ლევან დავითაშვილი: საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება
ლევან დავითაშვილი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ჩვენი შეფასებით და ანალიზით, საქართველოში არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლდება სხვა ქვეყნიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, უკრაინას ფიზიკურად აქვს შეზღუდული ექსპორტის საშუალება, ბევრი საწარმო გაჩერებულია და შიდა სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ აკრძალეს გარკვეული პროდუქტების ექპორტი.
მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კერძო ბიზნესი ახდენს გადაწყობას.
ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და შესაბამისად, ქვეყანაში შაქრის დეფიციტი ვერ იქნებოდა.
„როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა საცალო ობიექტებიდან, მაშინ, როდესაც შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყო ხელოვნურად ორგანიზებული პანიკის მცდელობა და გარკვეული ძალები ამით სარგებლობდნენ.
„საქართველოს ხელისუფლება არაფერს ყიდულობს. გარკვეული ენერგომატარებლების გარდა, სახელმწიფო არ არის ჩართული რაიმე ტიპის სავაჭრო პროცესში, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ კოორდინაციას, კონკურენტული გარემოს შექმნას, პროცესების ანალიზს და ხელს ვუწყობთ კერძო სექტორს, საქართველოს ხელისუფლება არც ხორბალს, არც შაქარს, არც ზეთს და სხვა პროდუქტებს არ ყიდულობს. ხშირად ისმის შეკითხვა - თუ არ იქნება უკრაინა, სად რას იყიდით, რატომ ყიდულობთ რუსეთში და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს აკეთებს კერძო სექტორი, იმპორტიორები, პროფესიონალი ადამიანები, კომპანიები, რომელთაც წლების განმალობაში გააჩნიათ სპეციალიზაცია საკვები თუ არასაკვები პროდუქტების იმპორტის, საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კუთხით და შესაბამისად, ამ სავაჭრო ურთიერთობაში სახელმწიფო მონაწილე არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ დავინახეთ სავაჭრო პროცესების პოლიტიზირება, შეფუთვა და მოსახლეობისთვის არასწორად მიტანა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, მინისტრის თქმით, ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. მისივე განცხადებით, საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა ლოგისტიკურად.
„საქართველო ყოველთვის მარაგდებოდა რუსეთთან ერთად რამდენიმე ქვეყნიდან: ეს არის უკრაინა და ყაზახეთი. თუ არ იქნება რუსული ხორბალი, დღეისთვის ყაზახეთი არის უპირობო ალტერნატივა. თუმცა, დღესდღეობით რუსეთიდან საქართველოში ხორბლის ექსპორტი არ არის აკრძალული. ამასთან, საქართველო პერიოდულად იღებს ამერიკულ ხორბალს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთიდან გარკვეული სამრეწველო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ჩინური და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 22:22
მსოფლიო
Reuters: დიდი ბრიტანეთი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის „კონვერსიული თერაპიების“ კრიმინალიზაციას გეგმავს
დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 22:10
მსოფლიო
ზელენსკი: ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული
ბელარუსის მხრიდან უნდა შეწყდეს ისეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც შესაძლოა აგრესიისთვის იყოს გამოყენებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ოლეგ ლუგოვსკისთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
25 ივნისი 2026, 21:22
პოლიტიკა
პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა: ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ
„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
25 ივნისი 2026, 21:19
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს შუა დერეფანში
„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 21:09
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
25 ივნისი 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს
საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 ივნისი 2026, 20:43
მსოფლიო
ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია
ესპანური გამოცემა El Pais-ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის ქალების მიმართ მოპყრობის გამო - გენდერულ აპართეიდს, რომელსაც ისტორიაში ძალიან ცოტა პრეცედენტი აქვს“.
25 ივნისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. LIVE
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებიან.
25 ივნისი 2026, 20:28
საზოგადოება
ხუმრობა ლეიკემიით დაავადებულების შესახებ და ონკოპაციენტების ოჯახის წევრთა მწვავე კრიტიკა. როგორია გადაცემის განმარტება და რას ამბობენ სპონსორები? „ქრონიკის“ სიუჯეტი
ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვად შეფასდა ფრაზა, რის გამოც გადაცემას მობოდიშება და განმარტების გავრცელება მოუხდა, თავად იუმორისტს კი, სხვა პოზიცია აღმოაჩნდა.
25 ივნისი 2026, 20:17
მსოფლიო
The Telegraph: სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები - ეს ნაბიჯი მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ციხეებში ადგილების სიმცირის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად
გამოცემა The Telegraph-ისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები.
25 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
მტრული რიტორიკა ეკლესიის მიმართ და დეზინფორმაცია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ- პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების ფონზე - მთავარ პრობლემებს წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის არჩევანის უპატივცემულობა. მტრული რიტორიკა ეკლესიის მიმართ და დეზინფორმაცია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ- პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების ფონზე - მთავარ პრობლემებს წარმოაჩენს.
25 ივნისი 2026, 20:12
სამართალი
საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფა მიუღებელია. სასამართლო პროცესები გრძელდება. შსს-ს ახალი სამმართველოს შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის გამოყენება და ადამიანთა საჯაროდ შეურაცხყოფა დასჯადია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 25 დღეა ფუნქციონირებს.
25 ივნისი 2026, 20:11
ეკონომიკა
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ მზარდი მოთხოვნის პარალელურად, მთავრობა ქსელის სრულ მოდერნიზაციას განაგრძობს - ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროექტის ამ ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგური 3 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს, დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
25 ივნისი 2026, 19:42
მსოფლიო
დანია აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს იმ უკრაინელებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან
დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელ მამაკაცებს ლტოლვილის სტატუსს აღარ მიანიჭებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 19:21
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი: ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს.
25 ივნისი 2026, 19:17
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ.
25 ივნისი 2026, 19:06
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გამოჩენილ ქართველ მწერალს, განმანათლებელს, საზოგადო მოღვაწეს, ქალთა განათლებისა და ღირსების ერთ-ერთ პირველ დამცველს - ეკატერინე გაბაშვილს. რამდენიმე დღის წინ მისი დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მხოლოდ საკუთარი ეპოქით არ იზომება. ისინი თავიანთ დროს სცილდებიან, ქმნიან სულიერ და მორალურ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებსაც უნათებს გზას. სწორედ ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკატერინე გაბაშვილს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 18:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ომს ვერ მოიგებს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს.
25 ივნისი 2026, 18:40
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს
უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
25 ივნისი 2026, 18:28
მსოფლიო
მედია: ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც გაუჩინარებულთა ძიებისა და იდენტიფიცირების მიზნით შეიქმნა.


