08 მაისი 2020, 18:14 / სანდო წყარო

ზურაბ პოლოლიკაშვილი: გიორგი გახარიას სრული მხარდაჭერა აღვუთქვი

ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან გამართლ ვიდეოკონფერენციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აღვუთქვი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის გავლენის განეიტრალებისკენ მიმართული ძლიერი და ეფექტური რეაგირების შემდგომ კოორდინაციაში“, - წერს პოლოლიკაშვილი „ტვიტერზე“.

გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის ვიდეოკონფერენციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2021, 13:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის - დედას ბუშტი გვიბრუნდება

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს რომ არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

28 სექტემბერი 2021, 13:11

ტექნოლოგიები

როგორ მოვიფიქროთ და დავაყენოთ უსაფრთხო პაროლი

ინტერნეტის და სხვადასხვა აპლიკაციის მომხმარებელი თუ ხართ, ესე იგი, პაროლებსაც აუცილებლად იყენებთ. იცით, რომ პაროლი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია თქვენი ინფორმაციული უსაფრთხოების დასაცავად? - ალბათ, კი. მაგრამ, შესაძლოა, არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენ მიერ გამოყენებული პაროლი მილიონობით ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს. არადა, ზოგჯერ გვგონია, რომ ზედმეტად ჩავხლართეთ ყველაფერი და ისეთი დაცულები ვართ, ვერასდროს ვერავინ შესძლებს ჩვენს აპლიკაციებში შეღწევას.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2021, 12:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება რეაგირება, შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საერთოდ არაა საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა.

ივანე ჩხაიძე

28 სექტემბერი 2021, 12:52

COVID19

ივანე ჩხაიძე: მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ და ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი

ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციის გეგმა ვერ განხორციელდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა

28 სექტემბერი 2021, 12:50

საზოგადოება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტი ოფიციალურად დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ, კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა საბაგირო გზის მშენებლობის ხელშეკრულებას და სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩადო.

გიორგი ცუცქირიძე

28 სექტემბერი 2021, 12:44

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ოპოზიციისთვის მიცემული თითოეული ხმა სააკაშვილის და მისი ბნელი წარსულისთვის ხმის მიცემას ნიშნავს!

„არჩევნებამდე 5 დღით ადრე, სააკაშვილის დაჯავშნული ბილეთის ერთადერთი დანიშნულება, ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად დაკონვერტირებული და ფაქტობრივად წაგებული არჩევნებისათვის ინტრიგის დაბრუნებაა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს და საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სარჯველაძე

28 სექტემბერი 2021, 12:43

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მიმდინარე კვირის განმავლობაში და 3 ოქტომბრიდანაც პოლიტიკური ვანდალიზმის ფაქტები მოსალოდნელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი საარჩევნო კვირის მიმდინარეობაზე გააკეთა. მისი თქმით, როგორც მიმდინარე კვირის განმავლობაში ასევე 3 ოქრომბრიდან მოსალოდნელია პოლიტიკური ვანდალიზმის ფაქტები.

ივანე ჩხაიძე

28 სექტემბერი 2021, 12:43

COVID19

ივანე ჩხაიძე: სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა

„მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს ციფრები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ოლაფ შოლცი

28 სექტემბერი 2021, 12:30

მსოფლიო

გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატებს“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას სურთ

გერმანიაში, „სოციალ-დემოკრატებს“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე კვირას სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 12:30

საზოგადოება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ახალგაზრდობის საჭიროებებზე მომზადებულ კვლევებს გაეცნო

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ. პრეზენტაცია, რომელიც კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ უფროსმა მკვლევარმა, კესო ესებუამ წარმოადგინა, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახალგაზრდობის საჭიროებებსა და გამოწვევებს შეეხებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

რაგბის კავშირი: პოლიტიკურ პროცესებში სრკ-ის ჩართულობა მტკნარი სიცრუეა

„27 სექტემბერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს რაგბის კავშირი ჩართულია საარჩევნო პროცესში და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციას ახორციელებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა“, - ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გია აბაშიძე

28 სექტემბერი 2021, 12:27

პოლიტიკა

გია აბაშიძე: 41 ერთ მხარესაა - სიკეთე, სიმართლე, მშვიდობა, განვითარება, მეორე მხარეს ჰყავს უცვლელი დესტრუქციული ავტორი, სადაც სიბნელეა, ქაოსი, რევანშიზმი, ტყუილი, უტიფრობის უდონო ფსკერი და პოპულიზმი

„რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ზოგისთვის ეს რთული დილემაა, ზოგისთვის - სულაც არა“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მოახლოებულ არჩევნებს.

დავით ქართველიშვილი

28 სექტემბერი 2021, 12:21

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქაოსსა და მშვიდობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის კომპრომისი არ უნდა არსებობდეს

სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნება - თქვენს საძინებლებში კამერების დაყენების, ციხეების გავსების, თქვენი ქმრებისა და ვაჟების „გაქათამების", თქვენი მატერიალური კეთილდღეობის განადგურების ტოლფასი იქნება - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი. მისი თქმით, ქაოსსა და მშვიდობას შორის, წარსულსა და მომავალს შორის კომპრომისი არ უნდა არსებობდეს.

28 სექტემბერი 2021, 12:18

სპორტი

ცნობილია, რომელი მოჭიდავეები წარადგენენ საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ.

ზაალ ანჯაფარიძე

28 სექტემბერი 2021, 12:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს განცდა, რომ კარზე ისევ 2012 წელია და ხალხმა, ისევ უნდა გააკეთოს ისტორიული არჩევანი

,,არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ჭეშმარიტების მომენტიც ახლოვდება, ასევე დგება საზოგადოების სიმწიფის და ისტორიული მეხსიერების ტესტის მომენტიც’’, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას მოუწოდებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ.

28 სექტემბერი 2021, 12:04

საზოგადოება

​​​​​​​გამოქვეყნდა ოჯახების სია, რომლებსაც დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის

​​​​​​​​დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 570 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 სექტემბერი 2021, 12:00

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51-კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა და თბილისიდან რაჭამდე სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი სრულიად ახალი, 51-კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა და თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

28 სექტემბერი 2021, 11:55

მსოფლიო

შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა

შვედეთის ქალაქ გეტებორგში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 სექტემბერი 2021, 11:53

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: „მჯერა, 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში“

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, საზოგადოების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა და მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა.

28 სექტემბერი 2021, 11:53

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა და ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ერთობლივი გადამზადების კურსი გაიარეს

„სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსი მოიცავდა როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ ნაწილებს. DEMA-ს ექსპერტებმა ქართველი ინსტრუქტორები გადაამზადეს ტყის ხანძრეებსა და წყალდიდობებზე რეაგირების, ასევე, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ჩატარების მიმართულებით“.