imedi /  07 სექტემბერი 2017, 07:57 / სანდო წყარო

სემეკი დღეს რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) დღეს საჯარო სხდომას გამართავს, რომელზეც განიხილავს წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით. ინფორმაცია სემეკის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

სწორედ დღვანდელ სხდომაზე განიხილება გეგმური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით შპს “ენერგოტრანსისთვის“; შპს “ენგურჰესისთვის“, შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური - ჟინვალჰესისთვის, სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციისათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების - რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორიჰესისთვის. 

ასევე განიხილავენ ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, შპს “მცხეთის წყალისთვის“, შპს “რუსთავის წყალისთვის“.

კომენტარები ()