IMEDI /  13 თებერვალი 2021, 11:01 / სანდო წყარო

კობა გვენეტაძე: Fitch-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად „BB“-ზე ტოვებს

კობა გვენეტაძე

კობა გვენეტაძე

სარეიტინგო კომპანია „Fitch“ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად „BB“-ზე ტოვებს, - ამის შესახებ Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე წერს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში. მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ხელი შეუწყო ფინანსურ სტაბილურობასა და გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილებას. საქართველოს ეკონომიკა არის მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე ზომის და საკმაოდ ღია (სავაჭრო გახსნილობაა მშპ-ს 60.9%, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე 46.5%-იანი ‘BB’ ჯგუფის მედიანური მაჩვენებელი). თუმცა სანდო პოლიტიკის ჩარჩომ 2012 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობის ინდიკატორები ‘BB’ ჯგუფის მედიანურ მერყეობაზე ქვემოთ შეუნარჩუნა“, - აღნიშნავს გვენეტაძემ.

მისივე თქმით, „Fitch“-ის რეიტინგი საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ასახავს.

„მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო +1 ქულა ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრული ფისკალური პოლიტიკის სტრატეგიას და სსფ-ს რაოდენობრივი კრიტერიუმებისა და სტრუქტურული მაჩვენებლების კარგად შესრულების გამოცდილებას. პოლიტიკის ასეთმა კომბინაციამ საგარეო შოკებისადმი მდგრადობა უზრუნველყო, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში უარყოფითი განვითარებების დროს, და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა.

PS ფულადი აგრეგატების ზრდის ანალიზის მოყვარულები ამ ტექსტის შეფასებით ნუ შეწუხდებით - სჯობს, მონეტარული პოლიტიკის თეორიის კონსპექტები განაახლოთ“, -წერს გვენეტაძე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2021, 01:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის ვიდეოსამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის პირობებში, ვლადიმერ პუტინს სანერვიულო არაფერი აქვს.

08 დეკემბერი 2021, 01:12

მსოფლიო

კრემლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიები მოსთხოვა, რაც ნატოს გაფართოებას გამორიცხავს. ამის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეოსამიტის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

08 დეკემბერი 2021, 00:48

ტექნოლოგიები

კვლევა: „ვიაგრა“ ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

ლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7,2 მილიონი ადამიანის 6-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის ალცჰაიმერით დაავადების შემთხვევები გაცილებით იშვიათად ფიქსირდება.

მიხეილ სააკაშვილი

08 დეკემბერი 2021, 00:34

სამართალი

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა, იგი ამ დრომდე შეუფერხებლად სარგებლობს ტელევიზორით და არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

08 დეკემბერი 2021, 00:20

COVID19

პოლონეთში რიგი პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

პოლონეთში რიგი პროფესიებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2022 წლის 1-ლი მარტიდან აცრა სავალდებულო იქნება მედიკოსების, მასწავლებლებისა და უნიფორმიანი საჯარო მოხელეებისთვის.

ჯიმ რიში

08 დეკემბერი 2021, 00:09

მსოფლიო

წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

07 დეკემბერი 2021, 23:20

COVID19

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზით აცრას არ გამორიცხავენ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს.

07 დეკემბერი 2021, 23:00

მსოფლიო

ბელარუსში „არამეგობრული ქვეყნებიდან“ ხორცის, რძის, მარილისა და სხვა პროდუქტების შეტანა აიკრძალება

2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბელარუსი „დისკრიმინაციული პოლიტიკისა გამტარებელი და არამეგობრული ქმედებების განმახორციელებელი ქვეყნებიდან“ გარკვეული სახეობის პროდუქტების იმპორტს აკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

07 დეკემბერი 2021, 22:40

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი ოპოზიციას: როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც „ცენტრპოინტია“ პასუხისმგებლობა აიღეთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა თბილისის მთავრობას წარმატებები უსურვა.

07 დეკემბერი 2021, 22:26

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენებით რუსეთი ცდილობს, ყურადღება რეალური პრობლემებიდან გადაიტანოს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, რუსული სამხედრო წვრთნებისა და საქართველოში პარტნიორებთან ერთად ჩატარებული სამხედრო წვრთნების ერთ ჭრილში დაყენება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ამის შესახებ მან ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

07 დეკემბერი 2021, 22:22

მსოფლიო

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვიდეოსამიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ლაშა დარსალია

07 დეკემბერი 2021, 22:06

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც 6-პუნქტიან შეთანხმებასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან წინ წასვლის არანაირი სურვილი და მოტივაცია არ არსებობს

„ჩვენთვის მთავარია 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება. მინდა ხაზი გავუსვა თუ რატომ არის 6-პუნქტიანი ხელშეკრულების შესრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს არის რეალურად სტატუს-კვოზე დაბრუნება,რომელიც უნდა იყოს წინაპირობა სრულმასშტაბიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად. სხვანაირად ჩვენ შევდივართ ჩიხში და ეს კონფლიქტი გრძელდება“, - განაცხადა დარსალიამ.

07 დეკემბერი 2021, 21:54

პოლიტიკა

საკრებულომ თბილისის მთავრობა დაამტკიცა

თბილისის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცებულია. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თბილისის საკრებულომ მთავრობის 25 წევრი დაამტკიცა. მათ შორის - 10 გამგებელი, კახა კალაძის 4 მოადგილე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მერიის საქალაქო სამსახურების 10 უფროსი.

07 დეკემბერი 2021, 21:53

პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია ოპოზიციას: თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ

საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოში მყოფ ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თუ ოპონენტებს მუშაობა სურთ, მათ ამისი საშუალება ნამდვილად აქვთ.

07 დეკემბერი 2021, 21:51

მსოფლიო

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

კახა კალაძე

07 დეკემბერი 2021, 21:36

პოლიტიკა

კახა კალაძე საბა ბუაძეს: ერთი მტკიცებულება მაინც წარმოადგინეთ, რომ ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე, უფლებამოსილებას გადავამეტე, ვინმე დავჩაგრე

„ბატონო საბა, თქვენ არავინ გზღუდავთ იმაში, რომ კრიტიკული იყოთ, მაგრამ როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერზე ვერ გვექნება ერთნაირი დამოკიდებულება, ოპოზიცია ხართ და კრიტიკულები უნდა იყოთ, ეს მისაღებია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ადამიანს როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, მტკიცებით ფორმაში ეუბნები, რომ კორუმპირებულია, დამიდასტურე. როდესაც უსამართლოდ მაყენებ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

07 დეკემბერი 2021, 21:20

მსოფლიო

CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების პოტენციური ევაკუაციის ვარიანტებს სწავლობს, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კახა კალაძე

07 დეკემბერი 2021, 21:11

პოლიტიკა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს: რასაც 2012 წლამდე ქართველ ხალხს ჰკადრებდით, როგორ არ გრცხვენიათ საერთოდ?!

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცივილური, ევროპული ტიპის კამპანია აწარმოა, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია კი სიძულვილის ენით გამოირჩეოდა.

ზურაბ აბაშიძე

07 დეკემბერი 2021, 21:03

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან

მოვედით აქ, რომ მოგვესმინა ქალაქის მერისთვის და დაიწყეთ შეურაცხყოფა. რა კორუფციაზე ლაპარაკობთ? ასიათასობით ადამიანმა კორუმპირებულ მერს დაუჭირა მხარი? კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, პატივი ეცით ხალხს,“- დასძინა აბაშიძემ.

07 დეკემბერი 2021, 20:54

COVID19

Bloomberg: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აშშ გერმანიისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას მოითხოვს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აშშ გერმანიისგან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.