imedi /  28 დეკემბერი 2020, 13:01 / სანდო წყარო

სალომე ვარდიაშვილი: დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის

სალომე ვარდიაშვილი

სალომე ვარდიაშვილი

წლის ბოლოს ვადა ეწურება ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ 3 წლის წინ დადგენილ ტარიფებს, რომელთა გადახედვა, არსებული გლობალური და ლოკალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, გარდაუვალია. ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ დენის ტარიფის ზრდას, რაც, მათი აზრით, აუცილებელია დარგის გადარჩენისა და გამართული მუშაობისთვის. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი, რომელიც აქტიურადაა ჩართული პროცესებში, მიიჩნევს, რომ საქართველოში დღეს ყველა წინაპირობა არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდისთვის.

„დაზუსტებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სატარიფო განაკვეთის გაზრდის წინაპირობები არის. ასეთია ჩემი პროგნოზიც, რომ ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. თუმცა, ველოდებით სემეკის საჯარო სხდომას, რომელიც, ტრადიციულად, ღია იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება თვალი ადევნოს, მოუსმინოს და ჩაერთოს პროცესში“, - ამბობს ენერგოომბუდსმენი.

სალომე ვარდიაშვილის პროგნოზით, ტარიფის ზრდის მოცულობა განსხვავებული იქნება სამომხმარებლო და კომერციული სექტორებისთვის. „ბუნებრივია, კომერციული სექტორის ტარიფი რამდენჯერმე მეტად გაიზრდება, სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან შედარებით“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი. მანამდე ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები არ გამორიცხავდნენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი საყოფაცხოვრებო და კომერციული სექტორისთვის, საშუალოდ 8 თეთრით გაიზარდოს.

„თელასის“ აბონენტებისთვის 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი, დღეის მდგომარეობით, დღგ–ს გარეშე 12.325 თეთრს, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.544 თეთრს შეადგენს. 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით – დღგ–ს გარეშე 15.725 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 18.556 თეთრია. ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი, შესაბამისად, 19.525 და 23.040 თეთრი ღირს. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფებს რაც შეეხება, 0 კვტ.სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით დღგ–ს გარეშე 12.065 თეთრი, ხოლო დღგ–ს ჩათვლით 14.237 თეთრს შეადგენს. მოხმარებული 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით, შესაბამისად, 15.435 და 18.213 თეთრია, ხოლო 301 კვტ.სთ-დან და მეტი – 19.265 და 22.733 თეთრია. არსებული ტარიფები სემეკმა 2017 წელს დაადგინა და მათი მოქმედების ვადა 2018 წლის 1–ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

10 სექტემბერი 2026, 10:14

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა ფრიდრიხ მერცი

10 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:12

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

თორნიკე ჭეიშვილი

10 სექტემბერი 2026, 08:43

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი „ასავალ-დასავალის“ სტატიებზე: ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას

სწორედ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეგულარულად ცდილობდნენ ამა თუ იმ მცდარი, დაუზუსტებელი ინფორმაციის ტირაჟირებას და შესაბამისი საქმის პოლიტიზებას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნინო წილოსანი

10 სექტემბერი 2026, 08:28

პოლიტიკა

ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან

მან ასე შეაფასა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 08:15

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბალღოჯიანი და კუჭატანი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფელ ბალღოჯიანში გზის 2190 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 770 623 ლარს შეადგენს.

10 სექტემბერი 2026, 08:11

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.

10 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს

სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.

10 სექტემბერი 2026, 08:05

პოლიტიკა

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.

10 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე

10 სექტემბერი 2026, 00:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.