imedi /  02 ივლისი 2020, 12:22 / სანდო წყარო

ფინანსთა მინისტრი: 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს და მათი 1% იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი

წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„ძალიან სასიხარულო ამბავი და დიდი პატივია, რომ ჩვენ მოვხვდით უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში, მაგრამ ევროკავშირის შიგნითაც ქვეყნებს სხვადასხვა მიდგომა აქვს. მაგალითად, ავსტრიამ გადაწყვიტა, გადაავადოს საზღვრების გახსნა. ყოველდღიურად ვაანალიზებთ ამ მონაცემებს და ჩვენს სიფრთხილეს აქვს შემდეგი ახსნა: ევროკავშირიდან ადამიანების რა რაოდენობაც შეიძლება ჩამოვიდეს, საკმაოდ მცირეა. ეს უკავშირდება მსოფლიოში არსებულ ზოგად განწყობებს. ეკონომიკას ტურისტი არ აწყენს, მაგრამ ეპიდემიის თვალსაზრისით რისკი საკმაოდ მაღალია. წელს დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით. 50 ათასი ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის წვეთი ზღვაში. მათი 1%-იც რომ იყოს ინფიცირებული, ამას შეიძლება სერიოზული გავრცელება მოყვეს. ამის შემდეგ შეზღუდვებიც რომ არ დავაწესოთ, გავრცელების პერიოდში ადამიანები თვითშეზღუდვას მიმართავენ და ეკონომიკური აქტივობა შემცირდება. ამიტომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ არ გავხსნით საზღვრებს, უბრალოდ ჩვენ სიფრთხილით მოვეკიდებით ამ პროცესს. შევეცდებით, შევარჩიოთ ისეთი ქვეყნები და უსაფრთხოების წესები, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდაფეთქება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო 2 თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 18:05

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დღევანდელი მშვიდობიანი პოლიტიკა შევინარჩუნოთ, სხვა შემთხვევაში ეკონომიკური პროგრესი და ეკონომიკის ზრდა არ გვექნება

„ჩვენი გეგმა არის ძალიან დეტალური და კონკრეტული. ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო დაპირებები, რომლებიც ჩვენ ხშირად გვესმის, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეს არის ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც იმ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, რომელზეც პრემიერ საუბარი ჰქონდა. როგორ უნდა მივაღწიოთ ამას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ბევრი დაპირება შეიძლება გაიცეს, მაგრამ ამ დაპირების საფუძველი რა არის, ეს არის მნიშვნელოვანი“.

08 ოქტომბერი 2024, 18:01

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 6 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს უახლოესი წლების განმავლობაში ბინებს

„არანორმალური ტემპი აქვს აღებული დევნილთა განსახლების პროცესს. 35000-ს გასცდა დაკმაყოფილებული დევნილი ოჯახების რიცხვი. აღსანიშნავია მიმდინარე პროექტები - 6000 ბინაზეა საუბარი, რაც მიმდინარე მშენებლობებს მოიცავს“, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

რომან გოცირიძე

08 ოქტომბერი 2024, 17:57

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ირიბად ოპოზიციას

მთელმა ევროკავშირმა განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, რაც გინდა უძახეთ, გინდ ჩარევა უძახეთ, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 17:56

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ვლადიმერ პუტინი

08 ოქტომბერი 2024, 17:54

მსოფლიო

პუტინი ალიევსა და ფაშინიანს კრემლში ცალ-ცალკე შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. ინფორმაცია კრემლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. პუტინმა პირველი შეხვედრა ალიევთან გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. შემდეგ კრემლის ლიდერი ფაშინიანს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძე

08 ოქტომბერი 2024, 17:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა

ჩვენ, პასუხისმგებელნი ვართ თითოეულ ჩვენს დაპირებაზე-პენსიონერს ფულად დახმარებასთან ერთად, სხვა ბენეფიტებიც ეძლევა, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ჰაშემ საფი ად-დინი

08 ოქტომბერი 2024, 17:35

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის მემკვიდრე სავარაუდოდ ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოკლული ლიდერის ჰასან ნასრალას მემკვიდრე ჰაშემ საფი ად-დინი სავარაუდოდ ლიკვიდირებულია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჰეზბოლა“ - ეს ულიდერო ორგანიზაციაა. ნასრალა ლიკვიდირებულია, მისი შემცვლელი სავარაუდოდ ასევე ლიკვიდირებულია. ეს უდიდეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ხდება. ვერავინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვერავინ მოქმედებს“, - თქვა გალანტმა. მისი აზრით, ისრაელის მოქმედებას ახლა მთელი ახლო აღმოსავლეთი ადევნებს თვალს. „როცა ლიბანის თავზე კვამლი გაიფანტება, ირანში მიხვდებიან, რომ მათ „ჰეზბოლას“ სახით ყველაზე ღირებული აქტივი დაკარგეს“, - დასძინა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ოთარ შამუგია

08 ოქტომბერი 2024, 17:34

არჩევნები 2024

ოთარ შამუგია: 3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც მიმართული იქნება სწორედ სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაზე, ფერმერების მხარდაჭერაზე

3 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი სოფლის მეურნეობისთვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც მიმართული იქნება სწორედ სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებაზე, ფერმერების მხარდაჭერაზე, - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამასთან დაკავშირებით.

გურამ მაჭარაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 17:34

არჩევნები 2024

გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიაზე: მისი ამომრჩევლებიც კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი გადამგდებია

საზოგადოება, მისი ამომრჩევლებიც კი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი გადამგდებია, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

ლევან დავითაშვილი

08 ოქტომბერი 2024, 17:28

არჩევნები 2024

ლევან დავითაშვილი: ჩვენ ევროკავშირის კანდიდატ ძალიან ბევრ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის

„ყველა ის ამოცანა, რომელსაც საზოგადოებას ვეუბნებით, აუცილებლად შესრულდება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი ნომინალში 130 მილიარდზე მეტი იქნება 2028 წლისთვის. რაც ნიშნავს იმას, რომ მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე დოლარებზე ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი 36 ათას დოლარამდე ავა. ჩვენ ძალიან ბევრ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას გავასწრებთ და დავუახლოვდებით წევრ ქვეყნებს. ეს გულისხმობს გაზრდილ ბიუჯეტს, რაც დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება 2028 წლისთვის და გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ჩვენ შეგვიძლია ბევრ ამოცანას ვუპასუხოთ. ეს იქნება სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, თავდაცვითი და ა.შ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

08 ოქტომბერი 2024, 17:21

არჩევნები 2024

სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა

სოფელ კალაურში ჩასულ გვარამიას პარტიის წევრებს ადგილობრივი მცხოვრები დაუპირისპირდა. მან გვარამიას მიერ ღვინოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება გაიხსენა და პარტია „ახალის“ წევრებს უთხრა, რომ ასეთი განცხადების შემდეგ მათ კახეთში ჩასვლის უფლება არ აქვთ.

08 ოქტომბერი 2024, 17:20

არჩევნები 2024

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ოზურგეთში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით დარჩიასთან ერთად, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

08 ოქტომბერი 2024, 17:16

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ანზორ ბოლქვაძე ქედის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქედის დელეგატ - მამუკა თურმანიძესთან ერთად სოფლების: ოტოლაძეების, ტაკიძეების, დანდალოსა და გოგიაშვილების მოსახლეობას შეხვდა.

იენს სტოლტენბერგი

08 ოქტომბერი 2024, 17:15

მსოფლიო

სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგი თავმჯდომარე გახდება. ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. „მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მშვიდობის შენარჩუნებას მივუძღვენი. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, და ჩემი წვლილი შევიტანო „მშვიდობაში დიალოგის გზით“, - ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.

08 ოქტომბერი 2024, 17:06

ეკონომიკა

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში უზარმაზარი პოტენციალია, ქვეყანამ უნდა განაგრძოს მდგრადი ზრდა და განვითარება

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ვირჯინია მესინა.

08 ოქტომბერი 2024, 17:03

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში იტალიის ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

08 ოქტომბერი 2024, 16:57

საზოგადოება

ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.

08 ოქტომბერი 2024, 16:29

არჩევნები 2024

„ქართული ოცნების“ შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: გორელოვკის, ორლოვკის, ეფრემოვკის, ჟდანოვის, სპასოვკისა და სამების მოსახლეობას შეხვდა.

08 ოქტომბერი 2024, 16:24

პოლიტიკა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პეკინის N41-ში შეხვდა.

08 ოქტომბერი 2024, 16:09

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.