს თავი დაანებონ და დააჯერონ ყველა, რომ ობიექტური გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.