imedi /  30 ივლისი 2020, 12:53 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: „ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ფრონტერას“ ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ამ კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია თურნავას შეფასებით, კომპანიის ასეთი მცდელობების მორიგი შედეგი იქნება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია მიეწოდებათ „ფრონტერასა“ და მათი ლობისტების მხრიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან“ მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში.

ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2021, 20:24

რეგიონი

გოგი მეშელიანმა ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

იგი საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, რაც ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, იამზე სვანიძესთან ერთად გადასცა.

28 ივლისი 2021, 20:02

COVID19

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერია ავრცელებს.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივლისი 2021, 19:52

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი - ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები დასრულებულიყო 100 დღის თავზეც მიუღწეველია

"ქართული ოცნებისთვის" თვისობრივად არაფერი შეცვლილა. ეს ძალა 43%- დან და 53%-მდე შედეგს დადებს. ამას ყველა ვნახავთ. თქვენ კი "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ გაგაწნათ მწარე პოლიტიკური სილა. ეს დიდხანს გემახსოვრებათ. ესეც კიდევ ერთით ნული, ინებეთ!’’ წერს facebook - ზე თამთა მეგრელიშვილი.

გია აბაშიძე

28 ივლისი 2021, 19:51

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებდა, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიჰყავდა

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხს. მისი თქმით, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გამოდის.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 ივლისი 2021, 19:41

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუ ვინმემ დასავლურ კურს გადაუხვია, ეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია და მათი მიმდევრები არიან

სწორედ რომ ნაც-ევრონაცები იყვნენ ისინი, ვინც საერთოდ არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს. ხვდებიან რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, თუმცა ჩვეული სტილით ცდილობენ კვლავ ევროპული და ამერიკული გზიდან გადახვევაში დაადანაშაულონ ხელისუფლება“ წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე

28 ივლისი 2021, 19:40

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა ცალ კარში თამაშის შეწყვეტა, როდესაც მთავრობა ვალდებული იყო შეესრულებინა დოკუმენტის შეთანხმება, ხოლო ოპოზიცია მუდმივად პროცესების „საბოტირებით“ იყო დაკავებული

მიუხედავად იმისა,რომ სამთავრობო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, არათუ შეიცვალა და პრაგმატულ პოლიტიკაზე გადაერთო რადიკალური ოპოზიცია, არამედ უფრო აგრესიული და რევოლუციური დღის წესრიგით დაიწყო მოქმედება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

28 ივლისი 2021, 19:37

COVID19

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის

ინგლისი აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სამოგზაურო შეზღუდვებს მოუხსნის. ამის შესახებ ინგლისის ტრანსპორტის მინისტრმა, გრენტ შეფსმა განაცხადა.

28 ივლისი 2021, 19:21

მსოფლიო

თურქეთის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი დააკავა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში ნავი დააკავა, რომელსაც 200-ზე მეტი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2021, 19:06

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 18:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ - წერს Facebook-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.

დომინიკ რააბი

28 ივლისი 2021, 18:38

COVID19

დომინიკ რააბი: ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება.

ამირან გამყრელიძე

28 ივლისი 2021, 18:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა, რეკომენდაციები მარტო შოლტითა და მათრახით არ უნდა აღსრულდეს

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს, ზრდის ტემპის შემცირებისკენაა ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი, ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ყველანაირი გათვლებით ვართ პიკში და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, მაგრამ ასევე ნელი ტემპით.

28 ივლისი 2021, 18:22

COVID19

Pfizer: ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის. ამის შესახებ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 18:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვინდა, აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა და სამინისტროს მიზანია, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე 500-მდე ძეგლზე ჩატარებული იყოს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა იყოს თანამედროვე წესების დაცვით შესწავლილი.

გაბრიელ ატალი

28 ივლისი 2021, 18:05

COVID19

საფრანგეთის მთავრობა: ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ივლისი 2021, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როცა პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია დოკუმენტის ხელმოწერას, რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ხელშეკრულების ტექსტის მიყოლას და მის შესრულებაზე მუშაობას

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია. რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ამ ხელშეკრულების ტექსტის შესრულებაზე მუშაობას? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტით გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 19 აპრილის შეთანხმებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ყველა მოაწერდა ხელს

ამ დოკუმენტს მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი ყველა მოაწერდა ხელს. ხელმოწერილი დოკუმენტში ჩამოთვლილი ძირითადი პირობები, შესრულებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში პირობები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის იყო მნიშვნელოვანი შესრულებულია.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ერთადერთი გზა რაც ოპოზიციას დარჩა, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი, სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ

ზურა ჯაფარიძე პარლამენტში არც შემოსულა, არც აპირებდა შემოსვლას. შესაბამისად ისევ ჩვენზე დამოკიდებული შევუწყვეტთ თუ არა მას მანდატს, ის ვერაფერს დატოვებ, არ შემოსულა და რას დატოვებს?! „ლელომ“ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე მინიმუმ 50%-ით ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამას ნათლად დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი. ახლა კარგი საბაბი მიეცათ, რომ ბოიკოტზე იფიქრონ და ამით საბოლოოდ დაასრულებენ თავიან ფსევდო პარტიას და ფსევდო პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

სამედრო წვრთნა Agile Spirit 2021

28 ივლისი 2021, 17:46

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ტარდება

როგორც თავდაცვის სამინისტროსი აცხადებენ, დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს

ჩვენ არც 43%-ის არ გვეშინია და არც 53%-ის და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს. არანაირი 43%-იანი ბარიერის პრობლემა არ არსებობს და ამას ზუსტად 2 თვეში დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.