13 მაისი 2022, 14:18 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად, ტურისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომ იტყვიან ამ მიმართულებით. ბატონი თორნიკე რიჟვაძე ახლა ლონდონში იმყოფება ამ საქმეზე და ზოგადად სხვა საინვესტიციო რეფორმებთან დაკავშირებითაც, პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან და ამ მიზანს ემსახურება ბატონიო თორნიკეს ვიზიტი ლონდონში და არა მხოლოდ, ეს რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბათუმში მსოფლიო მოგზაურობის ჯილდოს ღონისძიების ჩატარებას შეეხებოდა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ შევხედავთ, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი, უბედურებაზე რაც ხდება უკრაინაში, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული ეს უბედურება, ეს ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვახარებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება მეგობრებო, ეს არის სწორედ ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ისეთი მავნებლური და მადისკრედიტებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, ეს არის დამაზიანებელი მეგობრებო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, არ შეიძლება საუბარი ასე, რომ „ვიღაცის სასამართლო“, ეს ჩვენი, თქვენი სასამართლოა, გამიგეთ?! და ამაში ჩვენმა ხალხმა უამრავი, უზარმაზარი რესურსი ჩადო, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დავაფასოთ, პროგრესი რაც იქნა მიღწეული ეს უნდა დავინახოთ და ჩვენ რა თქმა უნდა მივდივართ წინ. კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გააკეთოთ ყველაფერი, ამას სჭირდება დრო. მე არაფერი მავიწყდება, ეს თქვენ გავიწყდებათ, რომ სასამართლო იყო რეალურად ნოტარიუსის ოფისი. მურუსიძე არავინ იყო მაგ დროს, რეალურად იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი. ეს რეალობა იყო და ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლები იყვნენ მაგ დროს, ასეულობით მოსამართლე იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, ასეულობით მოსამართლე, ათასობით პოლიციელი, პროკურორი, კეთილსინდისიერი ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ სწორედ მსხვერპლნი და მძევლები, რომ იტყვიან სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის. აღარ მინდა მაგაზე საუბარი, ახლა ხალხს უნდა ველაპარაკოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 19:30

საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

17 აპრილი 2026, 19:27

რეგიონი

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ღონისძიების გახსნაზე, სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მიქელაძემ ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობას, როგორც ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან კომპონენტს. ასევე ყურადღება გაამახვილა ამ სფეროში არსებული გამოწვევების გააზრებისა და შესაბამისი სტრატეგიული მიდგომების შემუშავების საჭიროებაზე.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 19:21

მსოფლიო

ტრამპი ამერიკულ მედიაზე: რატომ არ შეუძლიათ უბრალოდ თქვან საჭირო დროს - „სამუშაო შესანიშნავად შესრულებულია, ბატონო პრეზიდენტო!“ და დაიწყონ საკუთარი რეპუტაციის აღდგენა?

წარუმატებელმა New York Times-მა, „ფეიკ-ნიუს“ CNN-მა და სხვებმა უბრალოდ არ იციან, რა ქნან - ისინი სასოწარკვეთილად ეძებენ მიზეზს, რათა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სიტუაციის გამო გააკრიტიკონ, მაგრამ ვერაფერს პოულობენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

17 აპრილი 2026, 19:18

პოლიტიკა

პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი მაქსიმოს ხარაკოპულოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი.

17 აპრილი 2026, 19:06

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა განმარტა რატომ გახდა საჭირო კანონპროექტში ცვლილებები და აღნიშნა, რომ ერთსაფეხურიანი სწავლა მიმდინარეობდა დასწრებულზე 4-წლიან ფორმატში, დაუსწრებელზე 5-წლიან ფორმატში და ერთი და იგივე კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო დაუსწრებელი რადგან 5-წლიანი იყო, ენიჭებოდა სამაგისტრო ხარისხი.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:57

მსოფლიო

ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ

ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს - იგი აღარ იქნება გამოყენებული, როგორც იარაღი მსოფლიოს წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:56

საზოგადოება

განათლების მინისტრი: მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თითოეულ ოჯახს შვილის ჩაცმულობა რამდენჯერმე იაფი დაუჯდება, ვიდრე უჯდებოდა მაშინ, როდესაც სასკოლო ფორმა არ არსებობდა

არანაირ დამატებით ხარჯზე საუბარი არ არის, ეს არის წმინდა წყლის სიცრუე, - ასე პასუხობს ოპოზიციის კრიტიკას სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე „დღის ქრონიკაში“. მინისტრის თქმით, სახელმწიფო დაარეგულირებს ფასს, უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სასკოლო ფორმას.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:50

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, მათ ამას აშშ უკრძალავს - საკმარისია, რაც იყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, უარყოფს გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ ირანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, სადაც თეირანი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს გადასცემს აშშ-ს, სანაცვლოდ კი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინულ ირანულ აქტივებს დაიბრუნებს.

მარიამ ლაშხი

17 აპრილი 2026, 18:36

პოლიტიკა

განათლების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების ფარგლებში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას შეეხება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:36

საზოგადოება

მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ

განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას.

რევაზ სოხაძე

17 აპრილი 2026, 18:31

რეგიონი

რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო - განმუხურის სანაპირო ზოლის აღდგენა აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მიმდინარე ნაპირდაცვის მასშტაბურ სამუშაოებს, რომლებიც აქტიურ ფაზაშია.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:31

საზოგადოება

გივი მიქანაძე: შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ

ამერიკის განათლების დეპარტამენტის მდივნის მოადგილესთან შევთანხმდით, რომ პროექტში, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტსა და საქართველოს 3 სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებობს, ქუთაისის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“, სადაც აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.

17 აპრილი 2026, 18:26

სპორტი

სპორტის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

17 აპრილი 2026, 18:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში.

17 აპრილი 2026, 18:22

სამართალი

საქართველოს პროკურატურაში HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსების იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, HELP პროგრამის ორი ახალი სასწავლო კურსის - „ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „არასათანადო მოპყრობის აკრძალვა“ იმპლემენტაციის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

ნინო წილოსანი

17 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

წილოსანი: კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც იმართებიან გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ

კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო ორგანიზაციის შემთხვევაში მმართველებად და ბიუროკრატებად წარმოდგენილი არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ იმართებიან „დიფ სთეითისგან“, იმ გლობალური საომარი ძალებისგან, რომლებიც ამ მთლიან არეულობას აორგანიზებენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

გივი მიქანაძე

17 აპრილი 2026, 18:20

პოლიტიკა

გივი მიქანაძე აშშ-ში ვიზიტზე: დავაფიქსირეთ მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. გვაქვს განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. განსაკუთრებულ აქცენტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე გავაკეთებ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით სახელმწიფო დეპარტამენტში განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, მის მოადგილესა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოსთან ურთიერთობაზე. ცალსახად აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაგრძელება გაღრმავება. დავაფიქსირეთ მზაობა, რომ ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად. გვაქვს ის განცდა, რომ ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან თანამშრომლობას ძალიან პერსპექტიულად და დიდი პოზიტივით უყურებენ. ამის დადასტურებაა ის ფაქტორიც, რომ თემატურ კონტექსტშიც არაერთი საუბარი გვქონდა და გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც რეფორმის მხარდაჭერის თვალსაზრისით განათლების სფეროში, ასევე სრული მხარდაჭერა იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფო უნივერსიტეტებმა აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ ამერიკულ უნივერსიტეტებთან.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:19

პოლიტიკა

პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია იყო ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გაშალონ კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 18:18

მსოფლიო

ტრამპი: ახლა, როცა ჰორმუზის სრუტის სიტუაცია დასრულდა, ნატოდან დამირეკეს და მკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა - ვუთხარი მათ, რომ შორს დაიჭირონ თავი, უსარგებლოები იყვნენ, როცა გვჭირდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით ნატოს მოკავშირეები მკაცრად გააკრიტიკა და მათ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 18:17

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა: ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და გამარჯვებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.