imedi /  09 დეკემბერი 2021, 13:27 / სანდო წყარო

მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად, რასაც ევროკავშირის და ნატოს წევრობა წარმოადგენს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად; მოგეხსენებათ, ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს, ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

მისი შეფასებით, შეერთებული შტატებიდან სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ნეგატიური ტენდენციით ხასიათდება.

„სამწუხაროდ, ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, რომ ამერიკული კომპანიების მხრიდან გამქრალი ეკონომიკური ინტერესის მომსწრენიც ვართ რეგიონში ჩამქრალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, მაგრამ ეს გარკვეული მიზეზებით არის განპირობებული. მათ შორის მთავარი ის გახლავთ, რაც კვლევებითაც დასტურდება და მეტყველებს ამერიკული კომპანიების ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების არქონაზე, რითაც კონკურენციაში შევიდოდნენ აზიურ და რუსულ კომპანიებთან. პრინციპში, ეს იყო მიზეზი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩემი მთავარი მიზანიც ეს იყო: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე მინდოდა ამეყვანა ეკონომიკური თანამშრომლობის საშუალებით, რადგან ნათლად ვხედავ, რომ მყარი ეკონომიკური საფუძვლის გარეშე ძალიან რთული იქნება მდგრადი, მაღალი დონის, პოლიტიკური ურთიერთობის წარმოება, რადგან ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს. ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა - თუნდაც გამოწვევებით სავსე - შეიძლება, შესაძლებლობებსაც გვაძლევდეს ამ მიმართულებით. ეს იყო მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ჩემთვის და ჩემი ამერიკელი და ქართველი მეგობრებისთვის, როდესაც ამ ორგანიზაციას ვაფუძნებდით. საუბარი მაქვს ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდზე, რომელიც მოახდენს ძალიან ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობის იდეის განვითარებას”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიება დღეს გაიმართა. ფონდის მმართველი საბჭოს/გამგეობის თავმჯდომარეა მამუკა ბახტაძე, ხოლო საბჭოს შემადგენლობაში არიან:

  • მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
  • სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;
  • ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;
  • ლევან ავალიშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;
  • ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.

ყველა სიახლე

20 ივლისი 2026, 11:19

საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

20 ივლისი 2026, 11:17

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. მსგავსი ნდობის დემონსტრირება საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. ანალიტიკოსის აზრით, ესაა სიგნალი იმისა, რომ საქართველო რჩება საიმედო და პერსპექტიულ პარტნიორად.

20 ივლისი 2026, 11:13

ეკონომიკა

საქართველო-აზერბაიჯანის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა წარმატებით ამოქმედდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით დაინერგა. შედეგად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ქართველი გადამზიდველები, თურქეთის მსგავსად, სანებართვო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატით აზერბაიჯანშიც ისარგებლებენ, - ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

20 ივლისი 2026, 11:13

ეკონომიკა

6 თვეში საქართველოში 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა

საქართველოში 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,272,964 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,601 ვიზიტით მეტია (ზრდა 0.1%). საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ ორივე კვარტალში ჯამურად 3,050,173 შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103,568 ვიზიტით ნაკლებია (კლება 3.3%). 2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით შემცირდა და 1.9 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

გიორგი გაზდელიანი

20 ივლისი 2026, 11:13

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მათ შორის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი, გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო, დროებით გარე სამყაროს მოწყდა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. მობილიზებული არიან რეგიონული სამსახურები.

მარკო რუბიო

20 ივლისი 2026, 11:11

მსოფლიო

მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. თუმცა ის რეალური უნდა იყოს

„ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ დიპლომატიისთვის. თუმცა ის რეალური უნდა იყოს. ეს უნდა იყოს შეთანხმება, რომლის დაცვისთვისაც ისინი მზად იქნებიან. შეხედეთ, ერთი კვირის წინ ირანს უნდა გამოექვეყნებინა განცხადება იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნებოდა და ისინი გემებზე თავდასხმებს შეწყვეტდნენ. ნაცვლად ამისა, მათ სამ გემს დაარტყეს. ვფიქრობ, ეს გასულ პარასკევს ან შაბათს მოხდა. ასე რომ, იმისათვის, რომ ჩვენი ქცევა შეიცვალოს, ჯერ მათი ქცევა უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა რუბიომ.

20 ივლისი 2026, 11:05

საზოგადოება

თბილისის მერია 58 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.VIDEO

თბილისის მერი კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

20 ივლისი 2026, 11:04

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მხარდაჭერა სუსტდება

ევროკავშირში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მხარდაჭერა სუსტდება, - წერს გამოცემა Financial Times-ი და აღნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების ნაწილი სანქციების ახალი პაკეტის მხარდაჭერას ერიდება, რადგანაც შიშობენ, რომ ახალი შეზღუდვები მათ მსხვილ კორპორაციებს დააზარალებს.

20 ივლისი 2026, 10:59

მსოფლიო

საფრანგეთში მორიგ ტყის ხანძარს ებრძვიან

სტიქია 180 ჰექტარზე მძვინვარებს და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს ემუქრება, რის გამოც, რამდენიმე ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით დატოვა. ფრანგული რივიერის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. კლიმატის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ხანძარი ძლიერმა სიცხემ გამოიწვია. რეგიონში ჰაერის ტემპერატურა +38 გრადუსს აღწევს.

იუდით პოლგარი

20 ივლისი 2026, 10:40

მსოფლიო

მადიარმა განაცხადა, რომ სურს მოჭადრაკე იუდით პოლგარს ქვეყნის პრეზიდენტობა შესთავაზოს

„აღიარება, რომელიც მან დაიმსახურა, არ არის განპირობებული მისი პოლიტიკური შეხედულებებით ან კავშირებით, არამედ მისი გამორჩეული ნიჭით, შრომისმოყვარეობით, შეუდარებელი სიმტკიცითა და პატიოსნებით. ის არის უნგრელი, რომლის მიღწევებიც პატივისცემასა და აღფრთოვანებას იწვევს როგორც სამშობლოში, ისე მთელ მსოფლიოში. პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ის ამ წინადადებას მიიღებს“, - წერს უნგრეთის პრემიერი.

20 ივლისი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მომზადების ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.

დავით ქართველიშვილი

20 ივლისი 2026, 10:37

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ბოკერიასა და მის თანამოაზრეებს მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება რჩებათ, რომ აშშ-სა და საქართველოს ოფიციალური ურთიერთობა ფიქტიური ქორწინებაა, ხოლო ტრამპის „ნამდვილი სიყვარული“ ქართული რადიკალების მიმართ უბრალოდ იმდენად ფარულია, რომ ჯერჯერობით არანაირად არ ვლინდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გიგა ბოკერიას განცხადებას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

20 ივლისი 2026, 10:28

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

20 ივლისი 2026, 10:22

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

20 ივლისი 2026, 10:21

საზოგადოება

Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს. კურსდამთავრებულებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეესწავლათ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეექმნათ მედიაპორტფელი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს მედიასკოლა პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს.

20 ივლისი 2026, 10:05

სპორტი

ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შესვენების დროს მუსიკალური შოუ გაიმართა

პოპ-ვარსკვლავები მადონა, BTS-ი, შაკირა და ჯასტინ ბიბერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტაიმებს შორის გამართულ შოუზე ათასობით მაყურებლის წინაშე წარდგნენ. მადონა, რომელმაც თავისი ჰიტი Music შეასრულა, არენის ქვეშ არსებული გვირაბებიდან გამოჩნდა, მასთან ერთად კი სცენაზე ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდები - რონალდო და რონალდინიო იყვნენ.

20 ივლისი 2026, 09:46

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციელებდა.

20 ივლისი 2026, 09:41

მსოფლიო

უკრაინამ მოსკოვს ასობით დრონით შეუტია

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდინცოვოში დაზიანდა ავტომობილი და კერძო სახლი. პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად ხანძრები გაჩნდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი დაზიანდა. კერძო სახლი დაზიანდა სოფელ მალოე ტოლბინოშიც.

20 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

ერაყში ირანის თავდასხმის შემდეგ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, სამხედრო პირი ჩამოგდებული ირანული მოიერიშე დრონის აუფეთქებელი მასალის „კონტროლირებადი აფეთქების“ დროს დაიღუპა. ინციდენტის შედეგად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

20 ივლისი 2026, 09:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალური ჯილდოების მფლობელები დასახელდნენ

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე კი „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. წელს მან 10 გოლის გატანა მოახერხა. ამასთან, ის 22 გოლით ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.