29 ოქტომბერი 2021, 12:47 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერმა სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის გაჯანსაღებაში

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაიზარდა, ხოლო ოპტიმისტური სცენარით, მოსალოდნელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მისი თქმით, 2021 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს, როგორც პანდემიამდე - 2019 წლის სექტემბრის მონაცემს, ისე მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის კუმულატიური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად (5.7 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, ამასთან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც. გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო საქონლით საგარეო ვაჭრობისა და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი და 270.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას სამუშაო ადგილების შემცირებასა და ბიზნესზე. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის მორიგი ანგარიში, სადაც კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება პრობლემების მქონე, ვალაუვალი ფირმების რესტრუქტურიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებს დაუთმო, ხოლო პრობლემური ფირმების ჰიბრიდული რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დაასახელა“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, თვალსაჩინოებისათვის, 2019 წლიდან მოყოლებული ფონდმა საქართველოს ფისკალური რეფორმა წარმატების მისაბაძ მაგალითად აღიარა შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ქვეყნებში, ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად გატარებული რეფორმებით, რამაც გააუმჯობესა ბიზნეს კლიმატი და გაზარდა ფისკალური ინსტიტუტების მდგრადობა.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობამ მიიღო ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებას, რამაც გამოიწვია საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება ბიუჯეტის დამტკიცებისა და აღსრულების დაჩქარებით და პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვით, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით და ელექტრონული საგადასახადო სერვისების და ელექტრონული ტენდერების დანერგვით, რამაც საბოლოო ჯამში ფისკალური რისკების, ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

ეკონომიკის ექსპერტი თავის Facebook-სტატუსში ყურადღებას სსფ-ის მიერ აღნიშნულ იმ პროგრესზე ამახვილებს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია.

„ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ, მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება, კიდევ ერთხელ მთლიანად აბათილებს ოპოზიციურ ნარატივს გაჩერებულ ეკონომიკაზე, მზარდ კორუფციაზე და კლანურ მმართველობაზე და შესაბამისად, ოპონირების სუბიექტურ და დეზინფორმაციულ ხასიათზე მიუთითებს“, - აღნიშნავს გორგი ცუცქირიძე.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

28 მაისი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას

„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 13:10

მსოფლიო

Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ

შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 13:00

სამართალი

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 12:47

პოლიტიკა

კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.