29 ნოემბერი 2021, 11:31 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციები.

„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მეორე საკითხია ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აქაც დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ ვის შეეხება შეზღუდვა - ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს, აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. მესამე საკითხია რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული დაშვება, ძირითადად, შეიძლება, სპორტს შეეხოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, მთავრობის სხდომაზე, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კონკრეტულ ხედვას წარადგენს.

ყველა სიახლე

ნიკა გვარამია

19 იანვარი 2022, 17:59

სამართალი

ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დატოვა

„გამაცნეს დასკვნა, მანახეს ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და ქვეყნიდან თავისუფლად გავიდნენ. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ. ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანგელა მერკელი

19 იანვარი 2022, 17:52

მსოფლიო

ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გაეროში მუშაობის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან სატელეფონო საუბარი გამართა და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარს ამბობს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რეგიონში და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია რუსეთის და „ნაცმოძრაობის“ ინტერესშია

საქართველოს გარშემო დღეს არის ორი ძალა - გარედან რუსეთი, შიგნიდან კი „ნაცმოძრაობა“ - რომელთა ინტერესია რეგიონში და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: ამ კაცს სამონასტრო არაფერი ეტყობა - ათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა

დანაშაულის ეს ხარისხი შინაპატიმრობას არ ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელიც სახელმწიფოს სთავაზობს, რომ სააკაშვილი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში იყოს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე: რა სახის ფსიქოთერაპია უნდა ჩაუატარო ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ დამნაშავე არაა

მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპრეზიდენტს სურს, რომ ციხიდან ძალის გამოყენებით დაიხსნან და სისხლი დაიღვაროს.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:38

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პოროშენკოს არ დაურღვევია და არ გადაუკვეთავს ტრაილერით კიევის საზღვარი, სააკაშვილი კი ამბობს, რომ ძალიანაც კარგი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა არაჟნის ჭიქით ხელში

ყოფილი პრეზიდენტი [პეტრო პოროშენკო] ჩავიდა კიევში, არ გადაუკვეთავს ტრაილერით საზღვარი და არ დაურღვევია საზღვარი, მეორე არის პრეზიდენტი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც ამბობს, რომ ძალიანაც კარგი და სწორი ქნა, რომ საზღვარი გადმოკვეთა ისე, როგორც გადმოკვეთა - არაჟნის ჭიქით ხელში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

გიორგი ვოლსკი

19 იანვარი 2022, 17:34

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სულხან მოლაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის სარკაზმი და ხალხის დაცინვა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სულხან მოლაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შედარება არის რაღაც სარკაზმი და ხალხის დაცინვა. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

19 იანვარი 2022, 17:23

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გათვალეს, თუ რა აღქმები არსებობს ჩვენ საზოგადოებაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის მიმართ და კონკრეტულად სულხან მოლაშვილის საქმესთან დაკავშირებით

როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ თუ ასეთ პარალელებს გაავლებდნენ, უფრო მეტი რეზონანსი ექნებოდა სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის საქმეების შედარების საკითხს.

გელა ნიკოლაიშვილი

19 იანვარი 2022, 17:20

საზოგადოება

გელა ნიკოლაიშვილი: სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია

ექსპერტ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, სულხან მოლაშვილთან მიხეილ სააკაშვილის შედარება უბრალოდ აბსურდია.

ლევან ნიკოლეიშვილი

19 იანვარი 2022, 16:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეს ივან ნეჩეპურენკო სად იპოვეთ, იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ, ვინ არის ეს ყმაწვილი?!

„ეს ივან ნეჩეპურენკო, სად იპოვეთ? თან როგორ გაგახარათ?! იქნებ აღტკინებულ ოპოტელევიზიებს ისიც გეთქვათ ვინ არის ეს ყმაწვილი?! ის ნეჩეპურენკო ხომ არაა, რომელსაც საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ არაერთხელ აქვს დარღვეული და როგორც კრემლის რუპორი გამორჩეულად ანტიდასავლურ მოსაზრებებით გამოირჩევა, რომ არაფერი ვთქვათ თუ როგორ უჭერს მხარს სეპარატისტების დამოკიდებულებას! ყოჩაღ თქვენ თუ ეს ტიპიური ვიგინდარა თქვენი მოკავშირეა! „ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

პეტრო პოროშენკო

19 იანვარი 2022, 16:45

მსოფლიო

სასამართლომ პეტრო პოროშენკოს პირველი მოთხოვნისთანავე პროცესზე ან დაკითხვაზე გამოცხადების ვალდებულება დაუწესა

კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდა, უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პირადი თავდებობით გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სერგეი რიაბკოვი

19 იანვარი 2022, 16:41

მსოფლიო

სერგეი რიაბკოვი: ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს

ნატოს გაფართოების საკითხზე დროებითი მორატორიუმი ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

19 იანვარი 2022, 16:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

„შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდგომ ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე, ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით“.

19 იანვარი 2022, 16:06

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ უკრაინის წინააღმდეგ რა მასშტაბის თავდასხმამ უნდა გამოიწვიოს რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია გაბრიჭიძე

19 იანვარი 2022, 16:03

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ. საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება

„ბოლო „სკანდალი“, რომელსაც აგორებენ უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებული სტატიაა, რომლის ავტორი ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომელიც არა მხოლოდ პროდასავლელ პოლიტიკოსებს ვერ იტანს, არამედ დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და პირდაპირ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. პრინციპში ამ ე.წ. ტელევიზიებისგან ეს გასაკვირი არ არის, უბრალოდ საინტერესოა რა დაუჯდათ „ნაცებს“ ამ სტატიის გამოქვეყნება“,- წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

აჰმედ ნასერ ალ-რაისი

19 იანვარი 2022, 16:00

მსოფლიო

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

ინტერპოლის ახალ პრეზიდენტს, გენერალ აჰმედ ნასერ ალ-რაისის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

19 იანვარი 2022, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილისა და ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4000 კვ.მ მიწა გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.

სატურნინო დე ლა ფუენტე გარსია

19 იანვარი 2022, 15:54

მსოფლიო

ესპანეთში მსოფლიოს უხუცესი კაცი გარდაიცვალა

სატურნინო 1909 წლის 11 თებერვალს დაბარა. რეკორდსმენად ის გასული წლის სექტემბერში აღიარეს. ესპანელს და მის ცოლს ანტონინა 7 ქალიშვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი ჰყავთ.

თამთა მეგრელიშვილი

19 იანვარი 2022, 15:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური მედია დააფრიალებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაკვეთილ კრიტიკულ სტატიას და თვალს ხუჭავს იმაზე, რომ სტატიის ავტორი დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას

დაკვეთილი სტატიის ავტორი მოსკოვში მცხოვრები რუსი ჟურნალისტი, ვინმე ივან ნეჩეპურენკოა, რომლის ჰობი პროდასავლელი პოლიტიკოსების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებაა და რომელიც დაუფარავად აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

გია აბაშიძე

19 იანვარი 2022, 15:25

პოლიტიკა

გია აბაშიძე: New York Times-ში ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილი სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია

„New York Times-ში 17 იანვარს გამოქვეყნებული სტატია ივანიშვილზე, სადაც მისი მხოლოდ გიგანტური ხეებისადმი გატაცებაა ყურადღების ცენტრში, საინტერესოა ავტორის კუთხით. როგორც ყოველთვის, სააკაშვილის რადიკალთა ქმედებებში (ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეკვეთილისტატია) მუდმივად რუსული ფაქტორია. სტატიის ავტორია ივან ნეჩეპურენკო, რომელმაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2016 წელს დაარღვია, იმყოფებოდა გაგრაში. სანქტ-პეტერბურგელი ნეჩეპურენკო იტალიელი სოციალისტებისადმიც [რა საინტერესო დროშაა] არ მალავს სოლიდარობას და День Победы-საც აღნიშნავს წითელ მოედანზე. მის სოცქსელებში კიდევ სხვა საინტერესო ფოტოები იძებნება...“ - წერს აბაშიძე Facebok-ზე.