საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიელი ჟურნალისტები ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვანი მაუწყებლის Rai -ს, TV Seria A-ს და გამოცემა Il Sole 24 Ore -ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებს, სიუჟეტებსა და სტატიებს ამზადებენ.
იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ დაესწრებიან.
„საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა ვიცოდი, თუმცა ეს ქვეყანა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენით გავიცანი. ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, მე თვითონ ნეაპოლიდან ვარ და კვარაცხელიას გამო გადავწყვიტე უკეთ გამეცნო საქართველო, რომელიც ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. მე საქართველოს გავაცნობ იტალიელებს, ამ ქვეყნის ტურისტულ ადგილებს, ზამთრის კურორტებსა და კულტურას“, - ამბობს გამოცემა Il Sole 24 Ore -ის ჟურნალისტი მარკო ბელინაციო.
„საქართველოში უკვე მეოთხედ ვარ, ახლა სვანეთში ვარ და ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იტალიაში ძალიან ბევრი სათხილამურო კურორტი და ადგილია, მაგრამ სვანეთში გამორჩეული, პროფესიონალური და ძალიან მოსახერხებელი სათხილამურო ტრასებია. დიდი სიამოვნებით ბევრჯერ ჩამოვიდოდი საქართველოში“, - აცხადებს ტურის მონაწილე ალესანდრო ალკატო.
„აქ ჩამოვედი, რომ ვუთხრა იტალიელებს თუ როგორი ლამაზია საქართველო. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეები მაქვს, მოვხვდი სვანეთში, ულამაზეს კუთხეში, სადაც საოცარი სათხილამურო ადგილები და ფანტასტიკური მთებია, აქ ნამდვილი ბუნებაა. ვისაც თხილამურები უყვარს მათ ვეტყვი, რომ საქართველოს აუცილებლად ეწვიონ“, - აცხადებს ტურის მონაწილე მიქელო პერელოტი.
პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იტალიასა და ევროპის ქვეყნებში. Rai -ს 20 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს და 174 ქვეყანაში მაუწყებლობს.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
აჩიმ კოჰლერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა აჩიმ კოჰლერმა. მისი თქმით, საქართველო არ უნდა მოექცეს ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნების მხრიდან ზედმეტად ძლიერი გავლენის ქვეშ.
25 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
ფოთის საქალაქო სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოქალაქე ელგუჯა ქვაჩახია 1500 ლარით დააჯარიმა
25 ივნისი 2026, 17:20
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება - თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?
პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სამსახურის დანიშნულებაზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
25 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: მთავარია აუდიტის დასკვნების აღსრულება - დასკვნების პროცენტმა მოიმატა და ყოველწლიურად იმატებს, რაც ძალიან კარგია
აქ [ოპოზიციონერმა] კოლეგებმა თქვეს, რომ 100%-იანი ვიცითო - თქვით, მიდით პროკურატურაში და უთხარით, რომ არის ასეთი დანაშაული, რას ელოდებით ამ აუდიტის სამსახურს, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
25 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 41 გრადუსს აღწევს, სიცხის გამო ბოლო 24 საათში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 17:16
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: დღეს არ არის არცერთი ორგანიზაცია, რაც არ მოწმდება. აუდიტის სამსახურის მთელი დანიშნულება ეს არის, რომ რაღაც ხდება და რაღაც მიგნება იპოვეს. თუ არაფერი იპოვა, 43 მილიონს რატომ ვიხდით საერთოდ?!
გამარტივებული შესყიდვები- 51% იყო 12 წელში, ახლა არის 10%-ზე ცოტა მეტი. ეს არის მაღალ კონტროლზე აყვანილი. გენერალურმა აუდიტორმა ახსნა, თქვენ ყველაფერს უძახით შეჭმულ თანხას. რაღაც რომ არ გაკეთდა, მაგალითად, გზა, ეს შეჭმული თანხა კი არ არის, უბრალოდ თანხა არ გადაიხადა და ეს არის შეუსრულებლობა. ვერ შეასრულა სამუშაო, მოვა სხვა და გააკეთებს, ცუდია, დროში გაიწელა, მაგრამ ფული არ დაკარგულა, ეს სულ სხვა რაღაცას ამბობთ- ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური აუდიტორის მოსმენა მიმდინარეობდა.
25 ივნისი 2026, 17:15
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებენ ასამბლეის წარმომადგენლები. მათი ნაწილი ქართული კანონების გაუქმებას და დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.
25 ივნისი 2026, 17:09
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია
აუდიტის სამსახური დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია. რატომ არის, იცით, წარმატებული? მარტო იმიტომ კი არა, რომ მაღალკვალიფიციური კადრები ჰყავს და კარგ დასკვნებს დებს, არამედ იმიტომაც, რომ აუდიტის სამსახურს ამოწმებს აუდიტორული კომპანიების „დიდი ოთხეული“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
25 ივნისი 2026, 17:08
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს
ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს, - განუცხადეს „ქრონიკას“ „თიბისი ბანკში“ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.
25 ივნისი 2026, 17:03
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
25 ივნისი 2026, 17:02
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარე აუდიტის „დიდი ოთხეულიდან“ უპირობო დასკვნას იღებს. სამსახურის წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა მას საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი ანდეს, - განაცხადა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სადაც სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
25 ივნისი 2026, 16:53
მსოფლიო
იაროსლავ კაჩინსკი უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს
პოლონური პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, პოლონეთის დაღუპული ექს-პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს, რომლითაც ის 2022 წელს დააჯილდოვეს. ინფორმაციას პოლონური რადიო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 16:52
საზოგადოება
თბილისში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
25 ივნისი 2026, 16:49
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა.
25 ივნისი 2026, 16:38
მსოფლიო
The Independent: ევროკავშირში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების დახურულ ჩატს იძიებს - მიმოწერაში ტრამპთან ურთიერთობის საკითხიც განიხილებოდა
ევროკავშირი ევროკომისიის საქმიანობას იკვლევს ვოლოდიმირ ზელენსკის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის მონაწილეობით შექმნილ დახურულ ჯგუფურ ჩატთან დაკავშირებით, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ურთიერთობის საკითხები განიხილებოდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 16:02
პოლიტიკა
2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა
ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 15:49
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც მალხაზ ბერიძემ განაცხადა, კომენტარი თავად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ მსგავსი ქმედება დასჯადი იყო.
25 ივნისი 2026, 15:40
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 15:39
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“, „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე
ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრიკაზა“, „სტრიკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


