imedi /  27 მარტი 2021, 13:15 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ დირიჟორობით, მხარდამჭერი მედიის ტირაჟირებით, და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მან ასევე განმარტა, თუ რეალურად რამ გამოიწვია ბოლო დღეებში ლარის 1%-იანი გაუფასურება.

„ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობის დირიჟორობით, მხარდამჭერი მედიის ტირაჟირებით, და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური დღის წესრიგით ცდილობს ამ თემის მაქსიმალურად გაბუქვას. სიტუაციის ეკონომიკურ კრიზისად ჩვენებას, მოსახლეობაში ნეგატიური მოლოდინების გამძაფრებას და რევოლუციურ მუხტად წარმოსახვას ცდილობს. ბუნებრივია, ეკონომიკური ფონის ხელოვნური დამძიმებით, 15 მაისს დაანინსებული აქციის შესამზადებლადაც იყენებს.

არა და რეალურად, ბოლო დღეებში ლარის 1%-იანი გაუფასურება ძირითადად, გამოწვეულია თურქეთში, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, სავალუტო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკის მართველის გადაყენებას მოყვა, პრეზიდენტ ერდოგანთან დაპირისპირების გამო. ამას ჰქონდა მოკლევადიანი შოკი და რასაც თურქული ლირის ბოლო კვირაში სარეკორდო 10 პროცენტიანი გაუფასურება მოყვა.

ამასთან, ბოლო წლებში საგარეო შოკების შემცირების თვალსაზრისით, დედოლარიზაციის პოლიტიკამ თავისი დადებითი ეფექტი უკვე მოგვცა და მნიშვნელოვნად შეამცირა თუნდაც ამ დღეებში თურქეთში მომხდარი სავალუტო კრიზისის გადმოცემის მასშტაბებიც. გარდა ამ ფაქტორისა, უნდა აღინიშნოს ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლარის გამყარებაც, - DXY ინდექსმა დაახლოებით 2%-ით მოიმატა.

რაც შეეხება მოლოდინებს, მისი ნეგატიური გავლენა, შემცირებულია, წმინდა ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენციით, და გასულ წელთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის 3 % _ით შემცირების შედეგად, რასაც ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მხარდაჭერილი მაკროეკონომიკური სტაბილურობის პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დამატებითი სავალუტო რეზერვების შემოდინებაც.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლარის კურსზე, მხოლოდ დადებითად ზემოქმედებს, ფისკალური ბალანსიც. ფინანსთა სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა მკაცრად, საბიუჯეტო პარამეტრების ფარგლებში ხორციელდება, რაც მთავარია ფისკალური შემოსავლები დაგეგმილზე მეტია. სწორედ ფისკალური სექტორის მდგრადობა პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის სავალუტო ბაზრისათვის; მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტო საგარეო შოკი ჯერ არ დამთავრებულა.

მერსედეს ვერა მარტინის შეფასებითაც, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა 2021 წელი ეკონომიკის აღდგენის წელი იქნება.

ასევე უნდა ითქვას, რომ ყველაზე ნეაგატიურ ზეგავლენას სავალუტო კურსზე, პოლიტიკური დაძაბულობა ახდენს, ოპოზიციის ხუთთვიანი ბოიკოტი და მიუხედავად საერთაშირისო მედიაციის მცდელობისა, კომპრომისის მიუღებლობა, აქციების დაანონსება და პროცესების დესტაბილიზაციის მცდელობა არის ყველაზე დიდი საფრთხე დემოკრატიისთვისაც და საინვესტიციო პოზიციისთვისაც ამავდროულად, რაც ეკონომიკურ ზრდაზე და სავალუტო კურსზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს“, - წერს ცუცქირიძე.

     

ბოლო დღეებში ლარის, 1%-იანი გაუფასურების გამო, რადიკალური ოპოზიცია,ნაციონალური მოძრაობის დირიჟორობით, მხარდამჭერი...

Posted by Giorgi Tsutskiridze on Saturday, March 27, 2021

ყველა სიახლე

13 ივნისი 2021, 14:27

საზოგადოება

საპატრიარქოში, სინოდის წევრებმა, ევროკავშირის ელჩმა და UNICEF-ის წარმომადგენელმა ნინოწმინდის პანსიონის საკითხე ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე ისაუბრეს. უცხოელმა დიპლომატებმა ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანის პროცესი დადებითად შეაფასეს.

13 ივნისი 2021, 14:12

საზოგადოება

საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და ევროკავშირის ელჩს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის წევრები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ხვდებიან. ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან სხვადასხვა ორგანიზიაციის წარმომადგენლებიც. ამ დროისთვის შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა

დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

13 ივნისი 2021, 13:49

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში

მნიშვნელოვანია ის როლი, რომელიც აშშ-სთან ერთად ითამაშა საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხში. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ არაერთი მადლობის წერილი გავრცელდა, რომელიც მიიღო, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან, ასევე სტრატეგიული პარტნიორებისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

13 ივნისი 2021, 13:47

პოლიტიკა

რას წერენ მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების მიღწევაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე

ესპანურენოვანი პოპულარული გამოცემები (ევროპაპრესი, ელ მუნდო, ელ პაისი და სხვა) სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე წერენ. მასალებში აღნიშნულია საქართველოს დადებითი პოზიციონირება შეთანხმების პროცესში. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც შეასრულა ჰუმანიტარული მედიატორის როლი აღნიშნულ მილაპარაკებაში”, - აღნიშნულია Europa Press-ის მასალაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:21

პოლიტიკა

თურქული Daily Sabah-ი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაში ირაკლი ღარიბაშვილის როლზე წერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან ამ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

კახა კალაძე

13 ივნისი 2021, 13:15

საზოგადოება

კახა კალაძე: 13 ივნისი არის დღე, რომელიც დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება

ყველას გვახსოვს 2015 წელს რამხელა ტრაგედია დატრიალდა, ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს, თბილისს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი დავკარგეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ამ ადიანების ოჯახებსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 13:15

პოლიტიკა

France 24: საქართველოს პრემიერის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს

როგორც გამოცემა წერს, აზერბაიჯანმა 15 სომეხი სამხედრო ტყვე უკვე გაათავისუფლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ბაქოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ერევანი კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემით უპასუხებს.

13 ივნისი 2021, 13:03

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 425-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 20 6742-მა მოქალაქემ გაიარა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

13 ივნისი 2021, 12:56

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.38%-ია

12 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.38%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.61%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.29%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 965 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 339 392, გარდაიცვალა 5 048 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებაზე: ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ - 24-საათიან რეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან

ჩვენ ძალიან აქტიური როლი შევასრულეთ, პირადად ვიყავი ჩართული, 24-საათიანრეჟიმში მქონდა სატელეფონო საუბრები ორი ქვეყნის ლიდერებთან, მანამდეც მქონდა შეხვედრები, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მჭიდრო კოორდინაციაში ვიყავით, რაც დასრულდა კონკრეტული შედეგით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:49

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისი გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი

ეს დღე გვახსენებს, რომ მუდამ უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველთვის მზრუნველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ კი ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ივნისი 2021, 12:44

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოს სამიტზე ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

ნატოს სამიტზე ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა შეთანხმებას და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და მოლოდინია, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული.

ჰელგა შმიდი

13 ივნისი 2021, 12:26

პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა

2021 წლის 14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:16

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ირაკლი ღარიბაშვილი თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან, ტრაგედიის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.

13 ივნისი 2021, 12:09

რეგიონი

სამტრედიის დევნილთა დასახლებაში ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე დაათვალიერა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 12:05

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი, 522 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 276 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. რეგიონების მაჩვენებლები ასეთია: აჭარა - 45, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 34, შიდა ქართლი - 25, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 ივნისი 2021, 12:01

COVID19

საქართველოში 688 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე, საქართველოში, 688 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 78, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 345 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 734 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

13 ივნისი 2021, 12:00

რეგიონი

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან სტადიონი მოეწყო

ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან მინი-სტადიონი მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

13 ივნისი 2021, 11:58

რეგიონი

ქუთაისში შშმ პირების დასაქმების ფორუმი გაიმართება​

ქალაქ ქუთაისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 14 ივნისს, შშმ პირთა დასაქმების ფორუმი, სლოგანით „შენ შეგიძლია!“ გაიმართება.