imedi /  16 სექტემბერი 2020, 10:58 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და დღეს საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული სახელმწიფოა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული სახელმწიფოა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის იქცეს შესაძლებლობად.

პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება წარმატებით ჩაივლის“, - განაცხადა პრემიერმა.

დღეს საქართველოში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა გაიხსნა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 22:54

რეგიონი

ყვარლის ცენტრალურ ქუჩების სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ყვარლის ცენტრალურ ქუჩების სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ. პროსცესში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი.

ანრი ოხანაშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საერთო სასამართლოების კანონპროექტზე: ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს

ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, იქნება ეს კონსტიტუციურობისა თუ ვენეციის კომისიის საკითხი. ეს პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს და ტესტს, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია

„ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა“.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:37

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ოთხნიშნა რიცხვამდე მატების რეალური საფრთხე არ არის

„მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და მიმაჩნია, რომ ოთხნიშნა რიცხვის მატების რეალური საფრთხე საქართველოში არ არის. გაცილებით მეტია ალბათობა სამნიშნა მატებები იყოს და მერე დაიწყოს კლება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:22

სამართალი

ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო ქუთაისში, რესტორან „ტაიკო“-ში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში, გაზქურას გაუჩნდა. რესტორანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იოსებ ხახალეიშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:14

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით და ცნობილი, ისტორიული ტოლერანტობით ევროპაში ახალი გზა უნდა გავჭრათ

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - ასე მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ბორის ჯონსონი

18 სექტემბერი 2020, 22:10

COVID19

ბორის ჯონსონი: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ - ეს გარდაუვალი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.

18 სექტემბერი 2020, 22:01

სამართალი

პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

18 სექტემბერი 2020, 22:00

სამართალი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა, რასაც მენეჯერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. უცნობია, რამდენჯერ მოხდა გასროლა. შემთხვევისას კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაიჭრა და, არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2020, 21:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო! ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ ქალაქში, საკუთარ ქალაქზე, კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხის წინაშე წარდგომა, - ასე მიმართა კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე შეკრებილებს.

ზაზა ლომინაძე

18 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობას ღირსეულად გააგრძელებს

„ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა და მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა. ამის მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები უკვე მიიღო. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ეს არის მაჩვენებელი, საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობის ღირსეულად გააგრძელებს“

18 სექტემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა.

18 სექტემბერი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 123 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი

„ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები“.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ

ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ.

18 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა. გაეროს მდგრადი თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტი ​ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ სფეროებს განსაზღვრავს. 2020 წლის 18 სექტემბერის შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი (UNSDCF) და მისი შესაბამისობა მთავრობის პრიორიტეტებთან და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. ონლაინ განხილვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შედგა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

18 სექტემბერი 2020, 21:19

პოლიტიკა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

18 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ძალოვანი უწყება თავად ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:03

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი: რიკოთის უღელტეხილი თბილისსა და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის საქართველოს განვითარების სისწრაფეს

რიკოთის უღელტეხილი არის ის, რაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისსა და ქუთაისს შეაერთებს ინფრასტრუქტურულად ისე, რომ ხარისხობრივად შეცვლის საქართველოს განვითარების სისწრაფეს, ყველა განზომილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, ქუთაისში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 20:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 90 ადამიანი გარდაიცვალა.