პრემიერი: „აბრეშუმის გზის ფორუმი“ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრებო, ძვირფასო მინისტრებო, მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო. დიდი სიამოვნებაა მოგესალმოთ აბრეშუმის გზის ფორუმი 2023 წლის ღონისძიებაზე, რომელიც მართლაც გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა და რომელსაც ესწრებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე ვმასპინძლობთ თითქმის 2300 სტუმარს 63 ქვეყნიდან, მათ შორის არიან მთავრობის მეთაურები, მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, გენერალური დირექტორები, ზედა რგოლის მენეჯერები, რომლებიც 250-მდე კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ მადლობელი ვართ ყველა თქვენგანის მიმართ. მადლობა, რომ დღეს შემოგვიერთდით.
2015 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ ხდება, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან შეკრებას ვმასპინძლობთ თბილისში. რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ კიდევ ერთხელ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლებში გვქონდა. აბრეშუმის გზის მნიშვნელობა, როგორც ისტორიულად, ისე ამჟამად, უბრალოდ სცდება მხოლოდ სავაჭრო გზის მნიშვნელობას და ამ უძველესმა გზამ ხელი შეუწყო ფაიფურის გადატანას ქვეყნიდან ქვეყანაში, ასევე ჩაის კულტურის აყვავებას და ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო კავშირს. ამ გზამ დააკავშირა დასავლური და აღმოსავლური კულტურები და ასევე გამტარი ფუნქცია შეასრულა ინოვაციებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. მართლაც უდავოა, რომ ჩვენ ისტორიული კავშირი გვაქვს აბრეშუმის გზასთან.
მანამდე, ვიდრე ეს გზა დასავლეთს მიაღწევდა, ის გავიდა საქართველოს მრავალფეროვან რელიეფზე და ასევე ის აღწერილია ბერძენი ისტორიკოსების მიერ, როგორც სავაჭრო ქსელისთვის მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასტურდება არქეოლოგიური მტკიცებულებებით, როგორიც არის ჩინური ფაიფურის ნატეხები დმანისში და ასევე ჩინური მონეტა, რომელიც 1200 წელზე მეტი ხნით თარიღდება და რომელიც აღმოჩენილია მცხეთიჯვარში. პრეისტორიული პერიოდიდან მოყოლებული მცხეთა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი, მართლაც უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური კავშირის ადგილის იყო, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კავკასიის ძირითადი მარშრუტები.
აბრეშუმის გზა უდიდეს როლს ასრულებდა და რა თქმა უნდა, ეს ასევე ხელს უწყობდა უფრო მეტი კავშირების დამყარებას უფრო ფართო სამყაროსთან. ამ საერთო მოცემულობაში, ის რელიგიები, ადათ-წესები, ტრადიციები, რომლებიც არსებობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ერთიანდება ამ ადგილას, რასაც ჩვენ ამაყად ვუწოდებთ საქართველოს. 9 წლის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მე გავაცნობიერე აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა მისი პოტენციალის ათვისებისთვის. სულ რაღაც 1 წელიწადში, 2015 წელს, ჩვენ პირველი „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გავმართეთ თბილისში და ამის შემდეგ, ჩვენ უკვე უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტრადიციას და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო მართლაც გახდა აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 16:54
კულტურა
საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ აკანთუსის უმაღლესი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
01 აპრილი 2026, 16:41
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა.
01 აპრილი 2026, 16:40
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატი სტაჟირების მსურველთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს
პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის ხანგრძლივობაა 3 თვე.
01 აპრილი 2026, 16:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება.
01 აპრილი 2026, 16:11
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ირანში ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
01 აპრილი 2026, 16:00
თავდაცვა
გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრო.
01 აპრილი 2026, 15:57
პოლიტიკა
ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა
საფრანგეთში მემარჯვენე მერების მიერ, მერიის შენობებიდან ევროკავშირის დროშების ჩამოხსნის შემდეგ, პოლიტიკური დავა გრძელდება.
01 აპრილი 2026, 15:48
რეგიონი
გივი მიქანაძემ ონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.
01 აპრილი 2026, 15:40
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა
EMAAR-ი ისეთი მსხვილი ჯგუფია, მისი შემოსვლა მხოლოდ EMAAR-ის ინვესტიციის სარგებელი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის ინდიკატორი და ტრიგერი უამრავი მსხვილი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო გარემო, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს.
01 აპრილი 2026, 15:40
საზოგადოება
ბექა გიუნაშვილი: კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე მკვდარი ცხოველის უტილიზაციისათვის, საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას
სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, - განაცხადა მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა.
01 აპრილი 2026, 15:38
პოლიტიკა
მაჭავარიანი: როდესაც „ნაცებს“ არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“ სისტემური წამება-გაუპატიურებისთვის და „ქართულ ოცნებას“ აუმუშავებ, რომლის ფილოსოფია ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული, მტკიცებულებაა, როგორ უსამართლოდ გვექცევიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული აიქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
01 აპრილი 2026, 15:36
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება. გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა სასურსათო ფასებზე ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ.
01 აპრილი 2026, 15:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
01 აპრილი 2026, 15:24
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ, მსოფლიო ბანკი-ის (WB) პროექტის განხორციელების მხარდამჭერი მისიის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
01 აპრილი 2026, 15:21
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და IMF-ის მხარდაჭერას, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით.
01 აპრილი 2026, 15:17
რეგიონი
თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:13
რეგიონი
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინოფრმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 15:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს დამატებით აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს რეგისტრირებული საწარმოების ხელახალი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმე სუბიექტს, რეგისტრაციის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის შეტყობინება, წინსწრებით გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ გვერდზე, ხოლო მიმდინარე წლის 1 აპრილიდან მათ სავალდებულო შეტყობინებების ველში გამოუჩნდებათ შემდეგი შეტყობინება - ,,არ აქვს გავლილი რეგისტრაცია“.
01 აპრილი 2026, 15:01
პოლიტიკა
პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


