იოსებ არჩვაძე: 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა მნიშვნელოვნად სჭარბობს პანდემიამდელი 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც
იოსებ არჩვაძე
ფოტო: Facebook
საქართველოს ეკონომიკამ 2022 წელი დინამიკურად დაიწყო, რაც დასტურდება საგარეო ეკონომიკური აქტიურობებით, ექსპორტისა და იმპორტის საგრძნობი ზრდით. ექსპორტი (331.3 მლნ. აშშ დოლარი) წინა წლის იანვართან გაიზარდა 47.6%-ით, იმპორტი (779.1 მლნ. აშშ დოლარი) – 38.7 პროცენტით. იანვრის თვის მიხედვით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (1110.5 მლნ. აშშ დოლარი) პირველად გადალახა მილიარდიანი მიჯნა და წინა წელთან შედარებით 41.2%-ით გაიზარდა. 2022 წლის იანვრის მონაცემები - ექსპორტი, იმპორტი და ბრუნვა არა მარტო აღემატებიან წინა, 2021 წლის იანვრის, არამედ მნიშვნელოვნად სჭარბობენ 2020 წლის და პანდემიამდელი, 2019 წლის იანვრის მაჩვენებლებსაც, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს.
თავის ფეისბუქ გვერდზე ექსპერტმა აღნიშნა, რომ 2022 წლის იანვარში გრძელდებოდა საგარეო სავაჭრო აქტიურობის წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ასევე საკმაოდ მაღალ ზრდასთან შედარებით. მისი თქმით, აღნიშნულმა პროცესმა ადეკვატური ასახვა ჰპოვა შესაბამის ინდიკატორებშიც: 2022 წლის იანვრის სავაჭრო ბრუნვის თანაფარდობამ წინა, 2021 წლის საშუალოდ ერთი თვის მშპ-თან - 74.4%, მათ შორის ექსპორტის თანაფარდობამ - 22.8% შეადგინა. ეს საგრძნობლად აღემატება ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ მაჩვენებლებს (შესაბამისად, 60.0% და 17.3%).
„ისტორიულად, როგორც წესი, საგარეო ეკონომიკური აქტიურობა იანვარში რამდენადმე უფრო დაბალია წინა წლის დამამთავრებელ თვესთან - დეკემბერთან შედარებით. ამ ფონზე საქართველოს 2022 წლის ექსპორტის თანაფარდობა წინა წლის დეკემბრის მაჩვენებელთან საუკეთესოა ბოლო 5 წლის (2017 წლიდან), ხოლო იმპორტისა, შესაბამისად - ბოლო 15 წლის (2007 წლიდან) მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა 115 სახელმწიფოსთან, ამასთან, მისი საგარეო სავაჭრო ბრუნვის და ექსპორტ-იმპორტის დაახლოებით 42-42% მის უშუალო სახმელეთო მეზობლებზე (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაცია) მოდიოდა. ადგილობრივი ექსპორტი (231.5 მლნ. აშშ დოლარი) იანვარში 39.1%-ით გაიზარდა და მთელი ექსპორტის 69.9 პროცენტი შეადგინა. მისი დონე საგრძნობლად უსწრებს პანდემიანდელი წლების იანვრის მაჩვენებლებს (2020 წ.-თან: +30%, 2019 წ.-თან: +47%). 2022 წლის იანვრის საშუალო სადღეღამისო ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 მლნ. აშშ დოლარით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი - 2.1 მლნ. აშშ დოლარით აღემატება. ექსპორტის ასეთი ზრდა გამოიხატება ექსპორტის მოცულობების ზრდაში როგორც გეოგრაფიის (- ქვეყნების), ისე სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით,“ - აღნიშნავს ექსპერტი.
ექსპორტის იმპორტთან წინსწრები ზრდის გამო ექსპორტით იმპორტის გადაფარვა წინა წლის იანვართან შედარებით გაიზარდა 2.6 პუნქტით და 42.6%-ს მიაღწია. ამით მან საგრძნობლად გადაუსწრო პანდემიამდელი წლების იანვრის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც (2020 წ. – 41.5%, 2019 წ. – 38.1%). უმსხვილესი საექსპორტო პროდუქციის - სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (66.3 მლნ. აშშ დოლარი) წილად მოდის მთლიანი ექსპორტის 20.0% და ადგილობრივი ექსპორტის 28.7%; იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ნომენკლატურის - ნავთობპროდუქტების (72.4 მლნ. აშშ დოლარი) წილად მოდის მთელი იმპორტის 9.3 პროცენტი, ხოლო მთლიანად ენერგორესურსების იმპორტის წილად (ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები, ელექტროენერგია, ქვანახშირი, etc.) – დაახლოებით 20.0 პროცენტი. გასული წლის იანვართან შედარებით ენერგორესურსების იმპორტის მოცულობა გაზრდილია დაახლოებით 2/3-ით. იოსებ არჩვაძის ინფორმაციით, იზრდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისა და რეგიონული ჰაბის როლიც და მნიშვნელობაც. რეექსპორტმა იანვარში 99.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და გასული წლის დონეს 72.1%-ით გადააჭარბა. ამასთან, რეექსპორტის თითქმის 2/5 მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
„საქართველოს წარმატებული საგარეო სავაჭრო ეკონომიკური ექსპანსია, აგრეთვე ქვეყნის ტრანზიტული ფუნქციის, რეექსპორტის ზრდა ძირითადად მიღწეულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბიზნესის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის გატარებული აქტიური და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით“, - წერს არჩვაძე.
საქსტატის 2022 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2%-ით მეტია.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 17:16
თემა
მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?
მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.
23 აგვისტო 2026, 23:23
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
23 აგვისტო 2026, 21:22
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.
23 აგვისტო 2026, 18:15
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა
ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.
23 აგვისტო 2026, 18:07
სპორტი
ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.
23 აგვისტო 2026, 17:50
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
23 აგვისტო 2026, 17:34
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.
23 აგვისტო 2026, 17:32
მსოფლიო
ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა
BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.
23 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ
კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
23 აგვისტო 2026, 17:12
მსოფლიო
ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია
ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.
23 აგვისტო 2026, 17:12
თემა
რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?
წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?
23 აგვისტო 2026, 17:11
რეგიონი
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.
23 აგვისტო 2026, 17:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ მაკედონიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
ძლიერი ქარის გამო გავრცელებული ალი კი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, სულ მცირე ერთი საცხოვრებელი სახლი უკვე განადგურდა.
23 აგვისტო 2026, 17:01
მსოფლიო
მედია: ირანელმა ჰაკერებმა ბრიტანეთში ელექტროსადგური გათიშეს
„როგორც ჩანს ირანმა გადაწყვიტა ბრიტანეთს აჩვენოს, რომ ქვეყნის ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებისთვის „შაჰედები“ ერთადერთი საშუალება არ არის“, - წერს გამოცემა Telegraph-ი.
23 აგვისტო 2026, 14:37
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა
სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ევროკავშირმა ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა. მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში ჩავიდნენ.
23 აგვისტო 2026, 14:36
მსოფლიო
მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით - არ შეუერთდეთ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება. რა თმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ, დაველაპარაკებით და ვეტყვით რომ განზე გადგნენ და შეერთებული შტატებისგან დისტანცირდნენ, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, მათ დავარტყამთ“, - განაცხადა მან.
23 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი 4 250 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს.
23 აგვისტო 2026, 14:25
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
„მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში სისტემატური ამოღებითა და დაშინებასა და ესკალაციაზე არჩევანის გაკეთებით, რუსეთი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი უძლურობის დემონსტრირებაა. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ცის დასაცავად საჭირო საშუალებების მოწოდება. პრეზიდენტ ზელენსკის დახმარების გაძლიერების შესახებ უკვე ვაცნობე. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ძალისხმევას ის ქვეყნებიც შემოუერთდნენ, რომლებიც ასეთ სისტემებს ფლობენ“, - წერს მაკრონი.
23 აგვისტო 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ყაზახეთში მიმდინარე არჩევნებზე: პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული
პროცესი გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადმინისტრირების კარგი ხარისხით, ამომრჩეველთა ინფორმირებულობით, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ამომრჩევლებისთვის სერვისები საკმაოდ კარგ დონეზეა შეთავაზებული, - განუცხადა „ქრონიკას“ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ყაზახეთში იმყოფება და დელეგაციასთან ერთად აკვირდება საპარლამენტო არჩევნების პროცესს.
23 აგვისტო 2026, 14:15
მსოფლიო
დავით მათიკაშვილი საყვარელიძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა
„ეს არის აღიარება იმისა, თუ რა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა მოღალატეობრივმა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ეს არის ის ტყუილები და ტყუილებში წამოცდენები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ პასუხი ეძლევა იმაზე თუ ვინ იყო რეალური დამნაშავე 2008 წლის ტრაგედიაში - რა თქმა უნდა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მოღალატეობრივი სისტემა და რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა პრაქტიკულად განადგურების წინაშე დააყენა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.


