IMEDI /  12 აპრილი 2021, 18:16 / სანდო წყარო

სსფ-ს პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3,5%-ით გაიზრდება

სსფ (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) 2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკის მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის. წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა ფორმალური განხილვის გარეშე დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში 4 წლიანი დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით $687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.

„ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე დგას. შემდგომი ნაბიჯების შედეგად, COVID-19 საბოლოოდ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს, ეკონომიკა აღდგეს და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინა რთულ გარემოშიც შენარჩუნდეს. საბაზო პროგნოზით, სწრაფი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.5 პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ქვეყანაში - 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს კი 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 2022 და 2023 წლების ზრდის შესახებ ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობასაც. იმ შემთხვევაში თუკი წელს ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე დაბალი იქნება, მაშინ შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს 2021 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობას.

ყველა სიახლე

Red Hot Chili Peppers

06 მაისი 2021, 00:58

კულტურა

ჯგუფმა Red Hot Chili Peppers თავისი სიმღერებზე საავტორო უფლებები $140 მილიონად გაყიდა

ჯგუფმა კონტრაქტი ბრიტანულ საინვესტიციო ფირმა Hipgnosis-თან გააფორმა. როგორც Billboard-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, კატალოგში RHCP-ის ისეთი ცნობილი ჰიტები მოხვდა, როგორებიცაა Under The Bridge, Californication და Snow (Hey Oh).

06 მაისი 2021, 00:22

მსოფლიო

Christie's აუქციონზე კოსმოსში დაძველებული ღვინის ბოთლი იყიდება🍇🍾🌌

აუქციონის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ კოლექციონერებმა ერთ ბოთლში შესაძლოა მილიონ დოლარამდე გადაიხადონ. აუქციონიდან მიღებული თანხა კოსმოსში დაძველებული ღვინის შემდგომი კვლევებს მოხმარდება.

ენტონი ფაუჩი

06 მაისი 2021, 00:00

COVID19

ენტონი ფაუჩი: განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინების საკმარისი რესურსები აქვთ, ვალდებულნი არიან, დანარჩენ მსოფლიოს ვაქცინაციაში დაეხმარონ

განვითარებული ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინების საკმარისი რესურსები აქვთ, ვალდებულნი არიან, დანარჩენ მსოფლიოს ვაქცინაციაში დაეხმარონ, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

05 მაისი 2021, 23:36

მსოფლიო

22 ტონიანი უკონტროლო რაკეტა დედამიწას უახლოვდება

პენტაგონის ცნობით, დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა. უფრო ზუსტად, საუბარია რაკეტის ნაწილზე, რომლითაც ჩინეთმა საკუთარ კოსმოსურ სადგურზე მოდული გაგზავნა. მისი მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ატმოსფეროსკენაა მიმართული და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სავარაუდოდ, 8-10 მაისს შემოვა ატმოსფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძე

05 მაისი 2021, 23:32

COVID19

ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ზურაბ ჯაფარიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა „სინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა. „ჰუავეიზე გადავედი“,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვაქცინაციის პროცესის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

05 მაისი 2021, 22:34

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონსა და ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონს 6 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

პაატა იმნაძე

05 მაისი 2021, 22:25

COVID19

პაატა იმნაძემ განმარტა, არის თუ არა საქართველოში ინდური, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამები დაფიქსირებული

ინდური, ისევე როგორც ბრაზილიური, ან სამხრეთ აფრიკული შტამები, ჯერ საქართველოში არ გამოჩენილა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, პრაქტიკულად 80%-მდე ქვეყანაში მოცირკულირე შტამებისა, არის - ბრიტანული.

05 მაისი 2021, 22:23

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 26 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 476 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 356 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

05 მაისი 2021, 22:17

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 245 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

05 მაისი 2021, 22:13

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 721 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 721 398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 11 491 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

05 მაისი 2021, 22:10

მსოფლიო

G7: ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება

ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

პაატა იმნაძე

05 მაისი 2021, 22:10

COVID19

პაატა იმნაძე: აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს

დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ირაკლი კობახიძე

05 მაისი 2021, 21:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი პოტენციალია, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს

„ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის. ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისთვის ძალიან კარგი საფუძველი არსებობს. ამ შეხვედრებმაც შექმნა დამატებითი საფუძველი კონკრეტულ სფეროებში გვქონდეს შემდგომი წინსვლა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

05 მაისი 2021, 21:38

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას

ჩვენი გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

05 მაისი 2021, 21:24

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 6 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 317 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 ადამიანი გარდაიცვალა.

ზაალ უდუმაშვილი

05 მაისი 2021, 21:17

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ხელისუფლებას რომ ნიკა მელიას გარეთ ყოფნის სურვილი ჰქონდეს, ამის მილიონი შანსი ჰქონდა

ხელისუფლებას რომ ნიკა მელიას გარეთ ყოფნის სურვილი ჰქონდეს, ამის მილიონი შანსი ჰქონდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელია გირაოზე კი არ იყო თანახმა, არამედ ის თანახმა იყო გამოსულიყო გირაოთი, იმ შემთხვევაში თუ ამნისტიის კანონის გაწვევა მოხდებოდა.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 მაისი 2021, 21:16

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გერმანია მიესალმება პოლიტიკური დებატების საპარლამენტო დარბაზში გადატანას

განვიხილეთ შიდა პოლიტიკური თემები. ჩვენი გერმანელი კოლეგები მიესალმნენ ევროკავშირის მედიაციით შემდგარ შეხვედრას და პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

05 მაისი 2021, 20:59

პოლიტიკა

საჰიბა გაფაროვა: აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში

აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, - ამის შესახებ, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

05 მაისი 2021, 20:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გერმანელ კოლეგებთან პარტიებს შორის ურთიერთობებზე და 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ

ბუნდესტაგში, სამხრეთ კავკასიასთან მეგობრების ჯგუფთან, საუბარი შედგა საპარლამენტო უმრავლესობის პროგრამაზე. კერძოდ, 2024 წელს განაცხადის გასაკეთებლად უნდა მოემზადოს ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად და ინსტიტუციურადაც მომზადებაა საჭირო, რათა განაცხადი გაკეთდეს, - ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

05 მაისი 2021, 20:51

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 267 ადამიანი გარდაიცვალა.