imedi /  04 დეკემბერი 2020, 12:09 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაუმჯობესება ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარების სწორ გეზს

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

SolAbility-ს გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 37-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. ინდექსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პოზიციების გაუმჯობესება ქვეყანაში სწორი პოლიტიკის გატარების კიდევ ერთი დადასტურებაა.

„ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგები ასახავს, თუ რამდენად სწორი გზით ვითარება ქვეყანა. მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი ერთ-ერთი ფართო შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება და როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის ხარისხით ფასდება. ასეთი ტიპის რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის და, ზოგადად, საქართველოთი დაინტერესებული პირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა და ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენ პოზიციებს. საკუთრივ სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ განვითარების გეზი, რაც აღებული გვაქვს როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიული სტანდარტების კუთხით, სწორია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის რეიტინგები ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკის ეფექტურობის აღიარებაა“, - განაცხადა გვიდიანმა.

მისივე თქმით, რეიტინგში გაუმჯობესება განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოქმედი ხელისუფლების პირობებში.

„აუცილებლად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსში 2013 წლამდე, სამწუხაროდ საქართველო ერთ-ერთი მაჩანჩალა ქვეყანა იყო და, შესაბამისად, 95-ე პოზიციას იკავებდა. ეს ლოგიკურიც არის, ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი განუკითხაობა იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესების ტერორი, კანონის ფეხქვეშ გათელვა, საკუთრების ხელყოფა და სხვა ამორფული მიდგომები ჩვეულებრივ ყოველდღიურობას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა თუ რეიტინგებში შესაბამისად იყო აღბეჭდილი ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე. დღეს კი, დიამეტრალურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, მთელი რიგი მიმართულებებით განხორციელებულმა სისტემურმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და, ბუნებრივია, საერთაშორისო ასპარეზზეც ყველა მნიშვნელოვან სარეიტინგო შეფასებაში საგრძნობი წინსვლა ფიქსირდება“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

ყველა სიახლე

10 დეკემბერი 2022, 12:17

ეკონომიკა

2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით მეტია

მათი ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის 46% საქართველოს, ხოლო 54% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. მიმდინარე წელს, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, ნავენახევის მღვიმესა და მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს გადააჭარბა.

10 დეკემბერი 2022, 12:00

რეგიონი

რუსთავში, შარტავას მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება

„ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას ჩვენი მთავარი მიზანი, სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაა, ჩვენ არცერთ პროექტს, რომელიც ქალაქში ხორციელდება, არ ვაკეთებთ საჩვენებლად. ბიუჯეტიდან თანხა და თანხის გარდა, უზარმაზარი ადამიანური რესურსი იმიტომ იხარჯება, რომ საქმე გაკეთდეს ხარისხიანად. შარტავს მოედანზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში უკვე დავიწყეთ ასფალტის საფარის დაგება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც გულისხმობს რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაციას და სამი ძირითადი მოედნის განახლებას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ევა კაილი

10 დეკემბერი 2022, 11:51

მსოფლიო

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ბელგიაში დააკავეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი და კიდევ ხუთი პოლიტიკოსი, რომლებსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Deutsche Welle-ი იტყობინება.

ზესტაფონის იუსტიციის სახლი

10 დეკემბერი 2022, 11:37

რეგიონი

ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

შენებლობები 2023 წელს დასრულდება. თანამედროვე არქიტექტურის ახალ ფილიალებში ქორწინების სივრცეებიც ამოქმედდება. მშენებლობების დასრულებისთანავე სამივე ქალაქში 55-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ანრი ოხანაშვილი

10 დეკემბერი 2022, 11:08

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის 7 კანდიდატს გაესაუბრება

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. დეპუტატები დღეს 7 კანდიდატს გაესაუბრებიან. ხუთი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 32 კანდიდატი იბრძვის.

10 დეკემბერი 2022, 11:05

სამართალი

შს სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია, საზღვრის დაცვის უფროსის, გენერალ გუნტის პუატსის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა.

10 დეკემბერი 2022, 10:52

რეგიონი

2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემათ

2023 წლის დასაწყისში ქუთაისში 320 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემათ. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა დაათვალიერა.

10 დეკემბერი 2022, 10:32

პოლიტიკა

ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

10 დეკემბერი 2022, 10:17

თემა

კრიზისის ეკონომიკა: ტენდენციები, თავისებურებები და შესაძლო განვითარება

ჩვეულიდან უჩვეულოზე 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან მოყოლებული, არაერთი კრიტიკული გამოწვევა დღემდე გადაუჭრელია. ამ მაკრო თუ მიკრო მასშტაბის პრობლემათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. თუმცა, ასეთი სიმრავლის მიუხედავად, ყველა მათგანისათვის დამახასიათებელი რამდენიმე ზოგადი თეზის ფორმულირება მაინც შესაძლებელია: (1) სახელმწიფოს, - როგორც მიუკერძოებელი არბიტრის - როლის (ნებაყოფლობით) დაკნინების ხარჯზე საბაზრო ეკონომიკის ჯანსაღი პრინციპები თანდათანობით ატროფირდება; (2) ჭარბ მოგებაზე ორიენტირებული უკონტროლო ეგოიზმის გავლენით საზოგადოებრივ-სოციალური სინერგია ირღვევა; (3) წარმოქმნილი უთანაბრობის - ხოლო, ზოგან კი უპერსპექტივობის შედეგად იმგვარი მანკიერებები აღმოცენდება, რომლებიც საფრთხეს უქმნის არა მარტო სახელმწიფოს შიდა წესრიგს, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა გლობალური სისტემისათვის აუცილებელ სტაბილურობასა და თანმიმდევრობას. მიმდინარე წლის დასკვნით სტატიაში ჩვენც მიზნად დავისახეთ, საკუთარი დაკვირვებითა და შეფასებით რამდენიმე ისეთი ტენდენცია თუ მოვლენა აღგვენიშნა, რომლებიც არა მხოლოდ სტატიკაში არის ნიშანდობლივი ეკონომიკური წყობილებისათვის, არამედ არსებით გავლენას მოახდენს მის ფორმირებაზე განჭვრეტად მომავალში. ცხადია, რომ მკითხველის სამსჯავროზე აქ გამოტანილი ჩემი, როგორც არაეკონომისტის შეფასებები, ე.წ. სამოყვარულო თვალთახედვით არის გაკეთებული, რომელსაც თემატიკისადმი პირადი ინტერესი და მრავალმხრივი იურიდიული პრაქტიკაა ამყარებს. შესაბამისად, ამ სტატიაშიც მკითხველთან საუბარი კატეგორიული დასკვნების თავიდან არიდებით, მოზომილი დაშვებებითა და შემდგომი მსჯელობის აქტივაციისათვის მოსაზრებების წარიმართება. თუმცა, ვფიქრობთ, რაც ცხარე კამათს არ უნდა იწვევდეს, არის კონსტატირება იმისა, რომ თანამედროვეობა არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი სისტემური კრიზისის, ე.წ. პოლიკრიზისის პირისპირ აღმოჩნდა. ამან კი ვითარების სწორად აღქმა, გაანალიზება და, რაც მთავარია, სურთულეთა გადაჭრა განსაკუთრებულად გაართულა. ასევე საგულისხმოა მიმდინარე რეჟიმში სხვადასხვა ბუნებისა თუ შინაარსის კრიზისის (გლობალური პანდემია, მიწოდება-მომარაგების პანდემიამდელი ქსელის მნიშვნელოვანი დაზიანება, ძირითადი ეკონომიკური ცენტრების რეცესია, ომი უკრაინაში, ჩინური საექსპორტო პოტენციალის დაღმასვლა და ა.შ.) ერთგვარი სინქრონიზაცია: ანუ, ყველა თუ არა, რამდენიმე კრიზისის ერთ კონკრეტულ გეოგრაფიაში, ერთ კონკრეტულ დროში, ერთდროულად და ერთიანი სიმწვავით აფეთქება. ხოლო, გლობალური ეკონომიკის ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, კრიზისების გეოგრაფიიდან გეოგრაფიაში ექსპორტი გაიოლდა, რამაც, საბოლოოდ, სისტემური კრიზისების სიმრავლე - მსოფლიო პოლიკრიზისი განაპირობა. ნიშანდობლივია, რომ შექმნილი მდგომარეობა იძლევა საკმარისად მკაფიო საფუძველს როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირების გამოსაკვლევად, ისე შესაძლო სამომავლო ტრენდების მოსანიშნად. ჩვენი განზრახვაც რამდენიმე მათგანის მოკლე ფორმატში აქცენტირება-ფორმულირებაა. მიმდინარე პროცესის გააზრება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ გლობალური მოვლენების ზედხედით დასანახად, არამედ დაგვეხმარება განვსაზღვროთ, თუ სად და როგორ შეიძლება მოაქციოს ამ მოვლენებმა ჩვენი ქვეყანა; ვივარაუდოთ, დავგეგმოთ და უკეთ მოვემზადოთ, რათა არ ვიქცეთ გლობალური გარდაქმნის პასიურ დამკვირვებლად; ვიზრუნოთ და ვიმოქმედოდ იმგვარად, რომ მართებული და დროული დასკვნების გამოტანით საკუთარი საზოგადოებრივ-სოციალური რეზისტენტულობა, ქართული სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობა და ადაპტირების უნარი გავზარდოთ. ამდენად, მინიშნებით ხსენებული ძირითადი ტენდენციები და სისტემის წარმომქმნელი მოვლენები ახლა უკვე კონკრეტული სახელებით აღვნიშნოთ. პოლიკრიზისის (უნებლიე) შედეგები? ზოგადი აქსიომაა, რომ ნებისმიერი კრიზისი მისასალმებელია იმდენად, რამდენადაც იგი სწორი დასკვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. მიუხედავად დღეს შექმნილი ვითარების დრამატულობისა, ამ შემთხვევაშიც შეინიშნება ისეთი ტენდენციები, რომლებიც პროცესებში გამართებული ჩარევის შესაძლებლობას ქმნის. ამავდროულად, იკვეთება ისეთი ტენდენციებიც, რომლებიც, მიუხედავად მავანთა მიერ მათი მოწონებისა თუ დაწუნებისა, არსებული გამოწვევების ობიექტური შედეგობრივი გამოვლინებაა. ახლა კი უშუალოდ რამდენიმე მათგანზე, მათ მოკლე აღწერასა და აქტუალურობის შეფასებაზე გადავიდეთ. ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის რევიზია: ერთ-ერთი იმ ფუნდამენტურ საჭირბოროტო საკითხთა შორისაა, რომლებიც თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გადაფასებას უკავშირდება. აქ საუბარი როდია არსებული საბაზრო სისტემის სრულად უარყოფაზე. რა თქმა უნდა, არა. რეალურად, აკადემიური წრეები (ისე როგორც პრაქტიკოსები) დღეს უკვე ღიად მსჯელობენ საბაზრო ინსტინქტებისადმი უკონტროლო მინდობის ავკარგიანობაზე, როდესაც ასეთი უკონტროლობა - გნებავთ, კორპორაციული აქტორების მხრიდან თვითრეგულირების კულტურა - საზიანოდ შემოუტრიალდა არამარტო საშუალოსტატისტიკურ მოქალაქეს, არამედ სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტაბილურობას, გლობალურ ეკონომიკურ მდგრადობასა და მის სისტემურ განვითარებას. სახელმწიფოს მობრუნება ეკონომიკაში: ამჯერადაც უნდა ითქვას, რომ დოვლათის შექმნასა და განაწილებას მიუკერძოებელი არბიტრი ესაჭიროება. ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ უსაფრთხო და ინკლუზიურ განვითარებაზე, რეალიზაციის საშუალებებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფასა და სოციალური სოლიდარობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული სუბიექტი - სახელმწიფო. ამასთანავე, მისი უპირობო როლი სწორედ რომ გონივრული ბალანსის შექმნაა საბაზრო ეკონომიკის ჯანსაღი ძალების მოთხოვნებსა და ადეკვატურ საზოგადოებრივ მოლოდინებს შორის. ასეთი ზომიერი და გონივრული ბალანსის გარეშე შესაძლებელი ვერ იქნება ვერც ქვეყნის შიგნით გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა და ვერც საგარეო-ეკონომიკურ ასპარეზზე ეროვნული ეკონომიკური რესურსის სრულად და კონკურენტუნარიანად ამოქმედება. აშკარაა, რომ მომდევნო რამდენიმე წელი მეტ საფუძველს მოგვცემს შედარებით უკეთ ვიმსჯელოთ სახელმწიფოს ეკონომიკაში ნეოკეინზიანიზმის თანამედროვე გამოვლინებაზე. სოციალური კეთილდღეობის სისტემა: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სიმტკიცისა და სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ საზოგადოების არცერთი წევრი არა თუ გარიყულად არ გრძნობდეს თავს, არამედ საზოგადოების სრულფასოვან მონაწილედ აღიქმებოდეს. ასეთი თანამონაწილეობისაკენ მიმავალი გზა კი ეკონომიკურ პოლიტიკასა და საკანონმდებლო ღონისძიებებზე გადის, რომლებიც მოქალაქეს, საზოგადოების წევრს (ცხადია, მისი ნებისა და შესატყვისი უნარების გათვალისწინებით) საერო-სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში საკუთარი ადგილის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. დიდი პოლიტიკის ამოცანებისა და კონკრეტული ადამიანის საჭიროებების თანხვედრა უნიკალურია, ვინაიდან ისეთი ფართო სპექტრის მიზნების ხორცშესხმას გულისხმობს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების დონის ამაღლებას, საზოგადოებრივი მედეგობის სტრუქტურის განმტკიცებას და პიროვნების თვითრეალიზებისათვის სათანადო გარემოს შექმნას განაპირობებს. ახალი სოციალური კონტრაქტი: რომლის აუცილებლობაზე საუბრის აქტუალობამაც იმატა და რომლის როლი ისევ და ისევ ზემოაღნიშნულ თემებთან ერთად უნდა განვიხილოთ. მისი არსი ეროვნული მშენებლობის დღის წესრიგში ბიზნესის მეტ თანამონაწილეობაში, საზოგადოებისადმი მის მეტ სოციალურ თანადგომასა და საერო განვითარების მიმართ მეტ პასუხისმგებლობაში გამოიხატება. ერთი სიტყვით, საუბარია იმაზე, რასაც ბიზნესი და საქმიანი წრეები (მათ შორის, საქართველოში) ყოველთვის მეტ-ნაკლებად აკეთებდნენ და თავს ართმევდნენ. ოღონდ, ჩვენი დროისა და რეალიების გათვალისწინებით, ამის კეთება მეტობითაა საჭირო: უფრო სისტემურად, ღრმად, გააზრებულად, გეგმაზომიერად. უდავოა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის ახალ სოციალურ კონტრაქტზე (კონტრაქტი აქ პირობითი სიტყვაა და ურთიერთდამოკიდებულების ახალ სტანდარტს, ქცევის დაუწერელ ნორმებს გულისხმობს) აღმოცენებული ახალი ეკონომიკური კულტურა საზოგადოებრივი ნაპრალების ამოვსებას, ეროვნული საფრთხეების შემცირებას, სახელმწიფოებრივი განვითარების საწინააღმდეგო რისკების მართვადობას შეუწყობს ხელს. ამით ხომ ახალი სოციალური კონტრაქტის სამივე ხელმომწერი მხარე თანაბრად და თანაზომიერად მოგებული დარჩება. ეკონომიკური ნაციონალიზმის აღზევება?.. რომლის მყარად დამკვიდრებაზე საუბარი ოდნავ ნაადრევია, თუმცა, ამ მხრივ, გარკვეული ტრენდი თვალშისაცემია. ახალ სოციალურ კონტრაქტზე საუბრისას უკვე აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ ფაზლში, რომელიც ახლა ფორმირდება, ყველა ელემენტი თავისებურ ურთიერთკავშირსა და ურთიერთქმედებაშია. ცხადია, რომ განყენებულ ფენომენად ვერც ეკონომიკური ნაციონალიზმი მოიაზრება. მეტიც: იგი გადახალისების რეჟიმში მყოფი გეოპოლიტიკურ-გეოეკონომიკური (უ)წესრიგ(ობ)ის ერთერთი მომაძრავებელია. ექსპერიმენტული თუ ომის ეკონომიკა? ალბათ ეს სახელები ურთიერთჩანაცვლებადია, ვინაიდან: (1) თანამედროვე ეკონომიკური ურთიერთობები ძველი წესების რღვევითა და ახალი წესების ბუნდოვანი შინაარსით ხასიათდება, ხოლო (2) ომი და მისგან გამომდინარე გლობალური კონკურენცია, ისევ და ისევ ექსპერიმენტის მდგომარეობაში მყოფი კრიზისული ეკონომიკის განმაპირობებელია. ამ ჭრილშიც საჭიროდ და შესაძლებლად მიგვაჩნია რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას შორის დაპირისპირებით გამოწვეული რამდენიმე თავისებურების დასახელება. გადახალისებული ეკონომიკური დაქსელვა: მსგავსად გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა რეგიონალური დაქსელვის (hub-and-spoke) ახალი სისტემისა, გლობალური ეკონომიკური სურათიც ძირეულ ცვლილებებს განიცდის. უწინარესად, აქ ვგულისხმობთ მსოფლიო სამრეწველო პოტენციალის ვექტორის დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადანაცვლებას. მართალია, ეს პროცესი შედარებით ადრე დაიწყო - ჯერ კიდევ პანდემიასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დიდ სახელმწიფოთა ახალ დაპირისპირებამდე - დღესდღეობით, რეალურად, აღმოსავლეთისაკენ საწარმო-სამრეწველო და სავაჭრო გრავიტაცია უფრო აშკარა გახდა. ამდენად, შემთხვევითი როდია, რომ დასავლური სამყაროშიც ამ ფუნდამენტური პროცესის თაობაზე არა მარტო მსჯელობენ, არამედ პრაქტიკულ და პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებშიც ე.წ. კონტრზომებზე საგანგებოდ ამახვილებენ ყურადღებას. ასე მაგალითად, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არასაკმარისად მიიჩნევს აშშ-ს გლობალური ეკონომიკური გავლენის არსებითი ინსტრუმენტების - ამერიკული დოლარისა და სავაჭრო შეთანხმებების - იმედად ყოფნას. აღნიშნული დოკუმენტი საგანგებოდ აღნიშნავს აღმოსავლეთიდან, მეტწილად კი ჩინეთიდან მომდინარე ეკონომიკური რისკების განეიტრალების საჭიროებას საკუთრივ აშშ-ს ეროვნულ ეკონომიკაში საგრძნობი ინვესტირებითა და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის ამოქმედებით. ეს ხაზი საკმაოდ ახლოსაა ტრამპის პრეზიდენტობისას დეკლარირებულ პოლიტიკასთან და, თუკი გავიხსენებთ ამ სტატიაში გაკეთებულ დაკვირვებებს, ერთგვარი ამერიკული ეკონომიკური ნაციონალიზმის ტოლფასია უკიდეგანო გლობალური ლიბერალური წესრიგის საპირწონედ. სათქმელი სხვაგვარადაც შეიძლება ჩამოყალიბდეს: ეს და სხვა მაგალითები ხომ არ მიუთითებს ეკონომიკური წესრიგის ახალ მახასიათებელზე - ლიბერალურ ეკონომიკაზე, ოღონდ ნაციონალური ნიშნით? ხსენებული ტრენდი (თუ ტენდენცია არა) განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი, ქართული ეკონომიკური სისტემის გადმოსახედიდან და არაერთ პრაქტიკულ რეკომენდაციას გვთავაზობს სამომავლოდ. საწვავის იარაღად გადაქცევა: მოვლენა, რომელიც ჩვენთვის weaponisation-ს სახელითაა ცნობილი. მის რეალურ არსზე და დაკავშირებულ შედეგებზე საკმაოდ ვრცლად იწერება. ამიტომ, ვეცდებით უკვე ნაცნობი შეფასებების გამეორებისაგან მკითხველი დავზოგოთ და მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკულ ასპექტზე შევაჩეროთ ყურადღება. კერძოდ, დასავლურ წრეებში აქტიურად მსჯელობენ აგრესიის ამ ახალი ფორმის - ე.წ. პეტროლ-აგრესიის - მავნე ეფექტის გამანეიტრალებელ ღონისძიებებზე. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ევროპული ბიზნესისათვის. სოციალური ფონის გამწვავების გზადაგზა, ენერგორესურსებზე ორმხრივმა (როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთის მხრიდან) შეზღუდვამ ევროკავშირი რეალური საფრთხეების წინაშე დააყენა: (1) ამოქმედებული ნებაყოფლობითი ემბარგოს შედეგად გაძვირებულმა ენერგომატარებლებმა ევროპულ სივრცეში საჭირო ტეპმით ინდუსტრიულ განვითარებას დაემუქრა (ზოგან ამ პროცესს დეინდუსტრიალიზაციაც კი ეწოდა, რაც, ვფიქრობთ, გადაჭარბებულია); (2) ალტერნატიული წყაროებიდან ენერგორესურსის ტრანსპორტირების მიზნით ახლად შესაქმნელ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტირების აუცილებლობა წარმოქმნა, რამაც, - თავის მხრივ - სოციალური პროგრამების დაფინანსების შეკვეცა გამოიწვია; (3) შესაძლოა შემცირდეს ევროპული ბიზნესის კონკურენტუნარიანობა: როგორც აშშ-სთან, ისე აზიასთან მიმართებით. ამ ეტაპზე აღნიშნული ეკონომიკური ზეწოლის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ძირითადი კონტრზომა სახელდება, კერძოდ: (1) ენერგომოხმარების რაციონალიზაცია - იმპორტირებული ენერგორესურსის გამოზოგვით მოხმარება; (2) ფასების კონტროლი - შემოსავალზე გონივრულად დასაშვები კეპის/მაქსიმალური ზღუდის შემოღება და (3) ე.წ. სოლიდარობის შენატანი - ენერგოკომპანიების ჭარბი მოგებიდან სოციალური მიზნებისათვის გადასახადის დაწესება. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გადაგვამისამართებს ამ სტატიაში აღნიშნულ იმ ტენდენციებთან, რომლებიც ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს გონივრულ მობრუნებას და, სოციალური სამართლიანობის აუცილებელ ბალანსთან ერთად, შიდა და გარე უსაფრთხოების რისკების მართვისას სახელმწიფოს გააქტირებულ როლს უკავშირდება. ნებისმიერი ამგვარი ტენდენცია კი განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენი ქვეყნისათვის, მისი კონკურენტული განვითარებისათვის. ეს კი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ენერგეტიკული თვითკმარობის მიუღწევლად, ხოლო საამისოდ საჭირო (ზოგჯერ კი არაპოპულარულ და პოლიტიკურ-პარტიულად არამომგებიან) ღონისძიებათა მიზნობრიობაზე კი პრაგმატულად უნდა შევთანხმდეთ. ფაქტი ერთია: მსოფლიო ე.წ. ომის ეკონომიკის ფაზაშია, ხოლო განვითარებული პროცესებისა და ეკონომიკური ზეწოლის საშუალებათა (რაც ენერგორესურსთან ერთად, აგრეთვე ეხება საკვებს, მედიკამენტებს, ა.შ.) ფართომასშტაბიანი გამოყენების შემყურე, შეიძლება ისიც ითქვას, რომ, პრაქტიკულად, პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის მოწმენი ვართ. ბევრი თუ ცოტა საკრედიტო რესურსის რებუსი: რაც არანაკლებ აქტუალურია თანამედროვე ომის ეკონომიკის პირობებში. პოლიკრიზისის დროს, ერთის მხრივ, აუცილებელი შეიქმნა სოციალურ და სხვა ხელშემწყობ/მასტიმულირებელ პროგრამებში მნიშვნელოვანი ფინანსების შედინება, რამაც, მეორე მხრივ, ინფლაციის ესკალაცია განაპირობა. შედეგად, რებუსის არსი ასე ჩამოყალიბდა: გაგრძელდეს თუ არა სოციალური საჭიროებებში გულუხვი ინვესტირება - მათ შორის, რეალური ეკონომიკის დაკრედიტების ხარჯზე - თუ ინფლაციის მოსათოკად მეტი სიფრთხილე (ზოგან კი, მკაფიო შეზღუდვები) დაწესდეს? კრიზისის ეკონომიკაში სწორი მართვის, ისე როგორც საკრედიტო რესურსის რაციონალური დოზირების პრობლემატიკამ ფისკალურთან ერთად, გააზრებული მონეტარული პოლიტიკის როლი წამოწია; რამაც - თავის მხრივ - ცენტრალური ბანკის მნიშვნელობის გადაფასებამდე მიიყვანა როგორც აკადემიური წრეები, ისე პრაქტიკოსები. შედეგად, ბოლო რამდენიმე ათწლეულში ამ ინსტიტუტმა ორგანზომილებიანი ფუნქცია იძულებით მოირგო: ინფლაციური პროცესების და ფასების მართვის პარალელურად, სტაგნაციის არიდებისა და რეალური ეკონომიკის ასამოძრავებლად აუცილებელი საწვავის - ფულის ადეკვატური მასით მომარაგება. ამ არაორდინარულ ვითარებაში სახელმწიფოს, როგორც ჭკვიანი მარეგულირებლის, დანიშნულებაც სწორედ რომ რაციონალური ბალანსის უზრუნველყოფაა საფინანსო რესურსზე დაუოკებელ მადასა და ეკონომიკის თანაბარი და პროგნოზირებადი განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს შორის. ზუსტად ამ გამოწვევას აწყდებიან დღეს მოწინავე ქვეყნები; ხოლო ზრდის ტემპის აჩქარების კვალდაკვალ, შესაძლოა განვითარებადი (ქართული) ეკონომიკაც უფრო გამოკვეთილად წააწყდეს. საბოლოოდ, საფინანსო და სხვა, განსაკუთრებით - ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კრიტიკულ ინდუსტრიებში პოსტ-საფინანსო კაპიტალიზმზე გადაწყობის პროცესებმა გაააქტუალურა ცივი ომის შემდგმომ პერიოდში თაროზე დასაწყოებული ის საკითხები, რომლებიც ამ სტატიაშია ნახსენები: (ა) რეგულაციების სწორი მორგება განვითარების თანაზომიერი ტემპის შენარჩუნების პირობით; (ბ) საფინანსო აქციონირებიდან (ე.ი.ზემოგებაზე კონცენტრაცით) ფართო გაგებით აქციონირებაზე (ქვეყნის განვითარების მიზნით ინკლუზიური საზოგადოებრივ-სოციალური დღის წესრიგის იმპერატივი) გადასვლა; (გ) ბიზნესსაქმიანობაში წარმატების საზომად ახალი, გამორჩეულად მერიტოკრატიული კრიტერიუმების დანერგვა და სხვა. დასკვნა გაგრძელებისათვის ნებისმიერ რეცესიასა თუ კრიზისს, შედეგად, ახალი წონასწორობისაკენ მივყავართ. ეს ერთგვარი აქსიომაა: მათ შორის, ეკონომიკაშიც. სამომავლო წონასწორობა უნიკალური იქნება იმითაც, რომ იგი არა მარტო გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის დაპირისპირებით, არამედ ეკონომიკურ გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის ჭიდილითაც გამოვლინდება. პროცესის ამგვარი მრავალშრიანი (რ)ევოლუციონირება ქართული მხარისაგან მუდმივ დაკვირვებასა და სათანადო გაანალიზებას მოითხოვს. როგორიც არ უნდა იყოს ძველი წესების ახლით ჩანაცვლების ტემპი და თვისობრიობა, მომდევნო ეტაპის წონასწორობის მახასიათებლებად ვივარაუდებდით: (1) გარე საფრთხეებისა და შიდა ექსტრემისტული რისკების სამართავად სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენას შორის დაუშვებელი ხასიათის უთანასწორობის აღმოფხვრას; რაც, სხვა საკითხთა შორის, მიიღწევა - (2) სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში გააზრებული ინტერვენციის მცდელობით, მის ხელთ არსებული პოლიტიკურ-ინტელექტუალური და მატერიალური რესურსის თანაზომიერად; და რასაც, მაღალი დაშვებით, მივყავართ - (3) ე.წ. მცირე მთავრობის ეტაპის დასრულებასა და საერთოეროვნული ეკონომიკური მოდელის კეინზიანიზმთან (სახელმწიფო, როგორც ეკონომიკური ზრდის აქტიური დამკვეთი და განმსაზღვრელი) მიახლოვებით, - ბუნებრივია - თანამედროვე რეალიებისა და მოთხოვნების შესაბამისად. ცხადია, ვარაუდების დეფიციტს ჩვენს დროში არცერთი დისკუსია არ განიცდის. ზოგიერთი შედარებით მეტი დამაჯერებლობით გამოირჩევა, ზოგი კი ნაკლებით. ასეთ დროს მთავარია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური წესწყობილების ახალი სტანდარტებისაკენ (new normals) მიმავალი გზა მრავალი მოულოდნელობითაა აღსავსე. მართებულად შენიშნაა ამერიკელი მაკროეკონომისტი ბენ ბერნანკე საკუთარ პროფესიული კარიერიაზე, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ რა მოხდება არავინ იცის. ჩვენი დროის გამოწვევათა გათვალისწინებით, ეს შენიშვნა კრიტიკულია არა მარტო ეკონომიკასთან, არამედ სხვა სფეროებთან მიმართებითაც. ამიტომ, საქართველო - თავისი საზოგადოების, აკადემიური და კვლევითი წრეების, ისე როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის სახით, - თანამედროვე მსოფლიოს არაპროგნოზირებადობით გამოწვეული არასწორხაზოვანი გზის გადასალახად უნდა მოემზადოს. ეს ის გზაა, რომელზეც სვლა სტრატეგიული შეუპოვრობისა და ტაქტიკური იმპროვიზაციის ხელოვნების ერთობლიობას ითხოვს. ვიქტორ ყიფიანი ჯეოქეისი, თავმჯდომარე

ჯეი კენგი

10 დეკემბერი 2022, 09:43

მსოფლიო

ყოფილ პოლიციელს, რომელიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ყოფილ პოლიციელს, რომელიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ ABC იტყობინება.

10 დეკემბერი 2022, 09:16

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ჯუზეპე ვალდიტარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გრანტ უოლი

10 დეკემბერი 2022, 09:03

სპორტი

არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის დროს ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გარდაიცვალა

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

10 დეკემბერი 2022, 08:39

სპორტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელარუსი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იმას, რომ უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის შემდეგ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩეს.

10 დეკემბერი 2022, 08:16

კულტურა

ბენქსი ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა

ანონიმური ბრიტანელი მხატვარი ბენქსი უკრაინის ქალაქ ირპენის საპატიო მოქალაქე გახდა. ამის შესახებ Facebook-ზე ირპენის მერი ოლექსანდრ მარკუშინი წერს.

10 დეკემბერი 2022, 01:56

სპორტი

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი გახდა. ლიონელ სკალონის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები დაამარცხა.

10 დეკემბერი 2022, 00:58

სპორტი

ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, 2024 წლის ევროპის 17 და 19-წლამდე ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, აღნიშნულ ასაკებში საქართველოს ასაკობრივი გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

ტიტე

10 დეკემბერი 2022, 00:29

სპორტი

ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, ტიტემ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს.

10 დეკემბერი 2022, 00:14

მსოფლიო

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

საპატრიარქო

10 დეკემბერი 2022, 00:03

საზოგადოება

საპატრიარქო: ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.

პოლ უილანი

09 დეკემბერი 2022, 23:55

მსოფლიო

CNN: რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემა მოითხოვა

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ამერიკელი ყოფილი ქვეითის, პოლ უილანის სანაცვლოდ აშშ-ისგან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.