თბილისის ვიცე-მერი: 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია
ირაკლი ხმალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
როგორც მან თბილისის საკრებულოში განაცხადა, უკვე მეოთხე წელია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარზე ნაკლები არ არის.
„ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია მილიარდ 50 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც მომავალი წლის პირველივე თვეს, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ტრანსფერი, რომელიც ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ეს თანხებიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, პანდემიამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მლნ ლარს მიაღწევს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შეგახსენებთ, რამდენი იყო თბილისის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში - ეს იყო დაახლოებით, 700-800 მლნ ლარის ფარგლებში. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მოვახერხებდით, თბილისის ბიუჯეტს 1 მლრდ ლარისთვის მიეღწია. თუ გადახედავთ ბიუჯეტის ჯამურ ჭერებს 2018, 2019, 2020 და ახლა უკვე 2021 წლებისთვის, არც ერთ შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს თბილისისთვის, მისი მოსახლეობისთვის იხარჯებოდა მინიმუმ 1 მლრდ ლარი. ეს ციფრი 2021 წელს იქნება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. აქედან დაახლოებით, 1/3 ანუ 33% მიმართულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი ხარჯები, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთელი თბილისის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი ჯამურად, 425 მლნ ლარს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის საკრებულო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, თბილისის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 21:17
საზოგადოება
8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმე კახიძემ მერს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ პარკი გაიხსნა და მერმა ცერემონიაზე მაქსიმეც დაპატიჟა.
25 აგვისტო 2026, 21:11
პოლიტიკა
ოთარ ანგურიძე: ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ ე.წ. სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია
ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ ე.წ. სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ქართუ ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.
25 აგვისტო 2026, 20:53
საზოგადოება
რა ელის ნაგებობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწავლობდა. სნოს ისტორიულ სკოლას სპეციალისტები ამოწმებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყაზბეგში მდებარე საუკუნოვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დამატებით ექსპერტიზას ატარებენ, რათა შენობის უსაფრთხოება და ისტორიული იერსახის დაცვა უზრუნველყონ.
25 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და დაზიანებული ხეების ჩანაცვლება - რა გამოიკვეთა სამუშაოს პროცესში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსთაველის გამზირზე, სამუშაოს დროს, დაზიანებული ხეები აღმოაჩინეს. ერთის მოჭრაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მეორე შემთხვევას სწავლობენ.
25 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ათასობით ახალი სტუდენტი და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი შედეგები - ეროვნული გამოცდების დასკვნითი შედეგები ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში ეროვნული საგამოცდო პროცესი დასრულდა. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა ახალი ნაკადი გადანაწილდა.
25 აგვისტო 2026, 20:42
მსოფლიო
Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს
საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.
25 აგვისტო 2026, 20:40
სამართალი
ნარკოდანაშაულის ფაქტები და 26 დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დღეების საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტი რეჟიმით განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 33 კილოგრამამდე, ექვსი მილიონი ლარის ღირებულების ე.წ ჰაშიში.
25 აგვისტო 2026, 20:33
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. მუშაობის შედეგი კი სახეზეა. შემცირებულია სიძულვილის ენის გამოყენება. დღეს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სასამართლო პროცესები გაიმართა.
25 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ქვეყნის ინტერესების დაზიანება, რევოლუციური სცენარები და საერთაშორისო ასპარეზზე ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - ყველაფერი ოპოზიციის, ენჯეობისა და აქტივისტების მოქმედებების შესახებ.
25 აგვისტო 2026, 20:22
პოლიტიკა
აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბასთუმნის განვითარებაზე ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებს მმართველ გუნდში პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებენ. შეტევის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გახდა.
25 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს.
25 აგვისტო 2026, 19:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
25 აგვისტო 2026, 19:33
მსოფლიო
კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს
კანადამ სამშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.
25 აგვისტო 2026, 19:18
მსოფლიო
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა. ეს განცხადება უფლებადამცველი ორგანიზაციების იმ კრიტიკას მოჰყვა, რომელთა შეფასებითაც ტოკიოს რეაქცია სუსტი იყო.
25 აგვისტო 2026, 18:58
მსოფლიო
ტრამპი: აშშ გაანადგურებს ირანის ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ახალ ნაღმებს განათავსებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, და დაიმუქრა, რომ გაანადგურებს ნებისმიერ ხომალდს, რომელიც ახალი ნაღმების განთავსებას შეეცდება.
25 აგვისტო 2026, 18:52
მსოფლიო
CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა
ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება.
25 აგვისტო 2026, 18:50
საზოგადოება
პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები საკოორდინაციო შტაბის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ, - ინფორმაციას საქართველო პარლამენტი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 18:42
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია
ახლახან შემატყობინეს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, რომ ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ყველა ნაღმი გაუვნებელყოფილია ან აფეთქებულია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
25 აგვისტო 2026, 18:37
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე შეტევა და სიცრუის გავრცელება გარე ძალების აგენტებით დაკომპლექტებული ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტია, -წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
25 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია
ოფიციალურმა პეკინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური სანქციები „მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას“ და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ირანს შორის თანამშრომლობის შეფერხება დაუშვებელია.


