ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი გამოწვევა იყო ჯანდაცვა და მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება, დაეფინანსებინა საკუთარი მკურნალობა, ოჯახის წევრების მკურნალობა, ხშირად უწევდათ საკუთარი ბინის, ავტომანქანის გაყიდვა და ამ ხარჯებით მკურნალობის დაფინანსება.
„2012 წლიდან, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც შეეხებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებას, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანს ვუმკურნალეთ უფასოდ. საქართველოს მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდ კომპანიასთან ცნობილ - „გილეადთან“ გააფორმა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც 2 თუ 3 მილიარდზე მეტი ღირებულების პრეპარატი უფასოდ გადმოგვეცა, რითაც ვუმკურნალეთ ჩვენს მოსახლეობას და ათასობით ადამიანი განიკურნა C ჰეპატიტისგან. უამრავი სხვა პროექტი და პროგრამა განვახორციელეთ. ამით თავს არ ვიწონებთ, ვიცით, რომ ხარვეზებიც იყო, შეცდომებიც იყო, ყველაფერი, მაგრამ ვინც მუშაობს, იმას შეცდომებიც მოსდის. მთავარია ის, რომ ძირითადი კურსი, ძირითადი სურათი არის გაუმჯობესებული და გვაქვს პროგრესი ყველა მიმართულებით. ახლა კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, გაათმაგებული ტემპებით არის მუშაობა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ მაქსიმალურად. მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ ამ ორ საკითხზე უნდა ვკონცენტრირდეთ და სიღარიბის აღმოფხვრაზე, დამარცხებაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით.
„ამ 30 წლის განმავლობაში, მუდმივად რაღაც ძიებაში ვართ და ეს ყველაფერი არასწორი ხედვების, არასწორი გეგმების და არასწორი პოლიტიკის შედეგად. ჩვენი პოლიტიკა, რაც დავიწყეთ, ეს იყო ხალხზე, ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა. მცირე, საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, უამრავი პროგრამა განვახორციელეთ. ახლა ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. ოპონენტები გვეტყვიან, რომ შეიძლება მათთვის ეს ნაკლებად სასიხარულოა, მაგრამ მესმის მათი. გვაქვს 12,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა პირველ 7 თვეში, რაც არის მართლაც უპრეცედენტო და ბოლო 8 წლის განმავლობაში თუ გადახედავთ, რეგიონში გვაქვს მართლაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ჩვენი მიზანი არის, რომ 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი - ეს არის სავსებით შესაძლებელი, დათვლილი, გააზრებული და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, იმ პროექტების ნაწილია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
27 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.


