რევაზ სოხაძე: სამი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მიერ უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე ამის მოლოდინი ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა
რევაზ სოხაძე
ფოტო: თბილისის საკრებულო
„სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ, ვიდრე ამის მოლოდინი ვინმეს შეიძლებოდა ჰქონოდა. ურბანული მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ვფიქრობ, რომ იყო ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს.
მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ქალაქის ურბანული პოლიტიკა კალაპოტში ჩადგა. რევაზ სოხაძის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები ნებისმიერი სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს ხელმძღვანელობენ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, მეტი სტადიონი და სპორტული კომპლექსი გაჩნდეს.
„თამაშის წესები ამ მიმართულებით ყველასთვის ნათელია, ბიზნესიც შეეგუა და მიიღო ეს წესები. დღეს, მერიის მხრიდან სერვისები ოპერატიულად და სწორად მიეწოდება ბიზნესის მოთამაშეებს. შეიძლება ამას ჩვენი ოპონენტები ვერ და არ ხედავენ, თუმცა ვინც ამ სფეროში ჩართულია, ყველა გრძნობს და ხედავს გაუმჯობესებას. ურბანული განვითარების ერთ-ერთი ნაწილია ასევე ქალაქის თანაბარი განვითარება. ის რომ, ქალაქის ცენტრი და გარეუბნები ერთნაირად ვითარდებოდნენ. წლევანდელი ბიუჯეტი ამის ნათელი მაგალითია. სატრანსპორტო და ურბანულ პოლიტიკას თუ გვინდა რომ შედეგი მოყვეს, უნდა გვქონდეს განვითარებული გარეუბნები. რთული იყო ამ ინერციის დაძლევა ბიუჯეტის დაგეგმარების დროს, რაც ამ ქალაქს წლების განმავლობაში მოჰყვება. მაგრამ ნელ-ნელა ამ მიმართულებით წინ მივდივართ, ბევრი ნაბიჯია კიდევ გადასადგმელი. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო უკეთეს ბიუჯეტს მივიღებთ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს წევრმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე, ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე კი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებაზე ისაუბრა.
„ტრანსპორტის სფეროში პირველად შეიქმნა პოლიტიკა. ისევე როგორც სხვა სფეროებში, გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა და სტრატეგია ყველა საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება და უსაფრთხოება პრიორიტეტული გახდა. მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რაც ამ ქვეყანაში განხორციელებულა. ამასთან, ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ სანქციები ტროტუარებზე არასწორი პარკირების თუ გადაადგილების მიმართულებით, გამკაცრდეს. სოციალური პოლიტიკის ნაწილია ასევე ბასლაინები. ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მოსწონთ თუ არა ცვლილებები, რაც ამ ქუჩაზე განხორციელდა?“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მან ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯოს გამწვანების მიმართულებით. რევაზ სოხაძე თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის გრძელვადიანი გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერიის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი ხელფასები უნდა გაიზარდოს.
„ვინც მერიის სტრუქტურებში მუშაობს, მათი 24 საათიანი შრომის შედეგია, რითაც ვამაყობთ. ამიტომ ამ ადამიანებისთვის ღირსეული გასამრჯელოს მიცემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან ამ ქალაქის ჯარისკაცები. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქალაქს პროფესიონალები ემსახურებოდნენ და ისინი შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გადაიხედოს, მერიის თანამშრომელთა ანაზღაურება,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.
დღეს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 18:11
სპორტი
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს
ხვალ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს.
12 ივლისი 2026, 17:53
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ოპერატიულმა შტაბმა სამომავლო პრევენციული ღონისძიებებიც დაგეგმა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მთავრობის წევრებთან, პარლამენტის წევრებთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ოპერატიული შტაბის სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.
12 ივლისი 2026, 17:45
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ცხოვრება გვახსენებს, რომ რწმენა და თავდადება მარადიული ფასეულობებია. საქართველოსთვის ქრისტიანობა მხოლოდ რელიგიური არჩევანი არ ყოფილა. ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი განვითარების განუყოფელი ნაწილი გახდა
12 ივლისი 2026, 17:22
რეგიონი
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
12 ივლისი 2026, 17:19
რეგიონი
დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 17:04
რეგიონი
რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო
თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
12 ივლისი 2026, 15:48
რეგიონი
რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას
სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.
12 ივლისი 2026, 15:46
მსოფლიო
ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს
„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
12 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა
ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად კატარს მეთაურობს.
12 ივლისი 2026, 14:46
სპორტი
ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია
ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.
12 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა
რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.
12 ივლისი 2026, 14:39
მსოფლიო
ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა
სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.
12 ივლისი 2026, 14:35
მსოფლიო
საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.
12 ივლისი 2026, 14:31
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ
„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.
12 ივლისი 2026, 14:19
საზოგადოება
მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.
12 ივლისი 2026, 14:17
რეგიონი
რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა
თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.
12 ივლისი 2026, 14:16
საზოგადოება
პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.
12 ივლისი 2026, 14:09
რეგიონი
„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
12 ივლისი 2026, 13:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი
„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.
12 ივლისი 2026, 13:15
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება
„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.


