imedi /  25 ივნისი 2017, 22:37 / სანდო წყარო

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნა

პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში „ნოვას“კიდევ ერთი ახალი საწარმო ამოქმედდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შევქმენით სწორედ ასეთი საწარმოებისთვის და შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ და სხვა წარმატებული კომპანიების მხარდაჭერას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარაში, კომპანია „ნოვას“ ახალ საწარმოში ვიზიტის დროს.

7500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებული საწარმოს აშენება-აღჭურვისთვის „ნოვამ“ 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 2 მილიონი დოლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებაა. 

2016 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2,399,962 ლარი შეადგინა. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წელს (I –IV თვე) განხორციელებული ექსპორტის ჯამური ღირებულება 1,250,573 ლარია და მიმდინარე წელს ექსპორტის მინიმუმ 20-30%-იანი ზრდა არის დაგეგმილი.

„ნოვაში“ წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 2016 წელს საშუალოდ 15,500 ტონა შეადგინა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, 2017 წელს მომავალი წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.

შპს „ნოვამ“ პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში სამშენებლო მასალების წარმოება 2015 წელს დაიწყო. კომპანია რამდენიმე სახეობის სამშენებლო მასალას აწარმოებს და ამ ეტაპისთვის 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ყველა სიახლე

28 მარტი 2026, 10:40

სამართალი

მცხეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვალზე დააკავეს.

28 მარტი 2026, 10:39

პოლიტიკა

სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.

28 მარტი 2026, 10:36

მსოფლიო

მედია: რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:34

სამართალი

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს, ხოლო სამი პირი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო სამი პირი, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე დათხოვნილია უწყებიდან.

28 მარტი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, აჭარის, თბილისისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს.

მარკო რუბიო კაია კალასი

28 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Axios: რუბიომ კალასს შესთავაზა, თავად მოაგვაროს უკრაინული კრიზისი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა საფრანგეთში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ჰკითხა, როდის დაიკავებს ამერიკა რუსეთთან მიმართებით უფრო მკაცრ პოზიციას, რასაც აშშ-ის პირველი დიპლომატის მხრიდან მძაფრი პასუხი მოჰყვა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 მარტი 2026, 10:08

საზოგადოება

გურჯაანში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მწარმოებელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ფერმერი ესწრებოდა, როგორც გურჯაანის, ასევე თელავის მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრის მიზანს დარგში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა და თანამედროვე აგროტექნოლოგიური რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.

28 მარტი 2026, 10:04

რეგიონი

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე საერთაშორისო ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

თეა ახვლედიანი

28 მარტი 2026, 09:33

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა.

28 მარტი 2026, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში

28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 08:36

მსოფლიო

ტრამპი: მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც დიდებული მშვიდობისმყოფელის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს, რომ მომავალში მისი მემკვიდრეობა დაახასიათონ, როგორც მშვიდობისმყოფელი.

სტივ უიტკოფი

28 მარტი 2026, 08:00

მსოფლიო

სტივ უიტკოფის განცხადებით, ირანელებთან შეხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, შესაძლოა, მიმდინარე კვირას გაიმართოს.

28 მარტი 2026, 03:52

მსოფლიო

CBS News: 10 ამერიკელი დაშავდა საუდის არაბეთის ავიაბაზაზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

დონალდ ტრამპი

28 მარტი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.

ფრიდრიხ მერცი

28 მარტი 2026, 00:57

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია, პრინციპში, მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

27 მარტი 2026, 23:53

მსოფლიო

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს

ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 23:49

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.

27 მარტი 2026, 22:07

მსოფლიო

ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს

ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.

მარკო რუბიო

27 მარტი 2026, 21:53

მსოფლიო

რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.

გლებ სმოლკინი დიანა დევისი

27 მარტი 2026, 21:38

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.