25 დეკემბერი 2020, 19:32 / სანდო წყარო

კახა კალაძე: თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოპონენტები საუბრობდნენ

კახა კალაძე

კახა კალაძე

რამდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა მიზანმიმართული არასწორი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განმარტება იქნა გაკეთებული ჩვენი მხრიდან, მაინც იყო მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. რეალობა სულ სხვაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, რომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოპონენტები საუბრობდნენ და, რა თქმა უნდა, მორგებულია ქალაქის კეთილდღეობაზე. ბიუჯეტის მესამედი მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა. ასევე არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტები. თქვენ იცით, რომ 2020 წელს არსებული პანდემიის გამო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან თანხები იქნა მიმართული სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე პანდემიიდან გამომდინარე. 2021 წელი იქნება ის წელი, სადაც ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 08:46

COVID19

ბელგია კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზეა

ბელგიაში კორონავირუსის ყოველდღიური ახალი შემთხვევებმაც იმატა და იმ პაციენტთა რიცხვიც გაიზარდა, რომელთა საავადყოფოში გადაყვანაც აუცილებელია. საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 53 % ე.წ. ბრიტანული შტამია. რეპროდუქციული მაჩვენებელი 1 დან 1.12 - მდე გაიზარდა.

შარლ მიშელი

28 თებერვალი 2021, 08:25

პოლიტიკა

დღეს საქართველოს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დღეს საქართველოს ეწვევა. ევროკავშირის საბჭოს განცხადების მიხედვით, ის ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

28 თებერვალი 2021, 08:05

სპორტი

კიევის ტურნირის პირველ საფინალო დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს

ტურნირის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ) ხვდად წილად, ბრინჯაოს მედალს კი რამაზ სილაგავა (55 კგ) დაეუფლა.

28 თებერვალი 2021, 00:55

კულტურა

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს

„სუპერმენის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ფერადკანიანი მსახიობი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ფილმს Warner Bros. Pictures-ი გადაიღებს, სცენარზე ნოველისტი ტა-ნეჰისი იმუშავებს, ხოლო პროდუსერი კი სავარაუდოდ ჯ.ჯ. აბრამსი იქნება.

ლექსო თამაზაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:49

საზოგადოება

ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

Facebook პოსტში ის წერ, რომ პირი, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, მისი უახლოესი მეგობრის ბიძაა ( მამის ძმა), დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 თებერვალი 2021, 00:42

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოსა და აშშ-ს შორის მტკიცე თანამშრომლობას წარმოადგენს

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის მიერ სწავლების ჩატარებას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე ეხმაურება.

28 თებერვალი 2021, 00:40

ტაბლოიდი

8 წლის განმავლობაში ერთად მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ

აშშ-ში, 8 წლის განმავლობაში ერთ ბარში მომუშავე დაქალები დები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

28 თებერვალი 2021, 00:21

ეკონომიკა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

„ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

28 თებერვალი 2021, 00:11

ტაბლოიდი

კატა რომელიც პატრონმა მარტო დატოვა „ატირდა“. ვიდეო

ვიდეო უსაფრთხოების კამერამ საოცარი მომენტი დააფიქსირდა, „სევდიანი კატა“, რომელიც პატრონმა სახლში მარტო დატოვა კამერაში თვალცრემილიანი იყურება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ბრიტანული ჯიშის კატის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო და მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

ბრიტანული შტამი

27 თებერვალი 2021, 23:58

COVID19

ცნობილია, სულ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. გამყრელიძის თქმით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ.

27 თებერვალი 2021, 23:48

ტექნოლოგიები

Toyota იაპონიაში მომავლის ქალაქს აშენებს

​​​​​​​კომოანია Toyota-მ იაპონიაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელი პოლიგონი იქნება, - ამის შესახებ Independent წერს.

ნიკოლ ფაშინიანი

27 თებერვალი 2021, 23:18

მსოფლიო

სომხეთის პრემიერმა პრეზიდენტს გენშტაბის მეთაურის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

27 თებერვალი 2021, 22:55

მსოფლიო

შავ ზღვაში ნატოს სწავლება დაიწყო

შავი ზღვის პორტ კონსტანცაში ნატოს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა „პოსეიდონ 21“ დაიწყო. ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2021, 22:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტერ არტურ გოტი

27 თებერვალი 2021, 22:22

მსოფლიო

ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News იტყობინება. 81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პეტერ გოტი გამბინოს მაფიოზურ კლანს სათავეში 2002 წელს, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

27 თებერვალი 2021, 22:18

სამართალი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო. Imedinews-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აქცია საოკუპაციო ხაზთან

27 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ტარდება საპროტესტო აქციები

ჩვენ ცალსახად ვიზიარებთ იმ საპროტესტო მუხტს, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 21:43

პოლიტიკა

სუსი: საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად უკანონოდ საქართველოს 80-დან 160-მდე მოქალაქეს აკავებენ

უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

თამთა გოგუაძე

27 თებერვალი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

Washington Post

27 თებერვალი 2021, 21:18

საზოგადოება

The Washington Post-ი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.