15 აგვისტო 2022, 14:18 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიის შემდეგ პირველად, ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული, რის შედეგადაც ივლისში ტურიზმის შემოსავლებმა პანდემიის შემდეგ პირველად, 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.

„გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ით მეტია, ხოლო თუ ჩვენ ამას 2021 წლის მაჩვენებელს შევადარებთ, ეს 130%-ით მეტია. ჯამში, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,618 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულით ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდა, რაც სასიხარულოა.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:35

სამართალი

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

27 სექტემბერი 2022, 11:34

სამართალი

ვახტანგ გომელაური: რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები

„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% [საქართველოდან] გადის“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:23

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: დამაბრალეს, თითქოს ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად თათბირებს ვატარებდი, ეს აბსურდული ტყუილია

„ისეთი რაღაცები დამაბრალეს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა ახალი მოიგონეს. ეს აბსურდული ტყუილია. ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა“, - ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაური, ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად, თათბირებს ატარებდა.

გიგა ბოკერია

27 სექტემბერი 2022, 11:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას

„ბუნებრივია, ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას და ის ადამიანები - დევნილები, ვისზეც გადატყდა ყველაზე მეტი წამება და გამოიარა გენოციდი“, - განაცხადა ბოკერიამ.

ნანა კაკაბაძე

27 სექტემბერი 2022, 11:04

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე არასამთავრობოებზე: მათი ძირითადი მოთხოვნა ქვეყანაში ფსევდო ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება და გაბატონებაა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მესამე სექტორში არსებული კლანის შესახებ წერს. რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული „ექსპერტები" და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მუდმივად საუბრობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კლანზე, რომელიც უფრო იარლიყის მიწებებას ჰგავს ვიდრე დასაბუთებულ ბრალდებას. რატომღაც არავინ ახსენებს მესამე სექტორში არსებულ კლანს, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენების მოხდენას, - წერს კაკაბაძე.

27 სექტემბერი 2022, 11:02

მსოფლიო

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, რუსეთში, ქალაქ იჟევსკის ერთ-ერთ სკოლაში, სროლას, 17 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ, რუსეთის განათლების სამინისტრო აპირებს, „საგულდაგულოდ განიხილოს კომპიუტერული თამაშების გავლენა ადამიანებზე“.

27 სექტემბერი 2022, 10:50

საზოგადოება

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტურისტული მომსახურების სექტორში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ტურისტულ სექტორში დაწყებული მოკვლევა დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადასტურა. საკითხი ეხებოდა თბილისში, ტურისტებისთვის, ქალაქის ტურის მომსახურების სექტორში ორი კომპანიის დავას, - ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 10:48

მსოფლიო

გაეროს წარმომადგენელი: ჰაიტიზე ჰუმანიტარულ კატასტროფაა

ჰაიტიზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. სასურსათო დახმარების საწყობებზე რამდენიმეკვირიანმა თავდასხმებმა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შეარყია, - აცხადებს ჰაიტის წარმომადგენელი გაეროში, ჰელენ ლა ლაიმი.

ნიკოლაი სოლსკი

27 სექტემბერი 2022, 10:21

მსოფლიო

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი: რუსეთი არაპროგნოზირებადი მეზობელია - უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტი ევროკავშირში სახმელეთო დერეფნების გარეშე შეუძლებელია

„შავ ზღვაში რუსეთის არაპროგნოზირებადი ქცევის გათვალისწინებით, უკრაინასა და ევროკავშირს შორის სახმელეთო მარშრუტებზე შექმნილი „სოლიდარობის დერეფნები“ რჩება უკიდურესად მნიშვნელოვნად არა მხოლოდ ბიზნესინტერესებისთვის, არამედ უსაფრთხოების კუთხითაც“, - აცხადებს უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრი.

27 სექტემბერი 2022, 10:17

ტექნოლოგიები

NASA-ს ზონდი Dart-ი ასტეროიდს გეგმურად შეეჯახა🚀☄️

შეჯახება გეგმური იყო, მისი მიზანი კი დედამიწისთვის პოტენციურად სახიფათო ასტეროიდებისთვის ტრაექტორიის შეცვლის მექანიზმის ტესტირება იყო. სპეციალისტების თქმით, მათ რამდენიმე კვირაში ეცოდინებათ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მათი ექსპერიმენტი და შეიცვალა თუ არა ასტეროიდის ტრაექტორია.

27 სექტემბერი 2022, 09:53

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 09:42

თავდაცვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

27 სექტემბერი 2022, 09:27

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

სოხუმის დაცემის დღე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიხსენეს. მდუმარე აქციას, სანთლებით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ ეწერა.

27 სექტემბერი 2022, 09:11

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში ☀️🍂

27 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

27 სექტემბერი 2022, 08:57

სამართალი

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წლებში, სოფელ გლდანის ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების თითქოსდა ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტებისა და ცრუმოწმეების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 126 ლარის ღირებულების 1 300 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

27 სექტემბერი 2022, 08:51

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 216-ე დღეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ოთხი სარაკეტო და შვიდი საავიაციო დარტყმა მიიტანა. რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები გახდა.

27 სექტემბერი 2022, 08:42

სამართალი

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო, რომლებიც უწყების ათწლიან სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. მათ შორის, აღინიშნა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი − პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმა.

27 სექტემბერი 2022, 08:36

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. საქართველო პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. სახელმწიფო დროშა დაეშვა იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.