ირაკლი კობახიძე: 2021 წლის ბოლომდე სრულად უნდა აღვადგინოთ ეკონომიკის ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ პანდემიის დროს ხელისუფლება იყო ძალიან ეფექტიანი და ჩვენ მაქსიმალურად ვცადეთ იმ პრობლემების თავიდან არიდება, რაც პანდემიით იყო გამოწვეული. საუბარი მაქვს როგორც სამედიცინო მხარეზე, ასევე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ეკონომიკური ზიანის ერთ წელიწადში აღმოფხვრას. აშშ-მა და ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ ჩვენზე დიდი ზიანი განიცადა, მაგრამ ჩვენი ამოცანა იყო ამ ზიანის მინიმუმამდე დაყვანა და სხვადასხვა ინტერვენციის საშუალებით ჩვენ ეს მოვახერხეთ, მათ შორის ბიზნესის დახმარებისა და სოციალური დახმარების სახით. რა თქმა უნდა, ეს ზიანს სრულად ვერ გაანეიტრალებს, -5 პროცენტით დაასრულებს ჩვენი ქვეყანა ამ წელს, რაც, სამწუხაროდ, აისახება და უკვე აისახა მოქალაქეების მდგომარეობაზე. თუმცა ეს ზიანი მინიმალურია სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუნდაც იმავე ევროკავშირში, სადაც ზოგ ქვეყნებს 10%-იანი ვარდნა ჰქონდათ. ჩვენი ამოცანა არის მომავალი წლის ბოლომდე სრულად აღვადგინოთ ის მდგომარეობა, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ეს სრულიად რეალურია და ამაზე მეტყველებს სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებებიც. 2021 წლის ბოლომდე ჩვენ მინიმუმ დავუბრუნდებით ეკონომიკური განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიის დაწყებამდე გვქონდა და ამის შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება მშპ-ის მილიარდობით გაზრდისთვის. ეს აისახება თითოეულ მოქალაქეზე და რადიკალურად შეამცირებს სიღარიბის დონეს საქართველოში. ჩვენ მემკვიდრეობით წინა ხელისუფლებამ სიღარიბის ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაგვიტოვა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 30% (1,150 000 ადამიანი) ცხოვრობდა. ჩვენ ეს მაჩვენებელი შევამცირეთ და პანდემიის დაწყებამდე ეს რიცხვი 730 ათას ადამიანს შეადგენდა. ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 12:50
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის პროგრამებით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:48
საზოგადოება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა მდგრადობის ანგარიშგების საკითხებზე კონფერენცია გამართა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS) ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, გამართა კონფერენცია თემაზე - „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“.
22 მაისი 2026, 12:45
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფს ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ერჟან სადენოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ მას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს
ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ მას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
22 მაისი 2026, 12:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორ შეიძლება მხარდაჭერა ჰქონდეს იმ ხალხს, რომელიც ამბობს, რომ უცხო ქვეყნის ელჩის ვასალი უნდა იყოს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოქროს გალია რკინის გალიაზე რაიმეთი უკეთესია, ძალიან ცდება, მთავარი თავისუფლებაა
რა თქმა უნდა არ განიხილავს, მაგრამ მათთვის რა აზრის აქვს, ვინც ცდილობს ასეთი საკითხის წამოყენებას - 2026-ში, 27-ში, თუ 28-ში დამარცხდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, მარცხი ხომ ყოველთვის მარცხია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს „ქართული ოცნება“? რა შემთხვევაში შეიძლება ვნახოთ ასეთი არჩევნები, რადგან ამის მოლოდინი არსებობს“.
22 მაისი 2026, 12:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „PACE“-ზე: რახან მათ აბრევიატურაში ევროპა წერია ამიტომ უფლება აქვთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდონ?! ჩვენ რა, ჩვენი სუვერენიტეტი მატო რუსეთთან მიმართებაში გვაინტერესებს? დიახაც, ზუსტად იმეორებს რუსეთის პოლიტიკას, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეზღუდოს
ეს აღარ არის უკვე ტყუილის და დეზინფორმაციის შემცველი ანგარიშები, ეს არის თაღლითური ანგარიშები. ეს არის პოლიტიკური თაღლითობა, რომელსაც აქვს სპეციფიკური მიზანი, რომ განზრახ ტყუილით ნახონ სარგებელი და დააზიანონ სხვა. ეს ანგარიში არის პოლიტიკური თაღლითობის მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.
22 მაისი 2026, 12:37
მსოფლიო
უნგრეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი
უნგრეთის ქალაქ ტისაუივაროშში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არის ყველა საფუძველ, მხარდაჭერა დაკარგული ჯგუფი, რაღაცაზე გაბოროტებულები და თავის ემოციურ პრობლემებს ახვევენ სხვებს. მათ ნეგატიურ ემოციას სხვა გასავალი არ აქვს და ერთ-ერთი, სადაც ამის გასავალს ხედავენ, არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცლა
ვხედავთ, რომ არის აბსოლუტურად ყველა საფუძველ, მხარდაჭერა დაკარგული ჯგუფი, რომელიც უბრალოდ რაღაცაზე არიან გაბოროტებულები და თავის ემოციურ პრობლემებს ახვევენ სხვებს. მათ ნეგატიურ ემოციას სხვა გასავალი არ აქვს და ერთ-ერთი, სადაც ამის გასავალს ხედავენ, არის რუსთაველზე გამოსვლა და საკუთარი ემოციებისგან დაცლა, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.
22 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: რა დემოკრატიაზე გვედავება ეს ადამიანი, შეხედოს ბერლინში როგორ შლიან მიტინგებს და ამის შემდეგ გველაპარაკოს ძალადობაზე - ბერლინში უმასპინძლეს და ჩაიხუტეს სირიის ლიდერი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
პაპუაშვილი პეტერ ფიშერს ურჩევს შეხედოს როგორ ხდება ბერლინში მიტინგების დარბევა, ასევე გაიხენოს ის ფაქტი, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა და სირიის ის ხელისუფლება „ჩაიხუტა“, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს და შემდეგ ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიაზე და ძალადობაზე.
22 მაისი 2026, 12:15
რეგიონი
RBL-ის ფარგლებში გურიის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებმა, აზიის განვითარების ბანკის Result-Based Lending-ის (RBL) - შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, გურიაში, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან პირველი ეტაპის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:13
სამართალი
სგპ ყაზბეგის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
მიმდინარე წლის 1-20 მაისის პერიოდში, ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის 31 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინსიტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:09
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:07
სამართალი
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანსუს პროვინციის გუბერნატორის მოადგილეს ვანგ პინგს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 12:03
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი: გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მიმართ პირველადი ჯანდაცვის ისტორიული და მასშტაბური რეფორმის განხორციელებისთვის
გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მინისტრ მიხეილ სარჯველაძის მიმართ პირველადი ჯანდაცვის ისტორიული და მასშტაბური რეფორმის განხორციელებისთვის, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 მაისი 2026, 12:03
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: იმ განცხადებებს, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან ტვ „პირველის“ და მისი ჟურნალისტების მისამართით გაჟღერდა, ვემიჯნები და არ ვეთანხმები, ამასთანავე, ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც პირად თავდასხმას ჩემს წინააღმდეგ
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამავე გაერთიანების ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ "ტვ პირველის" მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ემიჯნება და აცხადებს, რომ ჩერგოლეიშვილის განცხადებებს პირად თავდასხმად განიხილავს.
22 მაისი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უნდათ, შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ სუვერენიტეტზე
უნდათ, რომ შეგვაგუონ, რომ ჩვენ თუ გვინდა დავინახოთ ევროკავშირში პერსპექტივა, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ტერიტორიებზე, დავინახოთ ის, როგორც ტვირთი, ჩამოვიცილოთ და შემდეგ გაგვეხსნება გზა ევროკავშირისკენ და მეორე - უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენიტეტზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
22 მაისი 2026, 11:59
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე: მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა
მინდა შევაქო მინისტრი სარჯველაძე მისი მუშაობისა და შეუპოვრობისთვის, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. ეს გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის, გააგრძელოს პროდუქტიული თანამშრომლობა, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ, მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 მაისი 2026, 11:56
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგეს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, იშვიათი დაავადებების მედიკამენტების საკითხსა და რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებებს.


