დღეიდან მეტროში ახალი დიზაინის ვაგონები იმოძრავებს
ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
თბილისის მეტროს ორი მოდერნიზებული ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატა, რომელსაც სრულიად ახალი ფორმა და დიზაინი აქვს. ორივე განახლებული შემადგენლობა მეტროს პირველ ხაზზე დღეიდან იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. ვაგონებში დამონტაჟდა შიდა დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო კამერები. ვაგონებში მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლებიც დამონტაჟდა.
ყველა სიახლე
30 ივლისი 2026, 10:53
პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.
30 ივლისი 2026, 10:51
მსოფლიო
Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს
საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 10:47
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.
30 ივლისი 2026, 10:41
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს
2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.
30 ივლისი 2026, 10:19
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 32 კაფსულა „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 13 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
30 ივლისი 2026, 10:16
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
30 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
30 ივლისი 2026, 10:15
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 10:15
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 13 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“ და 7 კილოგრამი „მარიხუანა“.
30 ივლისი 2026, 09:50
მსოფლიო
Euractiv: უნგრეთში პეტერ მადიარის მთავრობის პოპულარობა შემცირდა
უნგრეთის პროდასავლური მთავრობის პოპულარობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მხარდაჭერაზე უარყოფითად იმოქმედა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 09:40
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივლისს საქართველოში
30 ივლისს ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
30 ივლისი 2026, 09:32
მსოფლიო
France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 09:19
მსოფლიო
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა
რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
30 ივლისი 2026, 09:19
სპორტი
საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართება
საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: თორნიკე ბახტურიძე, პაატა ვარდიაშვილი, ზურაბ ედიბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გუნდის კაპიტანი – ანდრო შილაკაძე. ქართველი სპორტსმენები თავიანთ უშუალო მეტოქეებთან ასპარეზობას დღეს და ხვალ გამართავენ.
30 ივლისი 2026, 09:16
სპორტი
საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში მისი მეტოქე უნგრეთი იყო. ურთიერთშეხვედრამდე ამ გუნდებს სამ-სამი მოგება ჰქონდათ და გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და უნგრელთა გამარჯვებით დასრულდა – 68:62.
30 ივლისი 2026, 09:14
სპორტი
სპორტის მინისტრი საქართველოს სუმოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
შალვა გოგოლაძემ ქართველ სუმოისტებს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ვერცხლისა და ექვსი ინდივიდუალური მედლის მოპოვება მიულოცა. მინისტრმა სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
30 ივლისი 2026, 09:09
საზოგადოება
წვიმა, ელჭექი, სეტყვა - დღეს დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე რამდენიმე რეგიონში ამინდი გაუარესდება
დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, საფრთხის დონე საშუალოა.
30 ივლისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი. ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი "თავდადებისა" და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტირუსული განწყობის მიზეზებზე წერს. მისი თქმით, ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი.
30 ივლისი 2026, 09:00
მსოფლიო
CENTCOM: აშშ-მა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ათეულობით სამიზნეზე იერიში მიიტანა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს აშშ-ის სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მცდელობის საპასუხო ქმედება იყო.
30 ივლისი 2026, 09:00
პოლიტიკა
საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის დასკვნითი სხდომა გაიმართა
საქართველოს თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის აქტის პრინციპების შესაბამისად.


