09 ივნისი 2022, 12:14 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: გამართლდა მოლოდინი პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელზე, რაც ეკონომიკის 14.4 %-იანი ზრდის და ლარის გამყარების პირობებში მოსალოდნელიც იყო

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

მთლიანად გამართლდა მოლოდინი პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ მაჩვენებელზე, რაც ეკონომიკის 14.4 %-იანი ზრდის და ლარის გამყარების პირობებში მოსალოდნელიც იყო“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

იგი საქატატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ეხმიანება და აცხადებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არა მხოლოდ რეკორდულია აქამდე წინა წლების პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, არამედ პანდემიამდელ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემსაც მთელი 79.1%ით აჭარბებს.

„მიუხედავად, პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევების, რასაც უკრაინის ომის გლობალური გამოწვევაც დაემატა, 2022 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 4-ჯერ მეტად - 435.7 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 568.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არა მხოლოდ რეკორდულია აქამდე წინა წლების პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, არამედ პანდემიამდელ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემსაც მთელი 79.1%ით აჭარბებს.

ამასთან, სტრუქტურულ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ფიქსირდება, როგორც სააქციო კაპიტალის, ასევე რეინვესტირების მოცულობის ზრდის და სავალო ვალდებულებების შემცირების თვალსაზრისით. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რეინვესტირების მოცულობა 4.4-ჯერ, 245.6 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 318.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სააქციო კაპიტალი გაიზარდა 8.8 ჯერ - 222.3 მლნ. აშშ დოლარით და 250.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის, ყველა სექტორში. 2022 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანეს ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, უძრავი ქონების და ტრანსპორტის სექტორებმა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ენერგეტიკის, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორებს უჭირავთ. 2022 წლის I კვარტალში ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების 41.6%-ს (236.4 მლნ. დოლარი) შეადგენს.

მნიშვნელოვანი წილით გამოირჩევა ბოლო კვარტლებში სტაბილური დინამიკის მქონე საფინანსო სექტორიც, სადაც 111.1 მლნ. აშშ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19.5% შეადგინა.
უძრავი ქონების სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი მთლიანი ინვესტიციების 14.3% შეადგინა (81.3 მლნ. დოლარი).

2022 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 276.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 8.5 ჯერ - 243.9 მლნ. აშშ. დოლარით (749%-ით) აღემატება 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს. ევროკავშირის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში თითქმის ნახევარია და 48.7%-ს შეადგენს.

ქვეყნების მიხედვით 2022 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ესპანეთიდან (34.5 პროცენტი - 196.1 მლნ. აშშ. დოლარი) განხორციელდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო (15.3 პროცენტი - 87.2 მლნ. აშშ. დოლარი), თურქეთი (11.8 პროცენტი - 67.1 მლნ. აშშ. დოლარი), ჩინეთი (6.4 პროცენტი - 36.4 მლნ. აშშ. დოლარი), ნიდერლანდები (5.9 პროცენტი, 33.6 მლნ. დოლარი) და აშშ (5.6 პროცენტი, 31.7 მლნ. დოლარი).

საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პოზიტიურ მოლოდინებზე მიუთითებს ახლახან მსოფლიო წამყვანი საინფორმაციო მომსახურების მულტიმედიური დისტრიბუტორის კომპანია ბლუმბერგის, რომელიც რომელიც საფინანსო ბაზრებისა და ბიზნესსექტორის შესახებ არსებულ მონაცემებს, ანალიტიკურ მასალასა და ახალ ამბებს თავს უყრის და შემდეგ მათ მთელ მსოფლიოში ავრცელებს, ეგიდით გამოქვეყნებული სტატიაც - „როგორ გახდა საქართველო ბიზნესისა და ინვესტიციების სანდო მიმართულებად“. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეფორმების, შემცირებული საგადასახადო ტვირთისა და გრძელვადიანი ინვესტიციების შედეგად, საქართველო ჩნდება სტაბილურობის შუქურად ევროპისა და აზიის კვეთაზე ბიზნესის წარმოებისთვის.

საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ ერთი ინდიკატორი საერთაშორისო პარტნიორობის (International Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევა (Open Budget Survey – 2021) გამოდგება, რომლის მიხედვით, საქართველომ დიდი ნახტომი და მე- 5 ადგილიდან მსოფლიოს 120 ქვეყანაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა!

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს, როგორც პოსტპანდემიური პერიოდის მართვის, ისე მიმდინარე წელს კიდევ ერთი გლობალური შოკის უკრაინული ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების მართვის თვალსაზრისითაც. ეკონომიკის მაღალ ზრდასთან ერთად, მთავრობის სტრატეგია ინვესტიციების მაღალი დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, უკვე პირველ ხელშესახებ შედეგებს იძლევა, როგორც ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდის, ისე გლობალური ღირებულებების ჯაჭვების წყვეტის პირობებში, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.

აქედანაც ჩანს, რომ მთლიანად გაამართლა ხელისუფლების სტრატეგიამ, ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე, როცა არ აჰყვა ოპოზიციურ ზეწოლას სანქციებთან უპირობოდ მიერთებაზე, და ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ცხადზე უცხადესია სანქციები და მით უმეტეს ომი, რომ ყოფილიყო რისკენაც ოპოზიციური ნარატივი დღემდე გრძელდება, მათივე საგარეო ლობისტების აქტიური ჩართულობით, არც ეკონომიკის ზრდა და არც ინვესტიციების შემოდინება არ გვექნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტიციების სარეკორდო ზრდა და მთლიან ინვესტიციებში ნახევარს მიუახლოვდა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სტრატეგიის წარმატებულ ხასიათზე და ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე მიანიშნებს, რაც უკვე ამ თვეში ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღების სტატუს სავსებით რეალურს ხდის!“, - გიორგი ცუცქირიძე.

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაოთხმაგდა და $568 მილიონს მიაღწია.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

24 აგვისტო 2026, 09:55

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.

აბას არაღჩი

24 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ წარუმატებელი იქნება

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციებს თეირანი უკვე ბევრჯერ ნანახ ფილმს უწოდებს. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, სანქციები როგორც ადრე, ახლაც წარუმატებელი იქნება.

24 აგვისტო 2026, 09:32

მსოფლიო

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ერონულ დღესასწაულის აღნიშვნას კიევში ევროპელი ლიდერებიც დაესწრებიან. ისინი კიევში გუშინ ჩავიდნენ და ზელენსკის მასპინძლობით გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა.

24 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ, 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო.

24 აგვისტო 2026, 09:24

მსოფლიო

წინასწარი შედეგების მიხედვით, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 72.3 პროცენტით ლიდერობს

ყაზახეთში გუშინ ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის პარტია „ადალეთი“ იმარჯვებს. პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლების 72.3 პროცენტმა დაუჭირა მხარი

24 აგვისტო 2026, 09:17

საზოგადოება

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა

სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 19 წელი გავიდა. ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

24 აგვისტო 2026, 09:10

საზოგადოება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ - 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში მობილობის უფლება ეძლევათ. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პორტალზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 8 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

24 აგვისტო 2026, 09:03

საზოგადოება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიმუშავა ონლაინპლატფორმა, რომლითაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, თავისი შვილისთვის სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ. ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი

23 აგვისტო 2026, 23:23

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

კონსტანტინე პეტრიაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

23 აგვისტო 2026, 21:22

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა.

23 აგვისტო 2026, 18:15

მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის, ასევე პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიას ძლიერმა ციკლონმა „პრისკამ“ გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 30 მეტრს აღემატებოდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა: ერთი ადამიანი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა, მას წაქცეული ხე დაეცა; მეორე კი ლატვიის ქალაქ ელგავაში შენობის ნანგრევებში მოჰყვა.

23 აგვისტო 2026, 18:07

სპორტი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ევროპული გრანდების წინააღმდეგ რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართეს.

23 აგვისტო 2026, 17:50

მსოფლიო

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ტოკიოს რეგიონში, საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

23 აგვისტო 2026, 17:34

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას და მხილებას ამჯერად თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს და სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს. პატიმრის ახლანდელი ბრძოლა „კოალიცია ცვლილებების“ წინააღმდეგ, ფედერალისტების ლიდერს ახსენებს პერიოდს, როდესაც, მისივე სიტყვებით, სააკაშვილი, ევროპულ საქართველოს აზიანებდა.

მიხაილო ფედოროვი

23 აგვისტო 2026, 17:32

მსოფლიო

ფედოროვმა ზელენსკის მის გარემოცვაში სავარაუდო კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა

BBC-სთან ინტერვიუში ფედოროვმა კომენტარი გააკეთა თანხების სავარაუდო გათეთრების სქემასთან დაკავშირებით ახლახან ჩატარებულ ანტიკორუფციულ გამოძიებაზე, რომელშიც, გამოძიების მონაცემებით, შესაძლოა პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანი ყოფილიყო ჩართული.

23 აგვისტო 2026, 17:17

მსოფლიო

„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები კიევში უკრაინის დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

კიევში „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ჩავიდნენ. დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ხელისუფლებების წარმომადგენელთა ვიზიტი უკრაინის ეროვნული დროშის დღეს დაემთხვა. მათ საზეიმო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

23 აგვისტო 2026, 17:12

მსოფლიო

ძლიერმა სიცხემ ევროპაში პრობლემები გამოიწვია

ძლიერმა სიცხემ და გვალვამ ევროპაში შიდა გადაადგილებისა და ენერგომომარაგების სისტემაში პრობლემები შექმნა. მდინარე რაინსა და დუნაიში წყლის დონის კრიტიკულად დაწევამ საწყლოსნო გადაზიდვები შეაფერხა გერმანიაში.

23 აგვისტო 2026, 17:12

თემა

რა შეუძლია ახალ აბებს, რომლებიც წონის კლებისთვის გამოიყენება?

წონის კლების წამალი ახლა უკვე აბების ფორმით არის ხელმისაწვდომი. ეს შეიძლება შვება იყოს მათთვის, ვისაც ინექციების ეშინია. თუმცა, ახალი აბი ცხოვრების წესის შესაცვლელად უვნებელი გზა ნამდვილად არ არის. ევროკომისიამ ვეგოვი აბების ფორმით უკვე დაამტკიცა. ეს ევროპაში პირველი შემთხვევაა, როდესაც აქტიური ინგრედიენტის - სემაგლუტიდის შემცველი პერორალური წონის მართვის თერაპია ინექციის ნაცვლად ტაბლეტის სახით არის ხელმისაწვდომი. შესაძლოა, ეს შვება იყოს ჭარბი წონის მქონე მრავალი პაციენტისთვის, მაგრამ ისმის კითხვა: არის თუ არა ეს აბი ისეთივე ეფექტური და უსაფრთხო, როგორც ინექცია?

23 აგვისტო 2026, 17:11

რეგიონი

ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი სამი ქალის ცხედარი იპოვეს

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ჰქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა იპოვეს. გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს.