Imedi /  21 დეკემბერი 2020, 16:12 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: პოსტპანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ „ნამახვანის“ მსგავს მეგაპროექტებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

„ნამახვანის ჰესების“ კასკადზე როდესაც ვსაუბრობთ, ესაა 1,5 მლრდ კვტ/სთ გამომუშავება, რომელიც ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების დაახლოებით 10 პროცენტია. ესაა 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და ჩვენ 2021 წელს, პოსტ-პანდემიურ პერიოდში ნამდვილად უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს. პროექტში დასაქმდება 2000-მდე ადამიანი, ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, როდესაც ასეთი მსხვილი პროექტი ხორციელდება, მას ცალსახად გააჩნია თავისი ზეგავლენა გარემოზე.

„ამ საკითხს ძალიან სკრუპულოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება. თავად ინვესტორმაც ძალიან ბევრი გააკეთა ამ მიმართულებით - საკმაოდ ბევრი კვლევა ჩაატარა, სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს, მათ შორის, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მეფუტკრეობა და მეღვინეობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ინვესტორი კომპანია თანამშრომლობს ხეობის მცხოვრებლებთან, ახორციელებს სხვადასხვა სოციალური ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საბავშვო ბაღისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას.

„ბუნებრივია, პერიოდულად ჩნდებოდეს გარკვეული კითხვები, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორთან და მოვუწოდებთ კიდეც, რომ უფრო მეტად შევიდეს პროექტის განმარტებაში, თუ როგორ არის ყველა რისკი აცილებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის გაცემული.

„ჩატარებულია გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები. ის ფაქტიც კი, რომ ნებართვას ჩვენ ეტაპობრივად გავცემთ და თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ კვლავ ხდება გადამოწმება, რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ ობიექტს და მის უსაფრთხოებას. ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ და ვამონიტორებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 10:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში.

ანდრი სიბიგა და ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 10:53

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს

ლონდონი კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ტექნოლოგიებს გადასცემს უკრაინაში მათი აწყობისთვის. ევროპულ თავდაცვის კომპანია MBDA-ს ნება დაერთვება, უკრაინას გაუზიაროს საიდუმლო მონაცემები ბრიტანული Storm Shadow-ს ფრანგული ვერსიის​ - SCALP-ის კომპონენტების შესახებ. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ენდი ბერნემის კიევში ვიზიტამდე გაავრცელა.

დავით ქართველიშვილი

24 აგვისტო 2026, 10:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული

ჰარვარდის ქართველოლოგიის პროგრამა და სამეცნიერო კვლევები გარე ლობისტების მიერ ძალაუფლებისთვის ბრძოლაში „სახარჯ მასალად“ იქნა გამოყენებული, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

24 აგვისტო 2026, 10:33

მსოფლიო

უკრაინამ დაღესტანში, ადიღესა და სტავროპოლის მხარეში Ozon-ის საწყობებს დაარტყა

გარდა ამისა, უკრაინული დრონების დარტყმის ქვეშ მოჰყვა Ozon-ის 3 საწყობი სხვადასხვა რეგიონში - ადიგეისკში, მაჰაჩყალასა და ნევინომისკში. მარკეტფლეისის პრესსამსახურის ინფორმაციით, ​ადიგეისკსა და ნევინომისკში დაშავებულები არ არიან, ხოლო თვითონ ობიექტები და შიგნით არსებული საქონელი „წესრიგშია“. ამასთან, საწყობები ჯერჯერობით დახურულია. მაჰაჩყალაში კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

24 აგვისტო 2026, 10:18

რეგიონი

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა

რუსთავში №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 10:09

ტაბლოიდი

ბელგიაში ავტომობილების გამყიდველი დნმ-ტესტის შემდეგ სამეფოს პრინცი გახდა👑

ბელგიაში 26 წლის ავტომობილების გამყიდველი, კლემან ვანდენკერკჰოვი პრინცად ცნეს, მას შემდეგ რაც მისი სამეფო წარმოშობა დნმ-ტესტმა დაადასტურა. CNN-ის ცნობით, კლემანი 2000 წლის აგვისტოში დაიბადა. მისი დედა ბელგიელი მომღერალი ირის ვანდერკერკჰოვია, რომელიც სცენაზე ვენდი ვან ვატენის ფსევდონიმით გამოდის, მამა კი მეფე ფილიპეს უმცროსი ძმა - პრინცი ლორანი. წყვილს 1990-იან წლებში ხანმოკლე რომანი ჰქონდა.

24 აგვისტო 2026, 10:04

რეგიონი

ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 09:55

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

აბას არაღჩი

24 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.

24 აგვისტო 2026, 09:32

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

24 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.

24 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს

ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი

24 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

24 აგვისტო 2026, 09:10

საზოგადოება

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge დღეიდან დაიწყო და 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

24 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.