მთავრობამ ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარამდე გამოყო
ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია
ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობა იწყება. პროექტის განხორცილებისთვის, საქართველოს მთავრობამ 6 მილიონ ლარამდე გამოყო. სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მშენებლობაზე სატენდერო პროცედურები დაიწყება.
საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით დაევალა, თანხა შესაბამისი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით გამოიყენება (ფოთში, წმინდა გიორგის #24-ში მდებარე ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა).
უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს. ასევე ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენასა და მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისა და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - ალექსანდრე მოწერელია.
1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 23:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 23:06
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში
ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
10 ივნისი 2026, 22:44
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლების და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და უწყების ახალი ხელმძღვანელობა წარუდგინა.
10 ივნისი 2026, 22:31
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ფსევდოოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია ბიძინა ივანიშვილი - მთავარი ავტორიტეტი და იმ პოლიტიკის შემქმნელი, რამაც ქვეყანას 14-წლიანი სტაბილურობა მოუტანა და სუვერენიტეტი ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა
რა თქმა უნდა, ფსევდო-ოპოზიციის სამიზნეები არიან გუნდის ლიდერები, მაგრამ მათი და მათი პატრონების მხრიდან განსაკუთრებული სამიზნე და დარტყმის ობიექტია, ბიძინა ივანიშვილი, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
10 ივნისი 2026, 22:09
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ბიძინა ივანიშვილს ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და მათ შორის უდიდესია პოლიტიკური პარტიის დაფუძნება - რომ არა ეს პარტია, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი და 2022 წელს შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი დიდი ქართული საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეთა შორის უდიდესი არის სწორედ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერში.
10 ივნისი 2026, 21:57
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ინფლაციამ, ნავთობის გაძვირების გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გადააჭარბა 4%-ს
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს ახალი მონაცემების თანახმად, მაისში წლიურმა ინფლაციამ ბოლო სამი წლის მაქსიმუმს - 4.2%-ს მიაღწია, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ აისახება ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები აშშ-ის ეკონომიკაზე, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
10 ივნისი 2026, 21:39
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
10 ივნისი 2026, 21:17
კულტურა
ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.
10 ივნისი 2026, 20:51
საზოგადოება
უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა
ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.
10 ივნისი 2026, 20:45
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.
10 ივნისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.
10 ივნისი 2026, 20:40
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
10 ივნისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
10 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.
10 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.
10 ივნისი 2026, 20:16
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.
10 ივნისი 2026, 20:15
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.


