imedi /  07 სექტემბერი 2017, 13:12 / სანდო წყარო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 82 500 ჰექტარია დამუშავებული

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ, დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში 30 ერთეული სპეციალური ტექნიკა (თერმული ნისლის გენერატორები, სამანქანე შემასხურებლები,სატრაქტორო აგრეგატები, მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი) მუშაობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის დამუშავებულია 82 500 ჰექტარი ფართობი. მათ შორის, პირველ ეტაპზე დამუშავდა 53 000 ჰა, ხოლო მეორე ეტაპზე - 29 500 ჰა. აქედან სამეგრელოში - 20 240 ჰექტარი, გურიაში - 4600, იმერეთში კი - 4660 ჰექტარი.

კომენტარები ()