23 აპრილი 2021, 12:14 / სანდო წყარო

ფოთის თიზი: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფეიკკვლევა მიზნად ისახავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალებას

ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჩააგდო. ეს ფაქტია, ისევე, როგორც მისი და მის მიერ დაფინანსებული მედიებისა თუ ე. წ. კვლევითი“ ენჯეოების“ მცდელობები, ამ მარცხზე პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალონ. ამ თემაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გუშინ გამოქვეყნებული კვლევა ამის მორიგი უბადრუკი მცდელობაა, - ამის შესახებ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებასა და ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ „პროცესებში მკვეთრად იკვეთება ივანიშვილის გარემოცვის ინტერესები“. ასეთი სერიოზული ბრალდება, ე.წ. სერიოზული ორგანიზაციისგან, ასეთივე სერიოზულ დასაბუთებას ითხოვს თუმცა, კვლევაში ვერ იპოვით ვერც ერთ დოკუმენტს, საბუთს ან მასალას, რომელიც ამას ამტკიცებდეს. უფრო მეტიც, ყველა არგუმენტი და მოსაზრება აგებულია მხოლოდ თეორიულ დაშვებაზე, შესაძლებლობასა და ჭორაობაზე.

„ჩვენ ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში ვწერდით, რომ შესაძლოა, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ფოთის პორტის მოსალოდნელი გაფართოება იყო, სადაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები საქმიანობენ“, - აღნიშნულია კვლევაში და ამით დაუფარავად გაცხადებულია, რომ მათი მიზანია არა ანაკლიის პროექტის გაჩერების რეალური მიზეზების გამოვლენა, არამედ ისრების სხვაზე გადატანა.

ნამდვილ კვლევაში მიუღებელია ასეთი წინასწარი დასკვნა, რომლის გასამართლებლად „გამჭვირვალობა“ აშკარა მანიპულაციას მიმართავს. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია: „ ადრეც ვწერდით, რომ ფოთის პორტთან მდებარეობს შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, რომლის წარმატებით ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ფოთის პორტში ტვირთბრუნვასთან“. თიზ-ების საქმიანობაში ნებისმიერი ჩახედული მიხვდება, რომ „გამჭვირვალობის“ ზემოთდასახელებული დასკვნა მანიპულაციის კლასიკური მაგალითია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინდუსტრიული ზონის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ფოთის თიზის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის წახალისება, სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებისთვის ხელშეწყობა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოში 4 თიზ-ი ფუნქციონირებს და არცერთის საქმიანობა არანაირად არ არის პირდაპირ დაკავშირებული ფოთის პორტის ტვირთბრუნვასთან. ეს ელემენტარული ჭეშმარიტება, წესით, გამჭვირვალობაშიც უნდა იცოდნენ, მაგრამ აშკარად მანიპულირებენ, რათა ანაკლიის პროექტის არშესრულებაზე პასუხისმგებლები გაათეთრონ და დამნაშავედ სხვა გამოიყვანონ. სწორედ ამას ემსახურება უადგილო ექსკურსიები ფოთის თიზის დამფუძნებელთა საქმიანობაზე და პრემიერ ღარიბაშვილის თუ გიორგი ბაჩიაშვილის ხსენება. საერთოდაც, რა შუაშია აქ ან ერთი ან მეორე ან ჩინელი პარტნიორები თუ მათი პრობლემები, როცა რეალობა ასე მარტივია და თვალშისაცემი - ფოთის თიზს არანაირი მიმართება არ აქვს ფოთის პორტის გაფართოების გეგმებთან და ფოთის პორტის მმართველ კომპანიებთან. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან მარცხის სხვისთვის გადაბრალების მცდელობები არახალია. კონსორციუმის დამფუძნებელი და სხვა მესვეურები მთელი გასული წელი ჯიუტად არიდებდნენ თავს პროექტის არგანხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღებას და ხან რუსებს, ხან ჩინელებს და ხანაც ხელისუფლებას სდებდნენ ბრალს. ყველა ამ ვერსიას ყავლი გაუვიდა და ამჟამად შეთქმულების მათი თეორიების სუბიექტად ჩვენი კომპანია შემორჩა. არადა, აშკარა ზღვარგადასული ფეიკია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი კომპანია რამენაირად უკავშირდება ანაკლიის პორტის თემას და რომ, ამ მიზნით, APM ტერმინალთან (APMT) თუ PACE Group-თან ვართ ალიანსში. ე.წ. მკვლევარებს განჭვირვალობიდან, ის მაინც ხომ უნდა გაერკვიათ, რომ ჩვენ სულ სხვა კომპანია ვართ, სხვა მიზნებით და ამოცანებით და ის, რომ, არც იურიდიულად და არც ფუნქციურად არანაირი კავშირები არ გვაქვს და ვერც გვექნება ფოთის პორტის მართვასა თუ მის განვითარებასთან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ჩვენი კომპანიების ვებგვერდების თუ საჯარო რეესტრის მონაცემებით შეამოწმოს და დარწმუნდეს „გამჭვირვალობისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებული განცხადებების სრულ სიყალბეში“, - წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფეიკის ავტორებმა ძალიან კარგად იციან ეს, ისიც იციან, რომ ფოთის პორტის მმართველი APM ტერმინალისა (APMT) თუ PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები დანიური და ამერიკული პროექტებია და მათზე პირდაპირი თავდასხმა მათთვის წამგებიანია.

„ამიტომ ცდილობენ, საქმეში როგორმე ფოთის თიზ-ი შემოიყვანონ, რათა ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობის ისრები მამუკა ხაზარიდან რამენაირად თიზ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელ, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზე გადაიტანონ. ესაა მთელი ამ „კვლევის“ თუ მედიაკამპანიების თავი და ბოლო. ჩვენი მხრიდან იგი აუცილებლად გახდება საერთაშორისო სამართლებრივი განსჯის საგანი, რადგან ანაკლიის კონსორციუმის მესვეურებისა და მათთან აფელირებული პარტიული მედიებისა თუ ე.წ.„ენჯეოების“ ცრუ ბრალდებების შედეგად ჩვენი კომპანიისა და მისი დამფუძნებლის საქმიან რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე ზიანი არაერთხელ მიადგა“, - აღნიშნულია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც რუსეთი არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წამომწყები, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან

როდესაც მეკითხებით, რომ „ვაილდბერიზი“ არის უკრაინის სამიზნე, ჩვენთან რატომ არ ხდება მისი შეზღუდვა, ჩემი პასუხი იქნება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? რუსეთი არის ამ ომის დამფინანსებელი, ამ ომის მწარმოებელი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები გადასახადებს იხდიან და შეიძლება ვთქვათ, რომ არაპირდაპირ აფინანსებენ. მაშინ რატომ არ ვკეტავთ საზღვარს? რატომ არ შემოგვაქვს ვიზები და არ ვხურავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? - იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი დემოგრაფიულ გამოწვევებზე: სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით

სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ასე იქნება. რაც უფრო გაიზრდება კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება. შეხედეთ მსოფლიოს დემოგრაფიულ რუკას. მარტივი ჭეშმარიტება ყველამ იცის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, შემდეგ ოჯახები თავს იკავებენ [შვილის გაჩენისგან]. იმიტომ, რომ დაკავებულები არიან ჯერ კარიერით, გეგმავენ. დაგეგმვის კულტურის შემოსვლა ასევე გადადის ბავშვის გაჩენის თუ გაზრდის დაგეგმარებაში. ის, რაც მანამდე იყო სპონტანური, ემოციური, რომ შვილი ჰყოლოდათ, ბევრი შვილი ჰყოლოდათ, დღეს უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებებშია და რაციონალური მსჯელობის დროს შეიძლება ადამიანმა სხვადასხვანაირად დაალაგოს პრიორიტეტები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დემოგრაფიულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!

როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს, მოლდოვაში რომ 3, თუ 5 პარტია აკრძალეს, რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას, თუ სხვა ქვეყანას რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან, თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?! - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 12:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 12:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა

ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა და ამისთვის მარაგებში არსებული კომპონენტებისა და მიწისქვეშა საწარმოო ობიექტების გამოყენება დაიწყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თორნიკე რაზმაძის განცხადებაზე: უნდა, რომ თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი

[თორნიკე რაზმაძეს] უნდა თავი წარმოაჩინოს ტანჯულ გმირად, რომელიც ხან ცრემლებით ებრძვის რუსეთს, ხან გინებით და ამისთვის მას მთელი სახელმწიფო დასდევს, რომ დასაჯოს ამ ქმედებისთვის. ეს არის აბსურდი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე - იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის

ევროკავშირის ერთ-ერთი კომისარი უკრძალავს კანდიდატ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ურთიერთობას. სასაცილოა უკვე. როდესაც [ევროკავშირის] წევრებიც არ არიან, არიან კანდიდატები და სუვერენული ქვეყნები, ცდილობენ მათ საგარეო პოლიტიკასა და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.

11 სექტემბერი 2026, 12:29

საზოგადოება

11-დან 14 სექტემბრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.

მარიამ ქვრივიშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს

2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

11 სექტემბერი 2026, 12:25

საზოგადოება

გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს

ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.

ჯეი დი ვენსი

11 სექტემბერი 2026, 12:12

მსოფლიო

ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 სექტემბერი 2026, 11:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.

ნაიჯელ ფარაჯი

11 სექტემბერი 2026, 11:48

მსოფლიო

პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება

ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.